Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2020

Новости за 08.01.2020

თეირანის ცნობით, "ბოინგის" კატასტროფის შედეგად დაღუპულთა უმრავლესობა ირანელია

Radiotavisupleba.ge 

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის მგზავრებს შორის 147 ირანელი იყო და 32 უცხოელი - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნა“ იუწყება სამოქალაქო ავიაციის სამმართველოზე დაყრდნობით. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ უკრაინული მედიასაშუალებები. გამოცემები „ინსაიდერი“ და „ობოზრევატელი“ წერენ, რომ „ბოინგში“ იმყოფებოდა უკრაინის 15, ირანის 71, კანადის 73, შვედეთის 8, ავღანეთის 6, გერმანიის 4 და დიდი ბრიტანეთის 3 მოქალაქე.  უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ინფორმაციით... Читать дальше...

ყასემ სოლეიმანი დაკრძალეს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საავიაციო დარყმის შედეგად 3 იანვარს მოკლული ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი მშობლიურ ქალაქ ქერმანში დაკრძალეს. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ყასემ სოლეიმანი 7 იანვარს უნდა დაეკრძალათ, მაგრამ დაკრძალვა გადაიდო მას შემდეგ, რაც ქალაქ ქერმანში, სამგლოვიარო ცერემონისას მომხდარ ჭყლეტაში სულ მცირე  40 ადამიანი დაიღუპა და  48 დაშავდა. 3 იანვარს, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეცდანიშნულების ძალების... Читать дальше...

უკრაინის საელჩო "ბოინგის" კატასტროფის წინასწარ ვერსიად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საელჩო ირანში გამორიცხავს, რომ თეირანის აეროპორტის მახლობლად „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ტერაქტი, ან სარაკეტო იერიშია. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით. უკრაინის საელჩოს წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ძრავს ტექნიკური პრობლემები შეექმნა. საელჩოს განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე არაბულმა გამოცემამ Al Hadath-მა დაწერა, რომ უკრაინული თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო ირანის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ. ... Читать дальше...



დავით ზალკალიანი მწუხარებას გამოთქვამს ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. განცხადება დავით ზალკალიანმა „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა. „ღრმად  ვართ დამწუხრებულები ირანში  უკრაინის თვითმფრინავის კატასტროფისა  და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრის  დაღუპვის ინფორმაციით. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ იმ ადამიანების ოჯახებს, რომელთაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს  ამ საშინელი ტრაგედიის დროს“, - აღნიშნულია  საქართველოს... Читать дальше...

წყალტუბოში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

Radiotavisupleba.ge 

წყალტუბოში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ყოფილ სანატორიუმში „მეგობრობა“ 8 იანვარს გამთენიისას  გაჩენილ ხანძარს  ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის მაშველების  მისვლის დროისთვის  65 წლამდე ასაკის  ქალები  უკვე  გარდაცვლილები იყვნენ.   ხანძარი სავარაუდოდ შენობის მეორე სართულზე ერთ- ერთ ოთახში გაჩნდა.ყოფილ სანატორიუმში ამ დრომდე ცხოვრობენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, მაშველებმა შენობიდან 35 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. Читать дальше...

უკრაინული მედიის ცნობით, თეირანში ჩამოვარდნილი"ბოინგის" მგზავრთა უმრავლესობა კანადელია

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დადასტურებულია, რომ „ბოინგში“, რომელიც თეირანის აეროპორტთან ჩამოვარდა, 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი და ყველა მათგანი დაიღუპა. ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავი „ბოინგ 737“, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, 8 იანვარს, დილით ჩამოვარდა. ირანული მედია კატასტროფის სავარაუდო მიზეზად ტექნიკურ პრობლემებს ასახელებს. Читать дальше...

ირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამო ზელენსკიმ ომანში ვიზიტი შეწყვიტა

Radiotavisupleba.ge 

ირანში ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის გამო, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომანში ვიზიტი შეწყვიტა და კიევში ბრუნდება. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს კიევში დაბრუნებამდე ზელენსკიმ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ სამძიმარს უცხადებს თვითმფრინავში მყოფი მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრთა ოჯახებს. ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავი „ბოინგ 737“ დღეს, 8 იანვარს ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად. Читать дальше...

