Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2020

Новости за 28.02.2020

ყაზახეთში აქტივისტები პასუხს მოითხოვენ დულათ აღადილის სხეულზე დაზიანების ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთის აქტივისტები პასუხს მოითხოვენ მას მერე, რაც გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს უფლებადამცველი აქტივისტის, დულათ აღადილის სხეულზე სისხლჩაქცევები და სხვა დაზიანებები. აღადილი პოლიციის საპატიმროში დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა ამ კვირაში. ის 17 თებერვალს დაასაფლავეს მშობლიურ სოფელში, დედაქალაქ ნურ-სულთანის მახლობლად. ვიდეო, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, გადაღებულია მას მერე, რაც ცხედარი ნათესავებს გადასცეს. აღადილი 24 თებერვალს დააკავეს და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ხელისუფლების თანახმად... Читать дальше...

საქართველოდან დიდი რაოდენობით სამედიცინო პირბადეების გაგზავნა აიკრძალა

Radiotavisupleba.ge 

„საქართველოს ფოსტა“ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 27 თებერვლიდან აკრძალულია საფოსტო გზავნილით სამედიცინო დანიშნულების ნიღბის საზღვარგარეთ გაგზავნა. „2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში... Читать дальше...

იტალიასა და ირანთან საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

Radiotavisupleba.ge 

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა. შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის... Читать дальше...



საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, რა ესიზმრება ივანიშვილს, სიზმარი კი დამოკიდებულია, ტკბილ ბულგარულ წიწაკას შეჭამს თუ მწარე ქართულ წიწაკას

News.ge 

საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი და ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, როგორი სიზმარი ესზიმრება მას. სიზმარი კი დამოკიდებულია იმაზე, ტკბილ ბულგარულ წიწაკას შეჭამს თუ მწარე ქართულ წიწაკას, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მოლაპარაკებებს. გოცირიძის თქმით, ხელისუფლების ტაქტიკა დღემდე არის დროის გაწელვა და შემდეგ ამ ...

ევროპაბეთის მსგავსად 1-ლი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე რეკლამას ჩამოხსნის

News.ge 

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს – 1-ლი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარერეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია. შეგახსენებთ, რომ პირველად საქართველოში გარე რეკლამა „ევროპაბეთმა“ ჩამოხსნა, როდესაც 2019 წლის ბოლოს პასუხისმგებლიანი თამაშის, responsible.ge-ს პროექტის შესახებ დააანონსა. „ევროპაბეთის“ მიერ ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე ჩამოხსნილია ყველა გარე ბანერი, ხოლო სხვა მედიასაშუალებებში რეკლამის ...

გამყრელიძე: სასურველია, იტალიიდან ჩამოსული მოქალაქეები 14 დღე თვითიზოლაციაში დარჩნენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე იმ ადამიანებს, რომლებიც ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებიდან ჩამოდიან და ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ, 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციას ურჩევს. ამ ქვეყნების რიგში ამირან გამყრელიძემ გამოყო იტალია: „თუ საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ და ისინი არიან ისტორიით ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობისა, ეძლევათ რეკომენდაცია, რომ იყვნენ თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში. თუ თვითიზოლაციის პერიოდში ვინმეს ეწყება სიმპტომები... Читать дальше...

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა. სემეკის ცნობით, სადავო საკითხების უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა. კომისიის მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ჩამოწერილი თანხების ჯამმა 21 118 ლარი შეადგინა. „საჯარო სხდომაზე განხილული საჩივრები კომუნალური მომსახურების... Читать дальше...

იზოლაციაში: რას ყვებიან საქართველოში კარანტინში მყოფები?

Radiotavisupleba.ge 

ირანიდან თბილისში დაბრუნებული კავკასიის უნივერსიტეტის 15 ადამიანისგან შემდგარი დელეგაციის 5 წევრი კარანტინის 14 დღეს აბასთუმანში გაატარებს. 10 კი, ვისაც საკუთარ სახლებში მარტო დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდა, 2 კვირა თვითიზოლაციაში იქნება. თვითიზოლაციაში ყოფნას ურჩევს დაავადებათა  კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსის გავრცელების მხრივ რისკის ზონის ქვეყნებში იმოგზაურა. კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებისათვის კი დღეს, 28 თებერვალს, მათი კარანტინში ყოფნის პირველი დღეა. Читать дальше...



