ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათისთვის 41,35%-ია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 41,35%-ს შეადგენს. ანუ ამ დროისათვის თავისი არჩევანი ქვეყნის მასშტაბით 1 446 218-მა ამომრჩეველმა გააკეთა. შედარებისთვის, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36,71% იყო, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 45,77%. ამომრჩეველთა აქტივობის მიხედვით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე 17 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა. აქტივობამ აქ 17 საათისთვის 55,3% შეადგინა. Читать дальше...