Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2021

Новости за 03.09.2021

გიორგი ბოტკოველი - "ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ 2 ოქტომბერი შედგეს, როგორც რეფერენდუმი!"

Radiotavisupleba.ge 

"ამბობენ, რომ 1%-იც რომ აიღონ, არ დანიშნავენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა", - აცხადებს გიორგი ბოტკოველი, თელავის მერობის კანდიდატი, პარლამენტის დეპუტატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი. ის აპირებს ხელი მოაწეროს ე.წ. "მიშელის დოკუმენტს".

აცრილიდან აცრილზე კორონავირუსის გადადების შანსი ბევრად მცირეა – სრულად ვაქცინირებულებიდან გვყავს სამი გარდაცვლილი

News.ge 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინირებულ პირებს შორის ვირუსის გადადების შანსი ბევრად მცირეა, ვიდრე პირიქით. „აცრილიდან აცრილზე გადადების შანსი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე აცრილიდან აუცრელზე, ან აუცრელიდან აცრილზე“, – აცახდებს გამყრელიძე. ამასთან, მისვე განმარტებით, სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების შემთხვევა ძალიან მსუბუქი იყო და ჰოსპიტალიზაცია მათ მცირე ნაწილს დასჭირდა. „სამწუხაროდ, ...

ცესკოში ინფორმაციის დაცულობის ცენტრი გაიხსნა

News.ge 

საარჩევნო ადმინისტრაციაში კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი დაინერგა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ინფორმაციის დაცულობის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი საარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს ახორციელებს და ამზადებს ანალიზს თუ რა ტიპის ინფორმაცია ვრცელდება საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ; კერძოდ, ცენტრის მიზანია, გამოავლინოს არასწორი ან ცრუ ინფორმაცია, უზრუნველყოს ორგანიზაციის მიერ გავრცელებული სიახლეების სისწორე და კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთოს მცდარი სიახლეების გავრცელება. საქართველოს ცესკო ...



ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, ერთ საათში შემიძლია გადავკეტო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პანდემიის გამო ქვეყნის ჩაკეტვას აღარ აპირებს და ყველა კრიტიკა ხელისუფლების მიმართ, რომ ვერ მართავს ეპიდემიას, უსაფუძვლოა. ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ მთავრობამ უზრუნველყო ქვეყანაში საკმარისი ოდენობის ვაქცინების არსებობა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. "ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, ერთ საათში შემიძლია გადავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ არჩევანი მოვუტანეთ მოსახლეობას. ჩამოვიტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, ეს არჩევანი თვითონ მოსახლეობამ უნდა გააკეთოს. Читать дальше...

ხობის რაიონის ორ სოფელში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

Radiotavisupleba.ge 

ხობის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ჭალადიდსა და შავღელეში ძლიერი წვიმის შედეგად 8 სახლის პირველი სართული, ეზოები და სახნავ-სათესი ნაკვეთები დაიტბორა. მერიაში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმის და ქარის გამო სანიაღვრო არხები დაიხშო, წყალი ვერ გაატარა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის. მისი სიტყვებით, რადგან სახლების პირველ სართულებს ოჯახები ძირითადად საცხოვრებლად არ იყენებენ, ზარალიც არ იქნება დიდი. Читать дальше...

რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის სასამართლომ უხელო კაცს განაჩენი გამოუტანა პოლიციელებზე თავდასხმის გამო 

Radiotavisupleba.ge 

სასამართლომ რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში, ყაბარდო-ბალყარეთში, პირობით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უხელო აქტივისტს მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ ცნო პოლიციელებზე თავდასხმაში. 2 სექტემბერს ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქის, ნალჩიკის, საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და განაჩენი გამოუტანა ასლან ირიტოვს, უფლებადამცველი ორგანიზაციის "ვოლნი აულის" (თავისუფალი სოფლის) ხელმძღვანელს. ირიტოვი დანაშაულს არ აღიარებს და ბრალდებას უარყოფს. გამოძიება აქტივისტის წინააღმდეგ 2017 წელს დაიწყო მას შემდეგ... Читать дальше...

გახარიას გუნდში გადასვლის გამო ლაგოდეხის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე გადააყენეს

Radiotavisupleba.ge 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობამ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდში გადასვლის გამო სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენა. დღეს, 3 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, გადაყენების საკითხს 17 მომხრე ჰყავდა, წინააღმდეგი 12 დეპუტატი იყო. საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიამ განმარტა, რომ სალომე ღონღაძის თანამდებობიდან გადაყენება საკრებულოს 16-მა წევრმა მოითხოვა. საკითხის დაყენებას ის დაეთანხმა. თავმჯდომარემ განმარტა, რომ... Читать дальше...