"ქართულ ოცნებაში" ზვიად კუპრავაზე თავდასხმაში ყოფილი მმართველი პარტიის კვალს ხედავენ

Radiotavisupleba.ge 

„თუ ვინმეს აწყობს გამოუსადეგარი ზვიად კუპრავას ცემა, ეს არის სწორედ ის პარტია, ვისაც ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი წარმოადგენს“, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ ირმა ნადირაშვილს, რომელმაც ხელისუფლება დაადანაშაულა „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავაზე თავდასხმაში. „ეს ადამიანი ხელს იშვერს იმ ხელისუფლებისკენ, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკა აქვს, ვიდრე მის პარტიას ჰქონდა. თუ ვინმეს აწყობდა დღეს ასეთი განცხადებების გაკეთება და... Читать дальше...

ბელარუსში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დარეგისტრირდა მას შემდეგ, რაც COVID-19 ვირუსი ირანელ სტუდენტს დაუდგინდა. გაირკვა, რომ ირანის მოქალაქე ბელარუსში 22 თებერვალს ჩავიდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტის მდგომარეობა „დამაკმაყოფილებელია“ და იგი მინსკის ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოშია მოთავსებული. ბელარუსის გარდა, კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ასევე მეზობელ ლიეტუვაში. იქ პოზიტიური შედეგი დაუდგინეს ქალს, რომელიც იტალიის... Читать дальше...

აზერბაიჯანში გამოვლინდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანში რუსეთის მოქალაქეს კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზი დაუდასტურდა. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო „ინტერფაქსი“. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, ეს არის აზერბაიჯანში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა. პაციენტი განთავსებულია ინფექციური საავადმყოფოს სპეციალური რეჟიმის ბლოკში. სავარაუდოდ, დაავადებული აზერბაიჯანში ირანიდან ჩავიდა.

თენგიზ ცერცვაძე: პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სიმპტომები არ ჰქონდა

Radiotavisupleba.ge 

„პაციენტი, რომელსაც კოროვანირუსული ინფექცია გამოუვლინდა, 31 წლის ქალია, ის ქართველი ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, იმ ქალაქებში, სადაც არ არის მაღალი ეპიდემიის რისკი, მაგრამ, როგორც ჩანს, იტალიაში ყველა ადგილი უკვე სახიფათო ხდება“, - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. მისი სიტყვებით, ქალს არავითარი ჩივილი არ აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, თუმცა მასთან ახალი კორონავირუსი ლაბორატორიულად დადასტურებულია. Читать дальше...

პირი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქუთაისის აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა

News.ge 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოვიდა. გამყრელიძის ინფორმაციით, მას ვირუსის სიმპტომების გამოვლენა საქართველოში ჩამოსვლის მეორე დღეს დაეწყო. „შემოსვლის შემდეგ იყო უსიმპტომო. ინტენსიურად მიმდინარეობს კონტაქტების ძიება. შემოსვლიდან მეორე დღეს დაეწყო სიმპტომები და მან თვითდინებით მიმართა... Читать дальше...

ქონების მართვის სააგენტო ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობას საპრივატიზაციოდ ამზადებს

Radiotavisupleba.ge 

ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობა, რომელიც თბილისში, ინგოროყვას N8-ში მდებარეობს, ავარიულ მდგომარეობაშია. შენობას ბზარები და ნაპრალები ყოველდღიურად ემატება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისში, ინგოროყვას ქ. N8-ში მდებარე 981 კვ.მ უძრავი ქონება, რომელშიც ენათმეცნიერების ინსტიტუტი არის განთავსებული, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. ამ ეტაპზე სააგენტო განიხილავს აღნიშნული ინსტიტუტისთვის ალტერნატიული საოფისე ფართის მოძიების საკითხს, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება უძრავი ქონების საპრივატიზებოდ მომზადება.

