რუსეთის ყველა „მოლოდინის სიმბოლო“ და მისი პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში
მოსკოვში გამართული 11 იანვრის სამიტის შემდეგ სულ მალე, 30 იანვარს, თავიანთ პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავენ აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ვიცე-პრემიერები. ამ შემადგენლობის მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის ამოცანაა მოძებნოს სამი ქვეყნის ლიდერთა ერთობლივ ოფიციალურ განცხადებაში დეკლარირებული პრიორიტეტული საკითხის გადაწყვეტის გზები. საუბარია ბლოკირებული სატრანსპორტო დერეფნების გახსნისა და სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას და ვრცელი რეგიონის ეკონომიკურ აღორძინებას. Читать дальше...