Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2020

Новости за 08.10.2020

დროებით დაკეტეს გორის მე-3 საჯარო სკოლა

Radiotavisupleba.ge 

ეპიდემიოლოგებმა გორის მე-3 საჯარო სკოლის დროებითი დაიკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის მიზეზი COVID-ინფიცირებული მოსწავლის ძმა გახდა, რომელიც დღეს სკოლაში გამოცხადდა. სკოლის ადმინისტრაციამ ფაქტის შესახებ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს აცნობა. ერთობლივი გადაწყვიტილებით, სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. „შაბათს ჩვენი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. დღეს კი სკოლაში მისი ძმა მოვიდა, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო. როდესაც ვიკითხეთ, თუ რატომ მოვიდა ეს ბავშვი, გვითხრეს, რომ მშობელმა გამოუშვა.

ივანიშვილის განცხადება: ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი რიგ შემთხვევებში 63%-საც კი აჭარბებს

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 31 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ის აფასებს წინასაარჩევნო პროცესში ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებს და ასახელებს, მისი მონაცემებით, როგორია მმართველი პარტიის“ რეიტინგი. „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია სამი კვირა. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიამ ჩაიაროს მშვიდ გარემოში, თავსმოხვეული აგრესიისა და მღელვარების გარეშე. მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას... Читать дальше...

დაღესტანში აფეთქდა რაკეტა, შესაძლოა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის რაიონიდან

Radiotavisupleba.ge 

დაღესტნის აგულის რაიონში უცნობი ჭურვის ნამსხვრევები იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ეს იყოს მთიანი ყარაბაღის საბრძოლო მოქმედებების ზონიდან  გასროლილი რაკეტა. სოფელ ჩირაგის მოსახლეებმა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გაიგონეს აფეთქების ხმა, გუშინ კი მწყემსმა აღმოაჩინა მისი ადგილსამყოფელი - 15-20 მეტრის დიამეტრის კრატერი და სავარაუდო ჭურვის ნამსხვრევები, აცხადებენ რაიონის ადმინისტრაციაში. შემთხვევის ადგილი მოინახულეს რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროსა და ფსბ-ს წარმომადგენლებმა და ნამსხვრევები თან წაიღეს. Читать дальше...



ირაკლი აბესაძე: „სამხედრო ვერტმფრენი დააჯახეს ავტობუსს" 

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოდან" ირაკლი აბესაძე „ფეისბუკზე" წერს, რომ „სამხედრო ვერტმფრენი დააჯახეს ავტობუსს". დეპუტატი შემთხვევის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს. რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ თბილისში (ისანი-სამგორი) მოხდა და სამართალდამრღვევი მძღოლი დაჯარიმებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. პრესცენტრში არ აზუსტებენ ავტობუსის მძღოლი დააჯარიმეს თუ სატვირთო მანქანის, რომელზეც განთავსებული იყო ტექნიკა.

სამხედრო დრონები საქართველოში - რა (არ) ვიცით მათზე

Radiotavisupleba.ge 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირების არეალიდან ასეულობით კილომეტრის მოშორებით, აღმოსავლეთ საქართველოს საჰაერო სივრცეში აფეთქდა ორი, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატი - ე.წ. დრონი. ერთის ნაწილები აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს სოფელ უდაბნოს მიმდებარედ იპოვეს, მეორე კიდევ უფრო შორს - ყვარლის მუნიციპალიტეტში. 7 ოქტობმრის საღამოს, დაახლოებით 18:30 საათზე, სოფელ კუჭატანის მცხოვრებმა თემურ კანდელაკმა ჯერ გრუხუნის ხმა გაიგო, შემდეგ - აფეთქების. Читать дальше...

ივერი მელაშვილის საქმის პროკურორი ვერ ასახელებს სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მოტივს 

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. სასამართლო პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძე ვერ დაასახელა ბრალდებულების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მოტივი. პროკურორის თქმით, ოფიციალურად წარედგინა ბრალდება ორ პირს. სასამართლოზე ბრალდების მხარე წარადგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. რაც შეეხება საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს... Читать дальше...

„ქართული სპორტის ქომაგებმა“ საქართველოს ნაკრები მოედანზე ოვაციებით შეაცილეს

Radiotavisupleba.ge 

„ქართული სპორტის ქომაგები“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს „დინამოარენის“ შესასვლელთან პეტარდებით დახვდნენ. 20:00 საათზე დაიწყება მატჩი, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები ბელარუსის ნაკრებს უმასპინძლებენ. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები  ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ფინალის საგზურს მოიპოვებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო, საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლების გარეშე გაიმართება.

