Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Май
2021

Новости за 07.05.2021

ისრაელის სასაზღვრო დაცვის პოლიციამ ორი პალესტინელი თავდამსხმელი მოკლა და ერთი დაჭრა

Radiotavisupleba.ge 

ორი პალესტინელი მოკლეს და ერთი მძიმედ დაიჭრა 7 მაისს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მას მერე, რაც მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის სამხედრო ბაზის მცველებმა ბაზაზე მათი იერიშის დროს. ისრაელის სასაზღვრო დაცვის პოლიციამ გაავრცელა ცნობა სამი პირის შესახებ, რომლებმაც იერიში მიიტანეს სალემის ბაზაზე ქალაქ ჯენინის მახლობლად და რომლებსაც საპასუხოდ მცველებმა ესროლეს. ორი მათგანი მოკლეს, მესამე საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე მდგომარეობაში. ისრაელის პოლიცია ასევე იტყობინება, რომ... Читать дальше...

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ გვაქვს საკმარისი ვაქცინა იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ არსებული მოთხოვნა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირის განმავლობაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში მიღწეული იყო ნიშნული, რომელიც კალენდრითაა მოწოდებული. მისი თქმით, აცრების დღიური მაჩვენებელი 3000 აცრას შეადგენს: „გუშინ ჩვენ გვყავდა 3000-ზე მეტი აცრილი, ასევე გუშინწინაც ჩვენ რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ და ეს იყო 3 600 პაციენტზე მეტი, რომელმაც ვაქცინაცია წარმატებით ჩაიტარა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი უსაფრთხოდ გაგრძელდეს. აცრილი არის ამ ეტაპისთვის 55 000 ადამიანზე მეტი. Читать дальше...

გარდაიცვალა კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი

Radiotavisupleba.ge 

74 წლის ასაკში გარდაიცვალა კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი. ინფორმაციას ეროვნულ კინოცენტრი ადასტურებს. ბუბა ხოტივარმა დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი; მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის(ВГИК) კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს  მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია "ქართული ფილმის" კინორეჟისორად. 1986-1991წწ. ხელმძღვანელობდა "ქართული ფილმის" ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება "ადამ და ევას". Читать дальше...



კორონავირუსით ახალნამშობიარები ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ახალნამშობიარები ქალი და მისი რამდენიმე დღის დაბადებული შვილი გარდაიცვალნენ. კლინიკის კლინიკური დირექტორი, ალექსი ვაჩაძე რადიო თავისუფლებას პაციენტის მდგომარეობაზე ესაუბრა. "34 წლის ქალი ჩვენთან მოვიდა კოვიდდადებითი, სუნთქვის უკმარისობით, ჟანგბადდამოკიდებული. იყო 29-30 კვირის ორსული. მოვიდა 19 აპრილს, რადგან მხოლოდ ჟანგბადდამოკიდებული იყო და არ იყო მძიმე პაციენტი, თავიდან განთავსდა სამეანო განყოფილებაში. 3 დღის შემდეგ ფილტვების დაზიანებით... Читать дальше...

ციხანოუსკაია ბელარუსის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის მოწყობისკენ მოწოდებით გამოვიდა

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია გამოვიდა მოწოდებით, მოეწყოს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია მის ქვეყანაში კრიზისის მოგვარების მიზნით. ციხანოუსკაიამ ტვიტერით განაცხადა, რომ „ერთობ მნიშვნელოვანია“ ასეთი კონფერენციის გამართვა ბელარუსის „დემოკრატიული ძალების, ევროკავშირის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მთავრობების, პარლამენტების და სამოქალაქო საზოგადოებების“, ასევე ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად. 6 მაისს ციხანოუსკაიამ ასევე მოუწოდა ევროკავშირს... Читать дальше...

