Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2020

Новости за 14.08.2020

ლუკაშენკა: „ჯერ ცოცხალი ვარ და არ ვარ საზღვარგარეთ“

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, პარასკევს გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს და უარყო ხმები, თითქოს ქვეყანა დატოვა. „დასაწყისისთვის ვიტყვი, რომ ჯერ ცოცხალი ვარ და არ ვარ საზღვაგარეთ, როგორც ამას ზოგიერთი ჩვენი ზოგიერთი "ინფორმირებული" პირი ავრცელებს, თითქოს პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა და საზღვარგარეთ იმყოფება“, - ამ სიტყვებით დაიწყო ლუკაშენკამ პარასკევს გამართული სამთავრობო შეხვედრა, რომელიც, როგორც ოფიციალური სააგენტო „ბელტა“ იუწყება, მშენებლობის პროცესებს მიეძღვნა. Читать дальше...



ომბუდსმენი: შაქარაშვილის საქმეში შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველი  მიიჩნევს, რომ დაცვის მხარისათვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების პროცესში შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება. განცხადებაში, რომელსაც ომბუდსმენი "ფეისბუკის" გვერდზე აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ   საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა უფლებამოსილია, პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, რომ მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები. თუმცა, ამ უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოხდეს... Читать дальше...

ანქვაბს საპროტესტო აქციებით დაემუქრნენ გალელ ქართველებზე განცხადების გამო

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას საპროტესტო აქციებით დაემუქრა ადგილობრივ ვეტერანთა გაერთიანება „არუაა“. მისი უკმაყოფილება მოჰყვა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბის განცხადებას, რომ აფხაზეთში, მათ შორის, გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც აფხაზების წინააღმდეგ არ იბრძოდნენ, საკუთარ მოქალაქეებად მიიჩნევენ. „არუაა“ ცინიზმად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ანქვაბის განცხადება წინ უძღოდა „აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის დაწყებიდან 28-ე წლისთავს“. ვეტერანთა გაერთიანების განცხადებით, ანქვაბს შესანიშნავად ესმის... Читать дальше...

ავღანეთის ხელისუფლებამ დაიწყო პატიმრობაში დარჩენილი 400 თალიბის გათავისუფლების პროცესი

Radiotavisupleba.ge 

14 აგვისტოს ავღანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაიწყო პატიმრობაში მყოფი თალიბების ბოლო, 400-კაციანი ჯგუფის, გათავისუფლების პროცესი, რამაც გზა უნდა გაუხსნას სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესს ქაბულსა და თალიბანს შორის. ავღანეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ დაადასტურა, რომ 13 აგვისტოს საპატიმროები უკვე დატოვა 80-მა თალიბმა მებრძოლმა. ავღანეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ საპატიმროებში დარჩენილი თალიბების გათავისუფლება ხელს შეუწყობს ცეცხლის შეწყვეტას მთელი ქვეყნის მასშტაბით და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას დაპირისპირებულ მხარეებს შორის. Читать дальше...

გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია ქვეყანაში და ორივე უფრო დაზიანებულ რეგიონში, მესტიასა და ყაზბეგში, მართვადია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია და მათ შორის ორ შედარებით დაზიანებულ რეგიონში, მესტიასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, კონტროლს ექვემდებარება. რაც შეეხება გასული დღე-ღამის სტატისტიკას, ამირან გამყრელიძის თანახმად, 23 ახალი შემთხვევიდან ე.წ. ლენჯერის კლასტერს 6 შემთხვევა უკავშირდება, ხოლო 11 არის ინფიცირებულებთან კონტაქტი, რომელთა შორის ძირითადად ყაზბეგთან დაკავშირებული კონტაქტებია. ამირან გამყრელიძის თანახმად... Читать дальше...



ევროპარლამენტის თავმჯდომარე: ბელარუსის ხელისუფლების ძალადობა საკუთარ ხალხზე იმსახურებს სანქციებს

Radiotavisupleba.ge 

ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე, დავიდ სასოლი, მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლება შეწყვიტოს ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც არჩევნების შედეგების გადახედვისა და ცვლილებების მოთხოვნით გამოდიან ქუჩებში. „სამართალდამცველი ორგანოები მიერ უხეში ძალის გამოყენებას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რასაც ახლავს ადამიანების დაღუპვა და დაშავება, -საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, აუცილებლად მოჰყვება შედეგები, მათ შორის მიზანმიმართული სანქციების სახით“, - ნათქვამია ევროპის პარლამენტის თავმჯდომარის საიტზე გამოქვეყნებულ მიმართვაში. Читать дальше...

“პოლიტიკური პატიმარი არ ნიშნავს, რომ ადამიანი არის უდანაშაულო"

Radiotavisupleba.ge 

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აკვირდება საერთო სასამართლოებში სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მიმდინარეობას. ორგანიზაციის ყურადღების ქვეშ მოექცა 20 საქმე, რომელთა ნაწილის განხილვა ჯერაც დაუსრულებელია, მათ შორის, იმ პირების მიმართ, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა.

