Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2021

Новости за 21.10.2021

სააკაშვილი: დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა მასთან შეხვედრის შემდეგ დაასახელა ადგილი, საიდანაც სააკაშვილი მიესალმა ციხესთან მყოფ მოქალაქეებს. „მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ტექნიკური პროცედურებისთვის გზის ნაპირას მდებარე ოთახში, სადაც მან გაიგო, რომ გარეთ მიმდინარეობდა აქცია და, შესაბამისად, ვერაფერმა დააბრკოლა მისი სურვილი, რომ დაემყარებინა კომუნიკაცია ამ ხალხთან, ვიზუალური კომუნიკაცია ამ შემთხვევაში“, - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა. მიხეილ სააკაშვილი კი მადლობას უხდის მოქალაქეებს. Читать дальше...

სამხრეთმა კორეამ ორბიტაზე ვერ გაიყვანა თანამგზავრის მაკეტი საკუთარი წარმოების პირველი მზიდი რაკეტით

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთმა კორეამ სამიზნე ორბიტაზე ვერ გაიყვანა მასიური გაბარიტის კოსმოსური თანამგზავრის მაკეტი ისტორიაში საკუთარი წარმოების პირველი მზიდი რაკეტით. რაკეტის მესამე საფეხურის ძრავამ დაგეგმილზე 46 წამით ნაკლებ ხანს იმუშავა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი იტყობინება. სამხრეთმა კორეამ 21 ოქტომბერს გაუშვა პირველი მზიდი რაკეტა, რომელიც მთლიანად ქვეყნის შიგნით არის დამზადებული. რაკეტა „ნურის“ სტარტი ადგილობრივი დროით 17 საათზე შედგა პროვინცია ჩოლა-ნამდოს კოსმოდრომ ნაროდან, რომელიც დედაქალაქ სეულიდან 470 კილომეტრზე მდებარეობს. Читать дальше...

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზების გამოძიება შეფერხებულია  

Radiotavisupleba.ge 

ახალციხელი ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზების გამოძიება ფაქტობრივად გაჩერებულია. 6 თვეა ვერ ახერხებს საგამოძიებო ორგანო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან ექსპერტიზის დასკვნის მიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ექთანი ვინმეს დაუდევრობით გარდაიცვალა, არათუ ბრალი არ აქვს წაყენებული, დადგენილიც კი არ არის. ახალციხელი ექთანი 18 მარტს, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მესამე დღეს კლინიკა "იმედში", კოლეგამ აცრა. აცრიდან რამდენიმე წუთში იგი ცუდად გახდა, გონება დაკარგა, მეორე დღეს კი გარდაიცვალა. Читать дальше...



ადვოკატის თქმით, იუსტიციის მინისტრის განცხადება ნიშნავს სააკაშვილის ჰოსპიტალიზებაზე უარის თქმას 

Radiotavisupleba.ge 

დიმიტრი საძაგლიშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მასთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ეხმაურება ჰოსპიტალიზაციის საკითხზე იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას. ადვოკატის შეფასებით, მინისტრის განცხადება ნიშნავს, რომ ხელისუფლებას უბრალოდ არ სურს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება. „ჯანმრთელობის მდგომარეობას და ჰოსპიტალიზაციას რაც შეეხება, ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ მანამდე მოვისმინეთ ასევე იუსტიციის მინისტრის განცხადება... Читать дальше...

რუსეთში ბირთვული ელექტროსადგური გამორთეს მას შემდეგ, რაც ორთქლის გაჟონვა აღმოაჩინეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში, როსტოვის რეგიონში მდებარე ბირთვული ელექტროსადგური ქსელიდან გამორთეს მას შემდეგ, რაც ორთქლის გაჟონვა აღმოაჩინეს. მაგრამ, როგორც ელექტროსადგურის ოპერატორი იტყობინება, რადიაციის დონე ნორმალურია. „მეორე ენერგობლოკი ქსელიდან გათიშეს თბომექანიკური მოწყობილობის რემონტისთვის“, განაცხადა 21 ოქტომბერს „როსენერგოატომმა“, სახელმწიფო ბირთვული სააგენტოს, „როსატომის“ შვილობილმა კომპანიამ. მანამდე როსტოვის ატომურ ელექტროსადგურში მუშებმა 18-მილიმეტრიანი ნაპრალი იპოვეს შედუღებულ მილში, რომელიც ტენიანობისა და ორთქლის დონის კონტროლისთვის გამოიყენება. Читать дальше...