ამირან გამყრელიძის თქმით, რეინფიცირების შემთხვევები გახშირდა

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გახშირებულია კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები. მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ რეინფიცირების შემთხვევები არ ვითარდება მსუბუქი ფორმებით. "რომ დადგინდეს, რომ ეს რეინფიცირებაა, ნიმუშები ამოღებული უნდა იყოს და, წესით, დადებითი ნიმუშები ლაბორატორიებს შენახული უნდა ჰქონდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის", - ამბობს გამყრელიძე. მისივე თქმით, ამ დრომდე სულ 50-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა ჰქონდათ,... Читать дальше...

აშშ არ წავა დამატებით დათმობებზე ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ წავიდა ყველა დათმობაზე, რაც კი შეეძლო გაეკეთებინა, რათა კვლავ შეუერთდეს მსოფლიოს ქვეყნებთან ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წლის შეთანხმებას, - ამის შესახებ განცხადება გააკეთა აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდის წინ, რომლის მიზანია აშშ-ის და ირანის სრული დაბრუნება შეთანხმებაში. მოხელე, რომელიც ჟურნალისტებს ესაუბრა ტელეფონით 6 მაისს, ამბობს, რომ ირანი არ უნდა მოელოდეს მომავალ სერიოზულ დათმობებს და ახლა წარმატება და წარუმატებლობა დამოკიდებულია იმაზე... Читать дальше...

ვეტოს საფუძველი არ არსებობს – ისეთი მტკივნეული კანონპროექტი არ არის, რომ აპოკალიფსური სურათები დაიხატოს

News.ge 

არ არის ეს ისეთი მტკივნეული კანონპროექტი, რომ აპოკალიფსური სურათები დაიხატოს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვეტოს საფუძველი არ არსებობს, თუმცა, თუ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, “ქართული ოცნება” კანონპროექტის ბედთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ როგორი იქნება პრეზიდენტის შენიშვნები. “ქართული ოცნება” მზად ...



ამირან გამყრელიძის თქმით, აცრის შემდეგ "დიდი დალევა არაა მიზანშეწონილი. 1 ჭიქის დალევა შეიძლება"

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის სიტყვებით, ექიმები ვაქცინაციისას ხელმძღვანელობენ არსებული „გაიდლაინით“, მაგრამ ექიმს ასევე შეუძლია გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოს თავისი ინტერპრეტაციის ჩარჩოში. ამირან გამყრელიძემ ასე უპასუხა მედიისთვის გამართულ ვებინარზე დასმულ შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა სამედიცინო პერსონალის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. კითხვის ავტორის თანახმად, არ არსებობს ერთიანი განსაზღვრებები, მაგალითად, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომ ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით. Читать дальше...

გამყრელიძის თქმით, პოსტკოვიდური სინდრომი მძიმე დაავადებაა და მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კოვიდი მსუბუქი დაავადება არ აღმოჩნდა და რიგ შემთხვევაში ხანგრძლივი გართულებები რჩება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. "პოსტკოვიდური სინდრომი გახლავთ სერიოზული პრობლემა და მას სჭირდება მეტი ყურადღება. ჩემი რეკომენდაცია გახლავთ, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანი მჭიდრო კონტაქტში იყოს თავის ოჯახის ექიმთან. სულ მცირე 6 თვის განმავლობაში. ასევე, თუ საჭიროდ ჩათვლის ოჯახის ექიმი, შესაბამისი გამოკვლევებიც ჩაიტაროს"... Читать дальше...

რეინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიდის

News.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 2 კვირის წინ არსებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 5-მდე შემთხვევაა დადასტურებული. როგორც ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, განმეორებით ინფიცირების შემთხვევები პაციენტებში მსუბუქად არ მიმდინარეობს. “ე.წ. საეჭვო რეინფიცირებაზე გვქონდა რამდენიმე ათეული შემთხვევა, დაახლოებით 50-ზე ზემოთ. შემდეგ გაფილტვრით ამ რიცხვმა დაიკლო და ნამდვილი რეინფიცირება 2 კვირის წინანდელი მონაცემებით, დადგინდა 3 თუ 5 შემთხვევა. Читать дальше...