ტრამპი უარს ამბობს ბაიდენთან ონლაინ დებატებში მონაწილეობაზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა თავის დემოკრატ მეტოქესთან, ჯო ბაიდენთან ონლაინ დებატებში მონაწილეობაზე. Fox Business-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ ამაზე დროს არ დახარჯავს. მან ასევე თქვა, რომ, მისი აზრით, პირველ დებატებში დაამარცხა ბაიდენი და აღარ აპირებდა მეორეჯერ მის დამარცხებას. მანამდე დებატების ჩატარების კომიტეტმა განაცხადა, რომ დებატების ვირტუალურ ფორმატში გამართვას აპირებს. მაყურებლები და მოდერატორი მაიამიში უნდა ყოფილიყვნენ, საპრეზიდენტო კანდიდატები კი - ონლაინ. Читать дальше...



ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ხვალ თბილისში ჩამოდის

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ხვალ საქართველოში ბრუნდება. "ფეისბუკზე" გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, იგი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. „თბილისო, ჩამოვდივარ შენს სანახავად, ხვალ 17:50-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიქნები", - წერს მუხთარლი და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე სახის დაბრკოლება არ შეექმნება. აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა... Читать дальше...

ნოროვირუსი - სპეციალისტები გორში ვირუსული ინფექციის დასრულებაზე საუბრობენ

Radiotavisupleba.ge 

ხუთშაბათს გორელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ მოზარდების ინტოქსიკაცია ვირუსული ინფექციით იყო გამოწვეული. ნოროვირუსი ვირუსოლოგიური კვლევის შედეგებმა დაადასტურა.

2019 წელს 15-მა დეპუტატმა ბიუჯეტის ფულით 50 000 კმ-ზე მეტი გაიარა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის მიუხედავად, დეპუტატების საწვავის ხარჯები მხოლოდ 14 პროცენტით შემცირდა - ეს არის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევის ერთ-ერთი მიგნებაა. ორგანიზაციამ 2018-2020 წლებში პარლამენტის მიერ მოხმარებული საწვავის ხარჯები დათვალა. კვლევის მიხედვით: პარლამენტის სახელზე რიცხული 98 მანქანიდან 50-ს პარლამენტის დეპუტატები მოიხმარენ; 2019 წელს ყველაზე მეტი საწვავი ილია ნაკაშიძემ (7 791 ლიტრი), ირაკლი კოვზანაძემ (7 197 ლიტრი), აკაკი ზოიძემ (7 071 ლიტრი)... Читать дальше...

რუსეთში მძლავრი აფეთქებები მოხდა საბრძოლო მასალების საწყობებში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ქალაქ რიაზანის მახლობლად საბრძოლო მასალების საწყობებში მოხდა აფეთქებები, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. ერთი ადამიანი სარეანიმაციო განყოფილებაშია. დაზიანდა 20-ზე მეტი ნაგებობა. აფეთქებების შედეგების სალიკვიდაციოდ მუშაობს ათას ხუთასი ადამიანი და 400-მდე ერთეული ტექნიკა. რეგიონიდან ორი ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული 10 კილომეტრის რადიუსში მდებარე 14 დასახლებული პუნქტიდან. დაახლოებით ამდენმა ადამიანმა დატოვა რაიონი საკუთარი ინიციატივით. ზოგიერთ სკოლაში ბავშვები ვადამდე გაუშვეს არდადეგებზე. Читать дальше...

კობახიძის თქმით, ელჩმა გიგიაძემ უხეშად დაარღვია დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ეხმაურება დანიაში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის განცხადებას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის დაკავებაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტის დარღვევაზე მიუთითებს.  „როდესაც ელჩი ასეთ განცხადებას აკეთებს, მინიმუმ მისი მხრიდან გადამოწმებული უნდა იყოს ფაქტები და მეორე - კომუნიკაცია უნდა შედგეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. Читать дальше...