96 წლის ქალის აცრით დაიწყო კახეთში „იმუნიზაციის მარათონი“

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოვაკის“ პირველი დოზით აიცრა დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მცხოვრები 96 წლის ნინო ფეიქრიშვილი. როგორც ის ამბობს, თავს კარგად გრძნობს და იმუნიზაციის პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებს თანასოფლელებსაც. „ვაქცინაციის მარათონის“ ფარგლებში აიცრა მანავის საჯარო სკოლის პედაგოგი მაია დიდებულიძეც. „ჯერ იმიტომ ავიცერი, რომ მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე, და მეორეც, იმიტომ, რომ მასწავლებლობა ბევრ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. გარდა ამისა, მინდა ძველი ცხოვრება დაბრუნდეს... Читать дальше...

იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხზე მის ადვოკატებს უპასუხა

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებას. მისი სიტყვებით, თუ ისინი საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას „შურისძიებად“ აფასებენ, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს. „მრავალგზის განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მიზანია, დაცული იყოს პატიმრის უფლებები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური. Читать дальше...

მოლდოვამ IMF-თან 564 მილიონი დოლარის დროებითი სესხის შესახებ შეთანხმებას მიაღწია

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) 564 მილიონი დოლარის დროებითი სესხის შესახებ შეთანხმებას მიაღწია 40-თვიანი პერიოდისთვის. პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიტამ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ სესხის პირველი, 81-მილიონიანი ტრანშის მიღება მიმდინარე წლის ბოლოსთვის არის შესაძლებელი მას შემდეგ, რაც დეკემბერში გაიმართება IMF-ის ხელმძღვანელთა და მისი დირექტორთა საბჭოს შეხვედრა. ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამოდის. IMF-ის თანახმად, 2021 წლისთვის მოლდოვის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4... Читать дальше...



„დროას“ წევრს პრემიერთან მიახლოების საშუალება არ მისცეს

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარტია „დროას” ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა საპროტესტო პლაკატით დახვდა და მასთან გასაუბრება სცადა, რისი შესაძლებლობაც არ მიეცა. ის სამართალდამცავებმა და ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ტერიტორიას განარიდეს. ამის შესახებ, რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება. პლაკატზე იყო წარწერა: „ჟურნალისტობა დანაშაული არაა, ლექSOS თვის!!! გვახსოვს”. მარიამ სიჭინავას თქმით, პრემიერისთვის კითხვის დასმა სურდა, რატომ... Читать дальше...

C ვიტამინის თაღლითური სქემა - რატომ არ გამოიძია პროკურატურამ ექიმის საქმე ერთი წლის წინ?

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, თაღლითობის მუხლით დაიწყო გამოძიება 20 ოქტომბერს, „გოგელიას კლინიკაში“ მომხდარი ფაქტის გამო. მოქალაქეები, რომლებსაც სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა „ვაქსიგრიპი“ უნდა გაეკეთებინათ, აცხადებენ, რომ ვაქცინის მაგივრად, ექიმმა ისინი C ვიტამინით აცრა. როგორც შს სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე, უწყება ახორციელებს ყველა შესაბამის საგამოძიებო ღონისძიებას. იდენტიფიცირებული და დაკავებულია თუ არა პირი, რომელმაც 35-მდე მოქალაქე გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინით აცრა... Читать дальше...

იაგო ხვიჩია: ოპოზიციამ ფსონი დადო თბილისში, სადაც ფავორიტი კახა კალაძეა

News.ge 

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციამ “საშიში” ფსონი დადო თბილისში, სადაც პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, კახა კალაძეს აქვს უპირატესობა. “ოპოზიციისთვის გამარჯვება შესაძლებელია ყოფილიყო რამდენიმე ქალაქის მოგება, მაგრამ ოპოზიციამ ფსონი დადო თბილისში, სადაც პირველი ტურიდან გამომდინარე, ფავორიტი კახა კალაძეა. მე მხოლოდ ფაქტებს ვამბობ. ასე, რომ ფსონის დადება, ასეთ დროს საშიშია ჩემი აზრით. ...

სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო აგვისტოს ომის გამო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები

Radiotavisupleba.ge 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივრები საქმეებზე: „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ განჩინებები დღეს გამოაქვეყნა. დაუშვებლად ცნობილი საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიტანეს ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა პირებმა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათი უფლებები ქართულმა მხარემ დაარღვია. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით... Читать дальше...