ვფიქრობ, კარავს ადგილმდებარეობა შევუცვალო-უფრო ფართო გეგმა მაქვს

News.ge 

ვფიქრობ, კარავს ადგილმდებარეობა შევუცვალო,-ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, ბანერი პარლამენტის ტერიტორიაზე დარჩება, თუმცა კარავთან დაკავშირებით უფრო ფართო გეგმა აქვს. “რამდენად უსუსური ხარ “ქართული ოცნება”. იმაზეც კი წახვედი, ბავშვთა ბაღის ანგელოზებიც კი გამოიყენეთ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, რომ რამენაირად გადარჩეთ, როგორ იძირები დღე და დღე, თან ისე, ხვდებით და არ გინდა მიხვდეთ. იძულებული გავხდი ...



რეფორმების მეოთხე ტალღა ქართულ მართლმსაჯულებაში – რა მოლოდინი აქვს ხელისუფლებას და მათ ოპონენტებს

News.ge 

მორიგი ტალღა, რომელმაც სასამართლო სისტემას უნდა გადაუაროს, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მორიგი ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების მიზეზი ხდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ამოქმედებული რეფორმა სასამართლო სისტემას ვერ გააუმჯობესებს, რადგან სისტემაში სახელისუფლებო გავლენები და კლანური მმართველობაა. რეფორმა ფორმალურია იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვისაც. მათი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის მთავარი პრობლემა კლანური მმართველობაა და ასეთ პირობებში... Читать дальше...

ამერიკულ ავიაკომპანიებს ერაყსა და ირანში ფრენა აუკრძალეს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ ამერიკულ ავიაკომპანიებს აუკრძალა ფრენა ერაყის, ირანის და სპარსეთის და ომანის ყურეთა საჰაერო სივრცეში. ფედერალურმა სააგენტომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 8 იანვარს, ირანმა სარაკეტო იერიშები განახორციელა ერაყის ბაზებზე მყოფი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ. ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც 3 იანვარს, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად... Читать дальше...

ირანული მედია უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ იუწყება

Radiotavisupleba.ge 

ირანში კატასტროფა განიცადა ავიაკომპანია უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავმა "ბოინგ 737"-მა, რომელშიც 180 მგზავრი  იმყოფებოდა. ინფორმაციას ირანის ნახევრადოფიციალური სააგენტო „ფარს“-ი ავრცელებს. სააგენტოს თანახმად, კატასტროფა თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ წარმოქმნილმა ტექნიკურმა პრობლემებმა გამოიწვია. სხვა ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება. რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ ამერიკულ ავიაკომპანიებს აუკრძალა ფრენა ერაყის, ირანის და სპარსეთის და ომანის ყურეთა საჰაერო სივრცეში. Читать дальше...

დონალდ ტრამპი - "ჯერჯერობით კარგად არის საქმე!"

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“ ეხმაურება ერაყში ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს: „ყველაფერი კარგად არის! რაკეტები გაშვებულია ირანისგან ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზისკენ. ახლა მიმდინარეობს მსხვერპლისა და ზიანის შეფასება. ჯერჯერობით კარგად არის საქმე! დღესდღეობით, ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი სამხედრო ძალა მსოფლიოში! ხვალ დილით გავაკეთებ განცხადებას“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - "ჩვენ არ გვსურს ესკალაცია ან ომი..."

Radiotavisupleba.ge 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა 8 იანვარს, ირანის დროით გამთენიისას, „ტვიტერზე“ დაწერა: „ირანმა მიიღო და განახორციელა პროპორციული თავდაცვითი ზომები გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად, როცა იერიში მიიტანა ბაზაზე, საიდანაც განხორციელდა ჩვენს მოქალაქეებსა და მაღალ სამხედრო პირზე ლაჩრული შეიარაღებული თავდასხმა. ჩვენ არ გვსურს ესკალაცია ან ომი, მაგრამ დავიცავთ თავს ნებისმიერი აგრესიისგან“.   8 იანვარს ირანმა ათზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ერაყში მდებარე რამდენიმე სამიზნისკენ... Читать дальше...