კახეთში მოიპარეს მიუსაფარი ძაღლებისთვის ნაყიდი სახლები

Radiotavisupleba.ge 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანთან მდებარე უღელტეხილზე მიუსაფარი ძაღლებისთვის განთავსებული ხის სახლების ნაწილი მოიპარეს. ლაგოდეხის მერის მოადგილემ ზურაბ ჯაფარიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოპარულია სამი სახლი. მერიამ მომხდარი ფაქტი აცნობა პოლიციას, რომელმაც გამოძიება დაიწყო. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუსაფარი ცხოველებისთვის ხის 14 სახლი 2019 წელს შეიძინა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაიხადა დაახლოებით 4500 ლარი. სახლები დადგეს ბაისუბნის მახლობლად, სადაც ბევრი მიუსაფარი ძაღლი იკრიბება.

კლასში მოსწავლისთვის პირბადის ტარება სავალებულო არ იქნება

Radiotavisupleba.ge 

15 სექტემბრიდან სკოლებში სასწავლო წესები განსხვავებული წესებით დაიწყება. კორონავირუსის პრევენციისთვის წესდება სანიტარული ნორმები და სკოლაში გადაადგილების წესები. წესები, რომელიც სკოლებში უნდა მოქმედებდეს: მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა; შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა; პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა; სველი წერტილების... Читать дальше...

კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევიდან 6-ის წყაროა ლენჯერი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 23 დადასტურებული შემთხვევიდან 6-ის წყარო მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლენჯერია, - აღნიშნული ინფორმაცია მედიას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა. მისი თქმით, დანარჩენი 11 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, 2 შემოტანილი, ე.წ იმპორტირებული შემთხვევაა და ორივე შემთხვევა სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 სამედიცინო პერსონალია და 3 პაციენტის წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია... Читать дальше...

სახალხო დამცველი დაუშვებლად მიიჩნევს უკრაინის მოქალაქის რუსეთისთვის გადაცემას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს მიმართა, რუსეთს არ გადასცეს უკრაინის მოქალაქე ვადიმ ალტმანი. სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებსაიტზე 13 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ნინო ლომჯარიამ ირაკლი შოთაძეს ამ წინადადებით ჯერ კიდევ 3 აგვისტოს მიმართა. სახალხო დამცველის განცხადებით, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ვადიმ ალტმანი რუსეთ-უკრაინის შეირაღებული კონფლიქტის დროს მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობაში, არის „ომის... Читать дальше...

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევაა

Radiotavisupleba.ge 

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1306-მდე გაიზარდა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 14 აგვისტოს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 17 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1085. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი. 14 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 7597 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 261.

საქართველოს საზღვრის დარღვევისთვის 4 უცხოელი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის. შსს-ს ინფორმაციით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“. შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული დაკავებულები სომხეთის მოქალაქეები არიან, თუ რომელიმე სხვა ქვეყნის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთა 4-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება. Читать дальше...

28 წელი გავიდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან

Radiotavisupleba.ge 

28 წლის წინ აფხაზეთში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და სხვადასხვა მონაცემით, ორივე მხრიდან იმსხვერპლა 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე. დევნილად იქცა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან... Читать дальше...

ბელარუსის ხელისუფლებამ დაიწყო დაკავებულთა გათავისუფლება

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის შსს-მ დაიწყო საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება მინსკის და მის მახლობლად მდებარე ქალაქ ჟოდინოს იზოლატორებიდან. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელარუსიული სამსახური იუწყება. ჟოდინოს იზოლატორთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც გათავისუფლებულებს სთავაზობდნენ საკუთარი ავტომანქანებით სახლებში წაყვანას. იზოლატორებიდან გათავისუფლებულები, რომელთა შორის მრავლად არიან ქალები, ჟურნალისტებს უამბობენ, ცემის, არაადამიანური მოპყრობის, აბუჩად აგდების და მუქარის შესახებ.   ... Читать дальше...

ისრაელისთვის საქართველო "მწვანე ქვეყანაა"

Radiotavisupleba.ge 

ისრაელმა კორონავირუსის პანდემიის გამო დადგენილი „მწვანე ზონის“ ქვეყნად საქართველოც გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს იზოლაციაში ყოფნა არ მოუწევთ. გამოცემა Globes-ი წერს, რომ ისრაელის მთავრობა „მწვანე ზონას“ ადგენს ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით და სიას ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადახედავს. ამ ეტაპზე ისრაელის მიერ „მწვანე ქვეყნებად" გამოცხადებულია: ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია... Читать дальше...

აფხაზეთის კონფლიქტიდან 25 წლის შემდეგ მოძიებული 13 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცემა

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 14 აგვისტოს ოჯახებს გადასცემენ 1992-1993 წლებში, აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული და წლების შემდეგ მოძიებული 13 ადამიანის ნეშტს. მათი იდენტიფიცრების შესახებ 13 აგვისტოს განაცხადა „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა“. 13 ადამიანის ნეშტი 2017-2018 წლებში მოიძიეს სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირესა და მცხეთის რაიონში. „წითელი ჯვრის“ ინფორმაციით, იდენტიფიცირება განხორციელდა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მრავალდარგობრივი მეცნიერული პროცესის შედეგად. ოჯახებს ნეშტებს გადასცემენ... Читать дальше...



Москва

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Проект "Давай друЖИТЬ" помогает исполнять заветные мечты детей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Певица

Певица Орлова рассказала о процессе лечения Заворотнюк и врачебной тайне




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025


Елена Рыбакина

Прямая трансляция матча Елены Рыбакиной против экс-первой ракетки мира на «Ролан Гаррос»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Киев

Зеленский: после «заморозки» конфликт опять вспыхнет



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России