უკრაინაში აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალია COVID-19-ის სტატისტიკა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის ახალი სარეკორდო მაჩვენებელი აღინიშნა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გრძელდება დაავადების გავრცელება მიუხედავად წინა თვეში დაწესებული მკაცრი აკრძალვებისა. ჯანდაცვის სამინისტრომ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 22415 ახალი შემთხვევა. უკანასკნელი სარეკორდო მაჩვენებელი - 20341 - 3 აპრილს დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამეში დაავადებით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 546-ს მიაღწია. მთლიანობაში 41-მილიონიან... Читать дальше...

აკაკი ბობოხიძე - "ეს იყო ერთობის დაფიქსირება მეორე ტურების წინ, რომ მოხდეს ამომრჩევლების ხმების გაერთიანება"

Radiotavisupleba.ge 

"ჩვენი მონაწილეობა ამას ემსახურებოდა - ხაზი გავუსვით, რომ კვლავ ერთიანნი ვართ მეორე ტურების წინ, რომ ყველა ხმა უნდა გაერთიანდეს ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად და ცვლილებებისთვის საფუძვლის შესაქმნელად", - აცხადებს აკაკი ბობოხიძე, "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი 20 ოქტომბრის წარდგენაზე.

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა

News.ge 

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. მისი თქმით, ეს წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს კიდევ ერთ ...

ეკატერინე ტიკარაძე: მიხეილ სააკაშვილს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აქვს, ამ ეტაპისთვის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს

News.ge 

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. როგორც მინისტრი ამბობს, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და და კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს. “პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. თქვენ იცით, რომ ზოგადად მე ვეწინააღმდეგები პაციენტის ინფორმაციების გაცემას, ვინაიდან ეს ეთიკის ნორმებს არ შეესაბამება. მას აქვს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს, ...

აკაკი ბობოხიძე ნიკა მელიას კოალიციურ გუნდზე: მას მე კლასიკურ კოალიციად არ ვთვლი

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თბილისის მერობის კანდიდატის, არჩევნების მეორე ტურში გადასული ნიკა მელიას მიერ დედაქალაქის კოალიციური მთავრობის გუნდის წარდგენას წინასაარჩევნო ერთობის დემონსტრირებად მიიჩნევს. აკაკი ბობოხიძე აღნიშნულ გუნდს კლასიკურ კოალიციად არ განიხილავს: „კოალიციები დგება მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის გარეშე გადაწყვეტილების მიღებას უბრალოდ ვერ ახერხებენ. ამ თვალსაზრისით ახლა აქ ეს მდგომარეობა არა გვაქვს. Читать дальше...

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია ამ ეტაპზე საჭირო არაა

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. „თქვენ იცით, რომ მე საერთოდ ვეწინააღმდეგები პაციენტის პირადი ინფორმაციის გაცემას. პაციენტს [მიხეილ სააკაშვილს] აქვს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს. თუმცა, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა ის საჭირო ინსტრუმენტული კვლევა და ასევე მედიკამენტოზური დახმარება... Читать дальше...


Музыкальные новости
Джиган

«Он приехал за мной в клуб. И всё, с этого момента мы начали жить вместе». Оксана Самойлова рассказала о знакомстве с Джиганом в эфире «Шоу Воли» на ТНТ





Rss.plus
Александр Волков

«Волшебные башмачки Элли» - эта постановка создана по мотивам знаменитой сказки Александра Волкова «Волшебник Изумрудного города» - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети




Жара и духота возглавили рейтинг причин нелюбви россиян к лету

Прокуратура проконтролирует дело об обнаружении останков человека в Новой Москве

17 июня: какой сегодня праздник, что было в этот день

По детскому счету: истекшие срочные договоры беременным продлят до трехлетия ребенка




ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში, "ურეკის დასახლებაში" ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ის დაჭრიდან მალევე სასწრაფო დახმარების მანქანამ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში ბათუმის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. "პაციენტი კლინიკაში შემოვიდა 12:33 წუთზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის დახმარებით. იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში და იყო კრიტიკულად. პაციენტს ჰქონდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები. ჰქონდა დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი. შემოსვლისთანავე დაიწყო გულისა და ფილტვის რეანიმაცია... Читать дальше...