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს 18 წლამდე პირების აცრაც მოუწევს, თუმცა მოგვიანებით

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სამომავლოდ იგეგმება, საქართველოში 18 წლამდე პირები აიცრან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. "ალბათ, შემოდგომამდე, სანამ [კვლევებს] არ განიხილავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის წამლის სააგენტო და ა.შ., ამაზე საუბარი ჩვენთან არ არის. თუმცა ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვების აცრის გარეშე პანდემიას კაცობრიობა ვერ დაამარცხებს. ბავშვებში მარტივად მიდის დაავადება, მაგრამ ისინი არიან გამავრცელებლები"... Читать дальше...

20 ივნისის დაზარალებულები პრინციპულად არ ეთანხმებიან ამნისტიის საკითხზე მომზადებულ ორივე კანონპროექტს

Radiotavisupleba.ge 

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე დაზარალებული მშვიდობიანი მოქალაქეები პრინციპულად არ ეთანხმებიან და გმობენ როგორც მმართველი პარტიის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტებს. ამის შესახებ ისინი ერთობლივ განცხადებაში წერენ. განცხადებას ხელს 11 აქტივისტი აწერს. „ჩვენთვის მოსალოდნელი იყო და ამას ვპროგნოზირებდით კიდევაც, რომ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიების ხელმოწერის შემდგომ, რომლის პირველი პუნქტი გულისხმობდა ,,19-21 ივნისის ყველა დარღვევაზე... Читать дальше...

ევროკავშირის ლიდერები პირველ რეალურ სამიტს გამართავენ პორტუგალიაში

Radiotavisupleba.ge 

7 მაისს, პორტუგალიის ქალაქ პორტოში, ევროკავშირის ლიდერები 2021 წლის პირველ რეალურ სამიტს გამართავენ, რომელზეც 27 წევრისგან შექმნილი ბლოკის შიგნით კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე იმსჯელებენ. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დაჩქარების თვალსაზრისით, ბოლო მომენტში ევროკავშირის დღის წესრიგს დაემატა აშშ-ის წინადადება იმ ტექნოლოგიების გაზიარების შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედო COVID-19-ის ვაქცინას. 8 მაისს, სამიტის მეორე დღეს, ევროკავშირის ლიდერები ვიდეოკონფერენციის საშუალებით შეხვედრას... Читать дальше...

ინდოელი პოლიტიკოსი, სახელად სტალინი, ქვეყნის ერთ-ერთ შტატს უხელმძღვანელებს

Radiotavisupleba.ge 

ინდოეთის ტამილნადის შტატში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგად შტატის მთავრობას უხელმძღვანელებს პოლიტიკოსი, რომლის სახელია სტალინი. ამავე შტატის მინისტრთა კაბინეტში მოხვდნენ განდი და ნერუ, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან სტალინის წინაშე. 68 წლის ინდოელი სტალინი (ტამილურ ენაში გვარები არ არსებობს) საბჭოთა დიქტატორის გარდაცვალებამდე 4 დღით ადრე დაიბადა და ეს სახელი მის პატივსაცემად დაარქვეს. მან პოლიტიკური კარიერა დაიწყო 14 წლიდან, რამდენჯერმე დააპატიმრეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო... Читать дальше...

ვოლსკი ჯარიმებზე: ფაქტობრივად, ოპოზიცია აღიარებს, რომ ხულიგნობას ბრძოლის იარაღად გამოიყენებს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს მოთხოვნით ოპოზიცია აღიარებს, რომ მომავალში ხულიგნობასა და ლანძღვა-გინებას აპირებს. ვოსლკის კომენტარს "რუსთავი 2" ავრცელებს. "ვეტო ლეგიტიმური, რა თქმა უნდა, იქნება, თუ პრეზიდენტი გამოიყენებს, მაგრამ ამის საფუძველი არ არსებობს. ფაქტობრივად, ოპოზიცია აღიარებს, რომ ხულიგნობა და ლანძღვა-გინების დამკვიდრებული კულტურა პოლიტიკურ ბრძოლაში არის ის, რასაც ისინი იარაღად გამოიყენებენ მომავალში", - ამბობს ვოლსკი. Читать дальше...

