მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კონსულმა მოინახულა
უკრაინის კონსული რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ოლეგ ნიკოლენკომ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საპატიმროში არსებულ პირობებს არ უჩივის. ნიკოლენკოს განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საკონსულო მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს უწევენ საკონსულო და სამართლებრივ დახმარებას. ნიკოლენკოს ინფორმაციით, უკრაინის კონსულს თბილისში კავშირი აქვს სააკაშვილის ადვოკატებთან. Читать дальше...