Reuters-ი: მედიკამენტების ევროპული მარეგულირებელი წლის ბოლომდე ვერ დაამტკიცებს Sputnik V-ს

Radiotavisupleba.ge 

სამკურნალო საშუალებების ევროპული სააგენტო (EMA) წლის ბოლომდე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V-ის დამტკიცების თაობაზე. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება წყაროზე დაყრდნობით. მისი სიტყვებით, რუსული პრეპარატის აღიარებისთვის აუცილებელი რამდენიმე მონაცემი ჯერაც არ მოიპოვება. თუკი რუსეთი მათ ნოემბრის ბოლომდე წარმოადგენს, „სავსებით შესაძლებელია, ევროპულმა სამედიცინო მარეგულირებელმა მომავალი წლის პირველ კვარტალში მიიღოს გადაწყვეტილება,“ დასძინა სააგენტოს რესპონდენტმა. Читать дальше...

„ნათელაშვილის ეზო 2“-ის გაკეთების მცდელობაა, იმ განსხვავებით, რომ ნათელაშვილი “მოტეხეს” – ისე, მეგონა, ხაზარაძეს საბავშვო ბაღის გაერთიანების დირექტორად წარმოადგენდნენ

News.ge 

„ნათელაშვილის ეზო 2“- ის გაკეთების აშკარაა მცდელობაა, იმ განსხვავებით, რომ ნათელაშვილი “მოტეხეს” – ისე, მეგონა, ხაზარაძეს საბავშვო ბაღის გაერთიანების დირექტორად წარმოადგენდნენ,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ოპოზიციის მიერ თბილისის ჩრდილოვანი მთავრობის წარმოდგენას. მისი თქმით, ჩრდილოვანი მთავრობის ჩამოყალიბება მიღებულია განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში, თუმცა, ამ შემთხვევაში ეს წინასაარჩევნო ფანდია. “ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს აშკარა ...

ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალოვან უწყებაში დასაქმებულები შსს-ს დევნაში ადანაშაულებენ

Radiotavisupleba.ge 

ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვადასხვა თანამდებობა ეკავათ, მმართველ გუნდს პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ განცხადება ყოფილმა სამართალდამცავებმა ზუგდიდში, პოლიციის სამმართველოსთან გააკეთეს. მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონო ჩხრეკებს ატარებს ყოფილი სამართალდამცავების სახლებში იმის გამო, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან. მათივე ცნობით, ერთ-ერთი ასეთი სპეცოპერაცია "უკანონო დაკავებით" დასრულდა. Читать дальше...

ევროპელი კოლეგები გაოცებულები არიან, როგორ შემოიპარა მიხეილ სააკაშვილი კონტრაბანდული გზით, მალულად

News.ge 

პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საზღვარის უკანონოდ კვეთა დანაშაულია. როგორც პრემიერი ამბობს, ის არაერთ ევროპელ კოლეგას ესაუბრა, რომლებიც მისი თქმით, გაოცებულები არიან, თუ როგორ შემოიპარა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში კონტრაბანდული გზით, მალულად. “მე მქონდა არა ერთ ჩვენს ევროპელ კოლეგასთან, მეგობრებთან საუბარი და ხუმრობით ისინი გაოცებულები არიან, განცვიფრებულები არიან საერთოდ როგორ ...

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მისი მდგომარეობა მძიმეა

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში, ნარკოლოგიურ ცენტრთან რამდენიმე გასროლით ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 44 წლის კაცი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანამ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მას მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული. როგორც რადიო თავისუფლებისთვის არის ცნობილი, შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავს. "დღეს ამ მამაკაცს ჰქონდა ჩანიშნულ გეგმიური ვიზიტი. ცენტრში მოსვლისას შავი მანქანიდან გადმოსულმა პირმა ესროლა რამდენჯერმე, რაც ჩვენმა თანამშრომლებმა დაინახეს", - ამბობს ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორი. Читать дальше...



Москва

Российские компании придерживаются собственного подхода в ESG


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин сообщил о планах благоустройства территорий школ и детских садов



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Евгений Маргулис

В ЦДКЖ 18 августа ждут любителей группы «Рекорд Оркестр» на Квартирнике Евгения Маргулиса




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Российские флаги снова вывесили на матче Евро-2024 между Англией и Сербией

Военно-спортивный фестиваль Росгвардии открылся в «Лужниках»

Спортсмен Росгвардии занял второе место в личном многоборье на Играх БРИКС


WTA

Самсонова выиграла турнир WTA в Хертогенбосхе



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Стало известно, какие виды транспорта выпускаются в ОЭЗ "Технополис Москва"



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России