მე გავაშველო თუ ხაჭაპური გამოვაცხო? - ანა დოლიძე თბილისის მერობის კანდიდატების დებატების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერობის კანდიდატი, პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ასევე თბილისის მერობის კანდიდატის და პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარის გიორგი გახარიას მიერ დებატებში მხოლოდ მამაკაცების, „ქართული ოცნების“ კანდიდატის კახა კალაძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ნიკა მელიას გამოწვევას ქალი პოლიტიკოსების მიმართ გამოხატული დამოკიდებულების გაგრძელებად მიიჩნევს. „მართლაც ვთქვი, რომ გავაშველო თუ ხაჭაპური გამოვაცხო? ანუ ეს იყო გაშარჟება საერთოდ იმ დამოკიდებულების... Читать дальше...



აშშ მადლობას უხდის საქართველოს ავღანეთიდან მოქალაქეთა ევაკუაციაში დახმარებისთვის

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატები მადლიერია იმ სამუშაოსთვის, რომელიც საქართველომ გასწია ავღანეთიდან ევაკუირებული მოქალაქეების დანიშნულების ადგილზე ჩაყვანის პროცესში. ამის თაობაზე საქართველოში აშშ-ის საელჩო იტყობინება. „ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საქართველოს მთავრობას ამერიკელი, ავღანელი და მესამე ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციის გზაზე მათი დანიშნულების ადგილას ჩასვლაში გაწეული დახმარებისათვის. ეს ძალისხმევა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს პარტნიორობის კიდევ ერთი... Читать дальше...

"ჩვენ მას ავუხსნით" - პრემიერი ამბობს, რომ პრეზიდენტს არ აქვს ინფორმაცია ევროკავშირის სესხზე

Radiotavisupleba.ge 

"საქართველოს მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის არ აიღოს სესხი. ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი. მე ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, ჩვენ ავუხსნით მას. მივაწოდებთ მას ამ ინფორმაციას, საერთოდ რა ვალზეა საუბარი და საერთოდ, როგორ მართავს მთავრობა ამ პროცესს. მე დავავალებ ადმინისტრაციას, რომ მივაწოდოთ მას ინფორმაცია", - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას სალომე ზურაბიშვილის 2 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც პრეზიდენტმა... Читать дальше...

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მერიას "იპოდრომის პარკზე" ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს

Radiotavisupleba.ge 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისის ცენტრალურ პარკზე საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის საფუძვლით თბილისის მერიისა და არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. ორგანიზაციის განცხადებით, თბილისის მერია და არქიტექტურის სამსახური ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის სამშენებლო დოკუმენტაციას არ ასაჯაროებენ, რაც კიდევ უფრო აღრმავებს პროექტის უკანონობის ეჭვებს. განცხადებას ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფი "იპოდრომი - უბეტონო მხარეც". როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, სოციალური სამართლიანობის... Читать дальше...

პრეზიდენტის გამოსვლაში გარკვეული ნაწილი იყო, რაც შეიძლება გაზიარებადი იყოს, მათ შორის, ოპოზიციის კრიტიკა, მაგრამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკას არ ვეთანხმები

News.ge 

პრეზიდენტის გამოსვლაში გარკვეული ნაწილი იყო, რაც შეიძლება გაზიარებადი იყოს, მათ შორის, ოპოზიცის მიმართ კრიტიკა, მაგრამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკას არ ვეთანხმები, – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან მაკროფინანსურ დახმარებაზე პრეზიდენტის განცხადებას. მისი თქმით, როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები და მოლოდინებიც აქვს. „ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს არ ვეთანხმები. გამოსვლაში გარკვეული ნაწილი... Читать дальше...

ორშაბათს გავაკეთებ განცხადებას ჩემს გეგმებზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე

News.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვასთან დაკვშირებით განცხადებას 6 სექტემბერს გააკეთებს. ამის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. „ორშაბათს გავაკეთებ განცხადებას ჩემს გეგმებზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე“, – წერს სააკაშვილი.

პირველი შემთხვევაა, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი საკუთარ პარტიას რადიკალურად დაუპირისპირდა

News.ge 

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მართლა რადიკალურად დაუპირისპირდა “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი საკუთარ პარტიას, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან მაკროფინანსურ დახმარებაზე პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, პრეზიდენტის კრიტიკა სწორი იყო “ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაშიც. მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ თუ რაიმემ ჩააგდო შეთანხმება, ეს მოხდა იმის გამო, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ შეუერთდა და ...