აშშ-ის საელჩო საქართველოში შეშფოთებას გამოხატავს ჟენევის 51-ე რაუნდის ჩაშლის გამო

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში იზიარებს საქართველოს შეშფოთებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 6-7 ოქტომბრის რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით, რაც, განცხადების თანახმად, "ერთი მონაწილის არდასწრების"  გადაწყვეტილებით იყო გამოწვეული. განცხადებაში, კერძოდ აღნიშნულია, რომ ამერიკული დელეგაცია სრულად იყო მზად დასწრებოდა ამ კვირის მოლაპარაკებებს ჟენევაში, ისევე როგორც სექტემბერში ჩანიშნულ მოლაპარაკებებს, რომელიც იმავე მონაწილის მიერ გაუქმდა: „მადლობას ვუხდით მასპინძლობაში ჩართულ ყველა მონაწილეს... Читать дальше...

უკრაინამ და ბრიტანეთმა პარტნიორობისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა 8 ოქტომბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას პოლიტიკური თანამშრომლობის, თავისუფალი ვაჭრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ამის თაობაზე განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ. „ეს-ეს არის, შედგა ისტორიული შეთანხმების ხელმოწერა თავისუფალი ვაჭრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის,“ განაცხადა კულებამ ფეისბუკში გამოქვეყნებულ ვიდეოში. შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსიკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. Читать дальше...

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები შეშფოთებას იწვევს

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდის გამო ევროპაში მედიკოსები საგანგაშო მდგომარეობაში არიან. მთავრობები ცდილობენ შემოიღონ ამკრძალავი ზომები, რომლებიც ამავე დროს არ გამოიწვევს ეკონომიკის დიდი ნაწილის კვლავ დახურვას. უკრაინაში, რომლის მოსახლეობა 42 მილიონამდეა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა გასული თვის განმავლობაში და 244734-ს მიაღწია. გარდაცვლილია 4690 ადამიანი. საავადმყოფოებში იმყოფება 20 ათასზე მეტი პაციენტი. უკრაინაში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში... Читать дальше...

შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - ვინ რას დაამტკიცებს

Radiotavisupleba.ge 

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. 8 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, შესავალი სიტყვა ბრალდების მხარემ თქვა. ამ სიტყვაში, პროკურატურა შეეცადა დაესაბუთებინა, რომ გიორგი შაქარაშვილი, 19 ივნისის ღამეს, სწორედ იმ ხუთმა ბრალდებულმა მოკლა, რომლებიც დღეს განსასჯელის სკამზე სხედან. პროკურორი დავით ყაზარაშვილი დარწმუნებულია, რომ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა მკვლელობის სურათის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა: „რა თქმა უნდა... Читать дальше...

ლუიზა გლუკს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში გადაეცა

News.ge 

8 ოქტომბერს, ლიტერატურის დარგში 2020 წლის ნობელის ლაურეატი გამოვლინდა: ამერიკელი პოეტი ლუიზა გლუკი. ამით ის პირველი ამერიკელი ავტორი გახდა, რომელსაც ბოლო 27 წლის განმავლობაში ნობელი გადაეცა და მე-16 ქალი, ვინც ლიტერატურის დარგში დაჯილდოვდა. “ის განეკუთვნება თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის გამოჩენილ ლირიკოსთა რიცხვს. მის პოეზიაში ბევრი იუმორი და გონებამახვილობაა,” აცხადებს ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე ანდერს უოლსონი. ნობელის პრემია ...

მწვანე ალტერნატივა: საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენება უკანონოა

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" განცხადებით, თბილისის მერიის ქმედებები ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი პარკის აშენების პროცესის საწყის ეტაპზევე ზღუდავს საქართველოს მოქალაქეებისათვის კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო სივრცით სარგებლობისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებებს, ეწინააღმდეგება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებსა და ეროვნულ კანონმდებლობას. მათი განცხადების მიხედვით, თბილისის მერიამ უკვე დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები... Читать дальше...


Музыкальные новости
Виктор Тепляков

Депутат ЗСК Виктор Тепляков провёл комиссионный осмотр гимназии №15 в Сочи





Rss.plus
США

США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!