პუტინის უმცროსი ქალიშვილი სათავეში ჩაუდგა მოსკოვის ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის უმცროსი ქალიშვილი, კატერინა ტიხონოვა, სათავეში ჩაუდგა ლომონოსოვის უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის პრობლემების შემსწავლელ ინსტიტუტს. „ვედომოსტის“ თანახმად, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის მიერ გაკეთებულ პრეზენტაციის ასლს იმოწმებს, სამეცნიერო საბჭოს სხდომა გამართულა 20 იანვარს, მაგრამ ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.   პრეზენტაციაში ნათქვამია, რომ ინსტიტუტს უხელმძღვანელებს „კ. ვ. ტიხონოვა“. გაზეთ „ვედომოსტის“ თანამოსაუბრეებმა დაუდასტურეს, რომ საუბარია... Читать дальше...

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად იზრდება კრიზისი საფინანსო ბაზრებზე

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიის ზრდასთან ერთად იზრდება კრიზისი საფინანსო ბაზრებზე. ხუთშაბათს უოლ სტრიტმა უზარმაზარი დანაკარგი განიცადა. Dow Jones-ი 1200 პუნქტით, ანუ 4,4%-ით დაეცა, რაც ამ საფინანსო ინდექსის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ვარდნაა ერთი დღის განმავლობაში. S&P 500 დაეცა 4,4%-ით, Nasdaq-ი კი - 4.6%-ით. მანამდე სერიოზული ვარდნა შეინიშნებოდა ევროპისა და აზიის საფინანსო ბაზრებზე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საფინანსო ინდექსები 10%-ზე მეტით დაეცა მათ უკანასკნელ უმაღლეს მაჩვენებელთან შედარებით. Читать дальше...

საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების მეორე შემთხვევა

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა. "გუშინ გვიან ღამით ჩვენ გვქონდა დადასტურებული შემთხვევა, მე თავი შევიკავე განცხადებისგან გუშინ გვიან, რამეთუ მინდოდა აუცილებლად რომ დილას კიდევ გადამემოწმებინა ეს სხვა რეაგენტებით. და როცა დავრწმუნდით, რომ ნამდვილად იყო მკაცრად დადებითი, დღეს ვაკეთებთ ამ განცხადებას და შესაბამისად ამ ადამიანთან ვაფიქსირებ... Читать дальше...

ჭოპორტში დედისა და დის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

Radiotavisupleba.ge 

შსს-მ ჭოპორტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული მამაკაცი დუშეთში დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფისა და დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა დედას - 1957 წელს დაბადებულ ც.ქ.-ს და დას - 1977 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე ქალი გარდაიცვალა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - სანადირო თოფი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

კოსოვომ ნაწილობრივ გააუქმა საბაჟო გადასახადი სერბულ იმპორტზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სპეციალურმა წამომადგენელმა სერბეთსა და კოსოვოში, განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ უჭერს მხარს კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილებას სერბეთიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო გადასახადის დროებითი და ნაწილობრივი გაუქმების შესახებ. ელჩმა რიჩარდ გრანელმა, რომელიც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აპარატში სადაზვერვო უწყებას ჩაუდგა სათავეში, კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილებას უწოდა ნახევარზომა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი საბაჟო მოსაკრებლის სრულად გაუქმებას უჭერს მხარს.   ვაშინგტონისგან განსხვავებით... Читать дальше...


Музыкальные новости
Булат Окуджава

Музыка и стихи: концерт к 100-летию со дня рождения Булата Окуджавы состоится в Троицке





Rss.plus
Азербайджан

Eurasianet: Азербайджан публично и цинично уничтожает армянское культурное и историческое наследие в Нагорном Карабахе




Медали и экипировку VIII Игр «Дети Азии» презентовали в Москве ????????????

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»

Град и ливень обрушились на Московскую область после жарких дней

На Камчатке фильм «Огненный лис» показали детям в трудной жизненной ситуации




TI - ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს

Radiotavisupleba.ge 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ, 2017 წლის ბოლოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება საეჭვო გარემოებებში დააგროვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, ორ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრამდე პერიოდში ალექსანდრე ჭიკაიძემ და მისმა მეუღლემ შეიძინეს 278,766 ლარის ღირებულების უძრავი ქონება - 224.72 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და 216. Читать дальше...