დაპირისპირება ურბნისის ეპარქიაში - ეპისკოპოსის მძღოლმა მღვდელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

Radiotavisupleba.ge 

ურბნელი მიტროპოლიტი იობის რეზიდენციაში სტუმრად მყოფ დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს, ამავე ეპარქიაში მყოფი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმონ ცაკაშვილის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა - მომხდარს არ უარყოფს დეკანოზი თეიმურაზი, თუმცა ამბობს, რომ ინციდენტი ამოწურულია და თავდამსხმელის წინააღმდეგ ჩივილს არ აპირებს. მამა თეიმურაზი ამბობს, რომ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, სვიმონ ცაკაშვილის მიმართ "უდიერი განწყობა" გამოხატა, უფრო კონკრეტულად, თქვა, რომ მის ნახვას ქვეწარმავლის ნახვა ერჩია, ფიზიკურად კი... Читать дальше...

მიხეილ სარჯველაძის თქმით, გამკაცრებული ჯარიმების გამო "აპოკალიფსური" სურათი არ უნდა დაიხატოს

Radiotavisupleba.ge 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც ჯარიმები იზრდება, პრეზიდენტმა ვეტო არ უნდა დაადოს. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. "ქართული ოცნება" მზად არის წარადგინოს საკუთარი არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით და მეტი სიცხადე შეიტანოს დისკუსიებში... არ არის ეს ისეთი მტკივნეული კანონპროექტი, რომლის შედეგადაც აპოკალიფსური სურათები უნდა დაიხატოს. Читать дальше...

პენტაგონმა დამატებითი სამხედრო ძალა გაგზავნა ავღანეთში კოალიციური ჯარების გაყვანის პროცესის მხარდასაჭერად

Radiotavisupleba.ge 

პენტაგონმა მეტი მძიმე ბობმდამშენი და გამანადგურებელი თვითმფრინავები განათავსა ავღანეთში, ამ ქვეყნიდან აშშ-ისა და კოლაციის სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანის პროცესის მხარდასაჭერად. ამის შესახებ 6 მაისს, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა აშშ-ის თვადაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა „კვირაზე ნაკლებია, რაც შემცირება მიმდინარეობს გეგმის თანახმად“, - აღნიშნა ოსტინმა, რომელმაც დასძინა, რომ საერთაშორისო ძალებზე ამ ხნის განმავლობაში პირდაპირი იერიში არ მომხდარა. აშშ-ის არმის შტაბის უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ... Читать дальше...


Музыкальные новости
Владимир Высоцкий

Владимир Высоцкий и Кевин Спейси (1979)





Rss.plus
МТС

В Лужниках открылась самая большая летняя концертная площадка Москвы МТС Live Лето




В Фонде защиты прав животных прокомментировали гибель чихуа-хуа в Новокосине

Воробьев: пристройку к СОШ №1 в Королеве откроют в 2025 году

Трафик Bybit из РФ достиг 27%

Электровелосипеды доступны к аренде в 25 городах и поселках Подмосковья




ელენე ხოშტარია - "სწორი ბალანსი იქნებოდა: რუსეთის სანქცირება, აფხაზებთან - დიალოგი"

Radiotavisupleba.ge 

პოლიტიკური მოძრაობა "დროა"-ს დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ოკუპაციის საკითხზე ერთიანი, კოორდინირებული პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხზე ლაპარაკობს: "პრობლემას იმაში კი ვერ ვხედავ, რომ არ ვიცით იქ რა უნდათ, პრობლემას იმაში ვხედავ, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორც ქვეყანა, რა მიმართულებით მივდივართ".