Порядка 80 юных и взрослых яхтсменов соревновались в Бердском заливе

Уровень безопасности дорожного движения повысили на участке Калужского шоссе в ТиНАО

Схииеромонах Вит умер в Забайкалье

Полицейские нашли килограмм амфетамина в квартире в Королеве




„თუთარჩელას“ 11 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის პოპულარული ქალთა ანსამბლის, „თუთარჩელას“, 11 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ანსამბლის დანარჩენი 21 წევრი, მათ შორის ხელმძღვანელი თვითიზოლაციაშია გადასული. ახალგაზრდული ანსამბლის ხელმძღვანელმა თამარ ბუაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ერთ-ერთი წევრი გუნდს 3 ოქტომბერს შეუერთდა - მას შემდეგ, რაც, დაახლოებით, 10 დღის განმავლობაში გრიპის სიმპტომებით მკურნალობდა, თუმცა ბოლოს გაკეთებული  ტესტით covid-19 დაუდასტურდა. „მომღერალმა, თავად ექიმმა,  შემატყობინა, რომ სიცხე ჰქონდა და სადაც მუშაობს... Читать дальше...

რუსეთის პატრიარქი კირილე კარანტინშია

News.ge 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარი, პატრიარქი კირილე კარანტინშია მას მერე, რაც კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი. ეკლესიის ვებგვერდზე 8 ოქტომბერს გავრცელდა კირილეს წერილია სერგიევ პოსადის წმინდა სერგიოსის სახელობის სამების ლავრის ხელმძვანელობის მიმართ, სადაც პატრიარქი განმარტავს, რატომ ვერ მიიღებს მონაწილეობას წმინდა სერგიოსის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ლოცვაში. „მიზეზი ამისა არის ჩემი კონტაქტი პირთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. ჩემი პირადი ...

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული საპატიმროდან მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

News.ge 

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული, ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი საპატიმროდან მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორმაციას NY times ავრცელებს. შოვინის  სასამართლო პროცესი მომდევნო წლის მარტში გაიმართება. მას ბრალი მეორეხარისხოვან მკვლელობასა და წინასწარ განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლებით აქვს წარდგენილი.

 საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1129,5 ლარი გახდა, თბილისში – 1350 ლარი

News.ge 

2019 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.7 პროცენტით (61.2 ლარით) გაიზარდა და 1 129.5 ლარი შეადგინა! – საქსტატმა ბოლო კვლევა დღეს გამოაქვეყნა. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ მოსახლეობის საშუალო ხელფასის ყველაზე მაღალი ციფრი – 1350 ლარი – თბილისში ფიქსირდება. საქსტატი აქვეყნებს რეგიონების მონაცემებსაც, სადაც წინა წელთან შედარებით ხელფასის მატება დიაგრამაზეა ასახული. ...

ჟურნალისტიკა, როგორც ფრონტის წინა ხაზი - რატომ დაადგინა ქარტიამ "იმედის" ჰოლდინგში ცენზურა

Radiotavisupleba.ge 

“დაბალანსებული დაივიწყე... ახლა შევდივართ აქტიური ომის ფაზაში” - რა ჩანაწერებზე დაყრდნობით დაადგინა ქარტიის საბჭომ, რომ მედიაჰოლდინგ “იმედის” დირექტორი ნიკა ლალიაშვილი ჟურნალისტებს საკუთარი სინდისის წინაღმდეგ წასვლას აიძულებდა?

კობახიძე გარეჯის საქმეზე გამოხმაურების შესახებ: მოხდა რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური ლუსტრაცია

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დავით გარეჯთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე ოპოზიციის წარმომადგენელთა რეაქციას ისტერიულს უწოდებს. იგი ამბობს, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობენ წინა ხელისუფლების საგარეო ბლოკის წარმომადგენლები, რითაც მათი პოლიტიკური ლუსტრაცია ხდება: „დღეს, როდესაც რეალურად გაჩნდა შესაძლებლობა, დელიმიტაციის ჩიხში შესული პროცესი სამართლიანად, ქართული და აზერბაიჯანული მხარეების მიერ პროცესის დასაწყისშივე შეთანხმებული... Читать дальше...



Москва

"СВЯТОЙ ЛЕНИН: сенсация о прогнозах направит Америку и Европу творить добро?!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Баста

В Красноярске прошел первый VK fest, где выступили Баста и Хаски




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

На Играх стран БРИКС выступят выпускники амурских спортшкол

Московские школьники завоевали медали на Азиатской физической олимпиаде

Спортсменки из Пскова привезли два «серебра» с соревнований по джампинг-фитнесу в Москве


Ролан Гаррос

Испанец Карлос Алькарас выиграл Открытый чемпионат Франции по теннису



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Арцах

Глава Следкома России Александр Бастрыкин вступился за полицейского, которого выживают из МВД за случайное уbийство азербайджанца



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России