თეა წულუკიანი: რუსეთი უსაფუძვლო არგუმენტით აჭიანურებს 10 მილიონი ევროს გადახდას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სრულიად უსაფუძვლო უწოდა რუსეთის არგუმენტს, რომლის გამოყენებითაც ის ცდილობს გააჭიანუროს დეპორტაციისას დაზარალებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდა. „ჩვენ გვახსოვს, რომ რუსეთთან ეგრეთ წოდებული დეპორტირების საქმეზე დავიწყეთ დავა იქიდან, რომ რუსეთი ამბობდა, რომ საერთოდ, დეპორტაციას და კოლექტიურ გამოძევებას ჩვენი მოქალაქეების, ადგილი არ ჰქონია და არც უკანონო პატიმრობები ყოფილა სახეზეო“, - უთხრა დღეს, 28 თებერვალს ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა. Читать дальше...

DRI რადიო თავისუფლების ცხინვალელი კორესპონდენტის დევნას ეხმაურება

Radiotavisupleba.ge 

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის „ეხო კავკაზას“ ცხინვალელი კორესპონდენტის ირინა ქელეხსაევას მიმართ ზეწოლის ფაქტებს ეხმაურება. ორგანიზაციის თანახმად, გრძელდება ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა, რაც დაკავშირებულია „ეხოს კავკაზას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსთან. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მოსაზრებით, ქელეხსაევას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება შესაძლოა, „ეხო კავკაზას“ უკავშირდებოდეს... Читать дальше...

პანთეონის დირექტორი მაყვალა მრევლიშვილის საფლავის დაზიანებაზე კომენტარს აკეთებს

Radiotavisupleba.ge 

სოციალურ ქსელში გავრცელდა მწერალ მაყვალა მრევლიშვილის საფლავის ფოტო, რომელზედაც ჩანს, რომ საფლავის ქვა დამტვრეულია. დიდუბის პანთეონის დირექტორი ბადრი ქუთათელაძე აცხადებს, რომ დაზიანება ვანდალიზმის შედეგი არ არის. მისი თქმით, საფლავის ქვა დროთა განმავლობაში დაიმტვრა. „კარგა ხანია ასეთ დღეშია. იგივე მდგომარეობაშია ბევრი სხვა საფლავიც, მაგალითად, გაბრიელ ჯაბუშანურის, მოსე თოიძის და სხვების. თბილისის მერია დაგვპირდა, რომ წელს შეაკეთებს როგორც საფლავებს, ასევე კარიბჭეს და გზებსაც“, - ამბობს ბადრი ქუთათელაძე. Читать дальше...

ნადირაშვილი კუპრავაზე თავდასხმის შესახებ: არ შეიძლება „ტიტუშკებს“ აცემინო ის, ვინც არ მოგწონს

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ზვიად კუპრავაზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფა გამოხატულებაა იმისა, როგორ ექცევა ხელისუფლება მოქალაქეებს, რომლებიც ისე არ ფიქრობენ, როგორც მისი პარტიის წევრები: „ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ ექცევა ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს, ადამიანებს, ვინც არ აზროვნებს და საუბრობს ისე, როგორც, მაგალითად, მამუკა მდინარაძე ან დაჩი ბერაია, ადამიანებს, ვიზეც თვლიან, რომ ის პრობლემას უქმნის „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ვნახეთ, რომ ზვიად... Читать дальше...

პოლიცია ეძებს პირს, რომელმაც სასიკვდილოდ დაჭრა დედა და და

Radiotavisupleba.ge 

ჭოპორტში მამაკაცმა დედა და და, სავარაუდოდ, საკუთარ სახლში სანადირო თოფით სასიკვდილოდ დაჭრა. შსს-ს ინფორმაციით, ორივე ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრებისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა ა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით დაიწყო. შსს-ს ცნობით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილია და მის... Читать дальше...



Москва

Анастасия Уколова, Елизавета Базыкина и Никита Кологривый продолжают съемки сериала «Комбинация»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Проект "Давай друЖИТЬ" помогает исполнять заветные мечты детей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Михаил Кутушов

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025

Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве


Надежда Петрова

Теннисистка Петрова: Хачанов совершил недопустимую ошибку на "Ролан Гаррос"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Собянин поздравил победителей городского конкурса в сфере культуры и искусства



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России