მარსზე მავალმა აპარატმა პლანეტის ნიადაგის პირველი სინჯი მოიპოვა

Radiotavisupleba.ge 

მარსის თვითმავალმა, „პერსევერანსმა“, მეორე ცდაზე შეძლო მოეპოვებინა  მარსის ნიადაგის სინჯი. ამის თაობაზე იტყობინება აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის სააგენტო  - NASA. 1 სექტემბერს გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ მარსის ნიადაგის მოზრდილ ელემენტზე გაბურღვისას ნიმუში არ დაიშალა, როგორც ეს მოხდა 5 აგვისტოს და მოხერხდა დიდი ლოდის შიდა ნაწილიდან სინჯის აღება. ცნობით, დედემიწაზე გადმოცემული პირველი ფოტოებიდან ჩანს, რომ დაუზიანებელი სინჯი რეზერვუარშია მოთავსებული.  NASA იტყობინება, რომ განათების ნაკლებობის... Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთან დაკავშირებულ გეგმებზე ორშაბათს იტყვის

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილი ორშაბათს განცხადების გაკეთებას გეგმავს საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალო ჩართულობასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს. „ორშაბათს გავაკეთებ განცხადებას ჩემს გეგმებზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე“,- წერს ის ფეისბუკში. 2020 წლის  7 სექტემბერს  მიხეილ სააკაშვილი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი "ღირსების მარშზე": ის პროვოკაცია თავიდან ავიცილეთ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისს დაგეგმილ "ღირსების მარშს" "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციას უწოდებს. მან ტყიბულში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენის დროს თქვა, რომ ამ დღეს "პროვოკაცია თავიდან აიცილეს". "მათი [ნაციონალური მოძრაობის] პოლიტიკა არ არის ემოციებზე დაფუძნებული. ეს არის კარგად გააზრებული მზაკვრული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. პირველი ამოცანა არის, რომ არცერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში. მოახდინონ დისკრედიტაცია ყველა ავტორიტეტის... Читать дальше...

აცრების კომპონენტში ახალგაზრდები ლიდერობენ, დაბალია ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა, თუ ეს პირამიდა არ შეიცვლება, კვლავ დაგვრჩება მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი

News.ge 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აცრების კომპონენტში კვლავ ახალგაზრდები ლიდერობენ, ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა და აქტივობა კი დაბალია. როგორც მან აღნიშნა, თუ ეს პირამიდა არ შეიცვლება ადეკვატურად და კლინიკები კვლავ გადატვირთული იქნება და ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი კი დარჩება. „გამოიკვეთა, რომ 60 წლის ზევით განსაკუთრებით მაღალია ლეტალობა. ეს მონაცემი ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ...

Tips On How to Get the Finest Research Paper Writing Service

News.ge 

In regards to composing for research papers, you want to make certain that you discover the ideal research paper writing service. Locating a good service is important so that you find the best outcomes. Here are some suggestions on the best way to get the ideal service. The first thing which you need to look ...


Музыкальные новости
Вячеслав Бутусов

Бутусов и Шахрин победили Хозяйку Медной горы: Объявлены лауреаты конкурса авторских кукол «Легенды и были Земли Уральской»





Rss.plus
Америка

"СВЯТОЙ ЛЕНИН: сенсация о прогнозах направит Америку и Европу творить добро?!




Мать сбившего детей под Можайском водителя готова оказать поддержку пострадавшим

Начальник Восточно-Сибирской железной дороги Владимиров задержан из-за взятки

Более 1100 часов мастер-классов пройдет на фестивале «Времена и эпохи» в Москве

Экс-политик Ирина Хакамада опубликовала архивное фото из своей юности




ტოცილიზუმაბი არ წარმოადგენს სამკურნალო საშულებას, რომელიც 100%-ით გადაარჩენს covid-19-ით დაავადებულ ადამიანს

News.ge 

ლევან რატიანი პრეპარატ “ტოცილიზუმაბის” შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ის არ წარმოადგენს მედიკამენტს, რომელიც COVID-19-ით დაავდებულ პირს 100%-ით გამოაჯნმრთელებს. როგორც ლევან რატიანი ამბობს, მათ კლინიკაში სულ 10 პაციენტში იქნება გამოყენებული აღნიშნული პრეპარატი და მხოლოდ რამდენიმე პაციენტთან გამოიღო დადებითი შედეგი. “ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ატეხილი აჟიოტაჟი წამალზე, ტოცილიზუმაბი, რომელიც მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი პრეპარატი როგორც სიცოცხლის ...