ირანმა იერიში მიიტანა ამერიკელ სამხედროებზე ერაყში

Radiotavisupleba.ge 

8 იანვარს ირანმა ათზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ერაყში მდებარე რამდენიმე სამიზნისკენ, რომელთა შორის სულ ცოტა ორი სამხედრო ბაზაა, რომლებზეც ამერიკელი სამხედროები და კოალიციის ძალები იმყოფებიან, იუწყება პენტაგონი. აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა ჯონათან ჰოფმანმა განაცხადა: „ნათელია, რომ ეს რაკეტები ირანიდან არის გაშვებული“. ჰოფმანისვე განცხადებით, იერიშის ქვეშ მოყვნენ სამხედრო ბაზები: აინ ალ-ასადი და ირბილი, მიმდინარეობს „იერიშით მიყენებული ზიანის პირველადი შეფასება“. „ირანის ისლამური... Читать дальше...

ერაყში სარაკეტო იერიშებზე პასუხისმგებლობა აიღო "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა"

Radiotavisupleba.ge 

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ (IRGC) აიღო პასუხისმგებლობა ამ თავდასხმაზე. ამ ინფორმაციას ავრცელებს „ასოშიეიტედ პრესი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით. IRGC აცხადებს, რომ თავდასხმები არის შურისძიება ირანის სამხედრო მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო. სოლეიმანი გასულ კვირაში აშშ-ის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა. საჰაერო იერიშები მისი დაკრძალვიდან რამდენიმე საათში განხორციელდა. ამ თავდასხმებს წინ უძღოდა მუქარა ირანის ლიდერების მხრიდან.

ერაყში განხორციელდა სარაკეტო იერიში რამდენიმე სამიზნეზე, მათ შორის ამერიკელ სამხედროებზე

Radiotavisupleba.ge 

8 იანვარს ერაყში, განხორციელდა სარაკეტო იერიში რამდენიმე სამიზნეზე, მათ შორის - საჰაერო ბაზაზე, რომელშიც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან. ამის შესახებ იუწყება „როიტერსი“ ამერიკელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით. ჯერჯერობით მიუწვდომელია ინფორმაცია სარაკეტო თავდასხმების შედეგებზე - მსხვერპლსა და ზიანზე, მათ შორის აინ ასადის საჰაერო ბაზის შესახებ, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან. არ არის ინფორმაცია თავდასხმების სხვა სამიზნეების შესახებ. „ჩვენ ინფორმირებული ვართ ერაყში აშშ-ის ობიექტებზე თავდასხმის შესახებ“... Читать дальше...

კოსოვოს პრეზიდენტმა 48 საათი მისცა არჩევნებში გამარჯვებულ „ვეტვენდოსიეს“ ლიდერს მთავრობის ფორმირებისთვის

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოს სავარაუდო პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტმა გადასწია ქვეყნის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ვადა, 48 საათი, რომლის განმავლობაშიც ჰაშიმ ტაჩი აუცილებლად მიიჩნევს, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ დაასახელოს კანდიდატურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პოსტზე.   კოსოვოში 6 ოქტომბერს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე პარტია "ვეტვენდოსიემ" დაამარცხა მემარჯვენე-ცენტრისტული ჯგუფები, რომლებიც შექმნეს კოსოვოს გათავისუფლების არმიის ყოფილმა მებრძოლებმა და რომლებიც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში. Читать дальше...



Москва

Америкой и Европой сенсационно управляет Гольфстрим. Научная сенсация!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Более 220 единиц новой медицинской техники начали использовать в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Баста

Команда Басты «СКА Ростов» проиграла все семь матчей в сезоне Медиалиги




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Серебро «Кубка МЧС России по боксу» завоевал бердчанин Владислав Ефременко

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом хочет приобрести вингера


Елена Веснина

«Мирра Андреева обладает удивительной выживаемостью» // Олимпийская чемпионка по теннису Елена Веснина об итогах женского Roland Garros



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Ролан Гаррос

Испанец Алькарас выиграл Открытый чемпионат Франции по теннису



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России