ელისო ჯანაშია აფხაზებთან დიალოგზე - "სადაც ყველაზე დიდი შიშებია, იქ უნდა შევიდეთ და ის ადგილები უნდა გავანათოთ"

Radiotavisupleba.ge 

ორგანიზაციის "ეს ქვეყანა შენია" დამფუძნებელი, ელისო ჯანაშია აფხაზებთან დიალოგის აუცილებლობაზე ლაპარაკობს: "აფხაზები არიან ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ და ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც იქ უნდა დავბრუნდეთ. როგორ წარმოდგიდგენიათ დაბრუნება სადღაც, თუ არ ელაპარაკები იქაური მოსახლეობის ნაწილს?".

პრემიერის მრჩეველი ინვესტიციების დარგში ამბობს, რომ ახლა საქართველოსთვის შესაძლებლობების პერიოდია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი მრჩეველი ინვესტიციების დარგში, ​ვაზილ ჰუდაკი ამბობს, რომ ახლა საქართველოსთვის შესაძლებლობების პერიოდია. ამის შესახებ მან თავის წარდგენის დროს ისაუბრა. მრჩეველი ამბობს, რომ საქართველოს რესურსები არ არის საკამრისი ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად და ამიტომ მნიშვნელოვანია სხვა რესურსების მობილიზება და კერძო სექტორი ჩაერთვა. ვაზილ ჰუდაკი აცხადებს, რომ მისი როლი სწორედ ამ ნაწილშია. "ჩვენ რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა ერთად, ევროპაში, გლობალურად, კოვიდის გამო, მაგრამ მიმაჩნია... Читать дальше...

იაპონია განიხილავს საგანგებო სიტუაციის ვადის გაგრძელებას კორონავირუსის ეპიდემიის შესაკავებლად

Radiotavisupleba.ge 

იაპონიის მთავრობა 7 მაისს განიხილავს კრონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის თვის ბოლომდე გაგრძელების საკითხს ტოკიოსა და ქვეყნის რამდენიმე რაიონში, რათა მოხერხდეს ეპიდვითარების გაუარესების შეჩერება, რამაც ზაფხულის ოლიმპიადამდე რამდენიმე თვით ადრე იჩინა თავი. მოელიან, რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული სავარუდო ზომები 23 ივლისამდე, ანუ ოლიმპიადის დაწყენამდე სამი თვით ადრე, კანონმდებელთა მხარდაჭერას მოიპოვებს  ზაფხულის ოლიმპიადაში, რომელიც შარშანდელი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო... Читать дальше...

თბილისში კორონავირუსის 907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ნახევარზე მეტი კვლავ თბილისიდანაა. ჩატარებული 25 541 ტესტიდან დადებითობის მაჩვენებელი 6,06 პროცენტია (1547). რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებლები ასე ნაწილდება: თბილისი - 907, აჭარა - 141, იმერეთი - 115, ქვემო ქართლი - 77, შიდა ქართლი - 43, გურია - 33,  სამეგრელო-ზემო სვანეთი - 117, კახეთი - 52,  მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში... Читать дальше...

ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მრჩეველი დანიშნა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მრჩეველი დანიშნა. თავისი ახალი მრჩეველი მედიას საგანგებო ბრიფინგზე გააცნო. ამ თანამდებობაზე ვაზილ ჰუდაკი დაინიშნა. "მოგეხსენებათ კორონავირუსის ვითარებაში ეკონომიკის განვითარების ახალ გეგმაზე ვმუშაობთ. ამ გეგმაში, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგება მოხდება, მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის.



Москва

Инго Экосистема стала победителем национальной премии FinTech Awards Russia


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Общегородской школьный выпускной пройдет в Москве 28 июня



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анна Нетребко

Заметно похудевшую Нетребко запечатлели в Милане: «Шикарные ножки»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Прославленный вратарь Икер Касильяс присоединился к кампании Hisense «Ставшие легендой» в поддержку УЕФА ЕВРО 2024™

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом купит форварда только в случае ухода Соболева

На Играх стран БРИКС выступят выпускники амурских спортшкол


Анна Калинская

Калинская поддержала Синнера после поражения на "Ролан Гаррос"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Трафик Bybit из РФ достиг 27%



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России