გორის საკრებულოს წევრი მასზე თავდასხმას პოლიტიკური მოტივით ხსნის

Radiotavisupleba.ge 

გორის საკრებულოს წევრი ირმა ამბარდნიშვილი მეზობლებს ძალადობაში ადანაშაულებს. მეზობლებს შორის დავა ქონებას უკავშირდება, რომლის საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს. რაც შეეხება 27 აგვისტოს ინციდენტს, როგორც ის ჰყვება, საღამოს სამმა მეზობელმა კაცმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "მესროლეს შუშები, ქვაბი და სხვა ნივთები. გამოვიძახე საპატრულო პოლიცია... ყველაზე საინტერესო ისაა, როცა პოლიცია და პატრული გამოვიძახე, სხვანაირად დაიწყო საუბარი. გამოიყენა ალიბად ის ფაქტი, რომ მე თურმე... Читать дальше...

ცოტნე კობერიძე: ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, წარმოუდგენელია, არ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ვიცე-მერის პოსტზე ოთხი ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“, ევროპული საქართველოს“, „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ - კანდიდატი, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ თბილისის მერის არჩევნებში ნიკა მელიას გამარჯვება მნიშვნელოვნად შეცვლის პოლიტიკურ ლანდშაფტს. მისი შეფასებით, ასეთ შემთხვევაში მართლაც წარმოუდგენელი იქნება, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნოს. რაც შეეხება მის ტანდემს გამარჯვების შემთხვევაში ნიკა მელიასთან... Читать дальше...

ლევან რატიანი: ტყუილია იმის თქმა, რომ კოვიდმძიმე პაციენტები მასიურად იღუპებიან

Radiotavisupleba.ge 

"პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის" დირექტორი და რეანიმატოლოგი ლევან რატიანი ამბობს, რომ კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტების დამძიმების შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მან თქვა, რომ კრიტიკული პაციენტების უმრავლესობა კლინიკას გამოჯანმრთელებული ტოვებს. "ჩვენდა საბედნიეროდ, კრიტიკული პაციენტების უმეტესობა ეწერება, ისე არ არის, რომ კოვიდმძიმე პაციენტის რეანიმაციაში მოხვედრის შემთხვევაში, ვერ გავა ცოცხალი. ეს არის ცრუ ინფორმაცია... ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენი კლინიკა ემსახურება ყველაზე მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს... Читать дальше...

ვწუხვარ, როცა გვესმის, თუ როგორ მიმართავენ ამა თუ ინ კლინიკის ექიმები პაციენტებს „შავ ბაზარზე“ „ტოცილიზუმაბის“ 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად, ამის გამოძიება უნდა მოხდეს

News.ge 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკები პრეპარატ „ტოცილიზუმაბის“ მარაგების შესახებ ინფორმირებულები არიან და მათ პრეპარატის შესაძენად არა პაციენტის ახლობლებს უნდა მიმართონ, არამედ შიდა მედიაციით მოიძიონ პრეპარატის თავისუფალი დოზები. მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს სთხოვს ექიმებს მიაწოდონ სათანადოდ ინფორმაცია, რათა მათ პაციენტების ახლობლები „ტოცილიზუმაბის“ 4-ჯერ ძვირად შესაძენად ე.წ. „შავ ბაზარზე“ არ გაუშვან. „თქვენ იცით, რომ სახელმწიფო პრეპარატ „ტოცილიზუმაბის“გამოყენების... Читать дальше...

უნდა გავაძლიეროთ კლინიკური მართვის ჯგუფი და საჭიროების შემთხვევაში გადავხედოთ კრიტიკული პაციენტების მართვის პროტოკოლს

News.ge 

ყველას გვიხარია, რომ სტაბილიზაცია ნამდვილად შეიმჩნევა. დღეს გვაქვს ინფიცირების 3034 შემთხვევა, რაც კვლავ მაღალია, მაგრამ ბოლო 3 კვირის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი კლება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მსოფლიოში ვირუსის ლეტალობის მაჩვენებელი 2%-ია, ჩვენ კი სტაბილურად ვინარჩუნებთ 1.36%-ს, რაც ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმის დამსახურებაა. „ასევე პროპორციულად მატულობს ...



Москва

Золотые часы от Министерства обороны за вклад в развитие Кадетского движения России!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал, как переразметка позволяет улучшить движение на дорогах Москвы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Элвис Пресли

Для голограммы умершего почти полвека назад Пресли организуют гастроли




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Росгвардейцы обеспечили безопасность болельщиков во время матча чемпионата России по регби

Росгвардия приняла участие в спортивном празднике «Динамо» в Москве

Сотрудники Росгвардии приняли участие в спортивном празднике МГО «Динамо» в Москве


ATP

Рейтинг ATP. Синнер стал №1, Алькарас – №2, Циципас выпал из топ-10, Хачанов – из топ-20, Котов обновил личный рекорд



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Динамо

Росгвардия приняла участие в спортивном празднике «Динамо» в Москве



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России