სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ოქტომბერს, ჟენევაში, ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს მიშელ ბაჩელეტს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. პრეზიდენტმა უმაღლეს კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი ვითარება გააცნო და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით ირაკლი ბებუას, გენადი ბესტაევისა და გელა გოჭოშვილის შესახებ ისაუბრა. Читать дальше...