Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2022

Новости за 22.02.2022

სუს-ის გავლენა საჯარო დაწესებულებებზე - რას ამბობს DRI-ს გამოკვლევა?

Radiotavisupleba.ge 

როგორია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავლენა სახელმწიფო ორგანოებსა და კერძო დაწესებულებებზე ე.წ. ოდეერების დანიშვნის გზით? ამ საკითხს სწავლობდა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, რომელმაც 22 თებერვალს გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა.



სააკაშვილი: მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი. ბრიფინგი სწორედ სააკაშვილის ღია წერილს მოჰყვა, რომლის ადრესატი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მადლიერია სალომე ზურაბიშვილის პოზიციით. „მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის - რომ საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. Читать дальше...

უეფა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ჯერ არ საუბრობს, პოლონეთის ნაკრებს კი მოსკოვში თამაში არ სურს

Radiotavisupleba.ge 

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების სეზონი 28 მაისს სანქტ-პეტერბურგში გასამართი ფინალით უნდა დასრულდეს. ეს წინასწარი გეგმით, მაგრამ დიდი შანსია, ევროპის საფეხბურთო ასოციაციამ ფინალის მასპინძელი ქვეყანა უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნით ჩაანაცვლოს. მიზეზი, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ სუბიექტებად ცნობა, აგრესია და უკრაინაში ომის პროვოცირებაა. შესაძლო სანქციების შესახებ ინფორმაციას ევროპული სააგენტოები აქტიურად ავრცელებენ. მათი აზრით, გამორიცხული არაა, უეფა... Читать дальше...

სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი მკურნალობა მხოლოდ პენიტენციური დაწესებულებების გარეთ შეიძლება

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც კვლავ შიმშილობა გამოაცხადა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერილს აქვეყნებს. ის აცხადებს, რომ მისი მკურნალობა ვერ მოხდება ვერც პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში და ვერც გორის ჰოსპიტალში. „მეგობრებო, გაუგებრობა რომ არ იყოს. მე ამ ეტაპზე მხოლოდ იმას კი არ ვითხოვ, რომ ჩემთან ექიმები დაუშვან... ექიმებმა, სამივე კონსილიუმმა და ასევე, ციხის მიერ მოწვეულმა ნევროლოგმა, თამარ აბაშიძემ დიაგნოზი უკვე დამისვეს გარდაუვალ... Читать дальше...

რუსეთი აცხადებს, რომ ლავროვი კვლავ მზად არის შეხვდეს ბლინკენს ჟენევაში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მზად არის შეხვდეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ, ჯარი შეიყვანოს უკრაინის აღმოსავლეთში, სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებში. „ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, ვამბობთ: ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის“, - განაცხადა 22 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, - ამიტომ, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა... მზად ვართ მოლაპარაკების პროცესისთვის“, - თქვა მან. Читать дальше...



ბრიტანეთი აქტივების გაყინვით და მოგზაურობის აკრძალვით იწყებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ, ზომების „პირველი ზალპის“ სახით, მისი ქვეყანა სანქციებს უწესებს რუსეთის ხუთ ბანკს და სამ უმდიდრეს ადამიანს. „დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები იწყებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც უკვე მოვამზადეთ...რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ“, - განაცხადა ჯონსონმა პარლამენტში გამოსვლისას 22 თებერვალს. მან პარლამენტს უთხრა, რომ დიდი ბრიტანეთს აქვს ფინანსური საშუალებების მთელი წყება, რომლებითაც შეეძლება დარტყმა მიაყენოს რუსეთს კრიზისის გამწვავების შემთხვევაში. Читать дальше...

რუსეთის ფედერაციის ბომბდამშენები და მოიერიშე თვითმფრინავები შავ ზღვაზე მანევრებს ჩაატარებენ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში განათავსა გამანადგურებელი ბომბდამშენები, მოიერიშე თვითმფრინავები და ვერტმფრენები, რომლებიც უახლოეს დღეებში წვრთნის საბაბით ზღვაზე მანევრებს ჩაატარებენ. ამის შესახებ რუსული გაზეთი „იზვესტია“ რუსეთის სამხედრო უწყების წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ცნობაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის საავიაციო ჯგუფი ყირიმის ნახევარკუნძულზე გადაიყვანეს, მისი კონცენტრაცია გასული კვირის ბოლოს დასრულდა. ჯგუფში შედიან ბომბდამშენები, მოიერიშე თვითმფრინავები და ვერტმფრენები. Читать дальше...

გაერო თანამშრომელთა ნაწილს და მათი ოჯახის წევრებს უკრაინაში დროებით გაარიდებს კრიზისის რეგიონებს

Radiotavisupleba.ge 

გაერო აცხადებს, რომ თავის არაძირითად თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს უკრაინაში დროებით გაიყვანს კრიზისის რეგიონიდან, რადგან იზრდება ქვეყანაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის საშიშროება. „ჩვენ განზრახული გვაქვს დავრჩეთ და უკრაინაში, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ნაწილში, დახმარება გავაგრძელოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს გაეროს პრესმდივანმა, ალესანდრა ველუჩიმ ჟენევაში 22 თებერვალს. „გავაგრძელებთ მუშაობას მთელი მასშტაბით“, მაგრამ „ადგილზე შექმნილი ვითარების გამო გადავწყვიტეთ არაძირითადი თანამშრომლების... Читать дальше...

თურქეთის პრეზიდენტმა მიუღებელი უწოდა დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობას

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა გააკრიტიკა და მიუღებელი უწოდა უკრაინის სეპარატისტული სუბიექტების, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. "ამ გადაწყვეტილებას მიუღებლად მივიჩნევთ. მოვუწოდებთ მხარეებს, პატივი სცენ საღ აზრს და საერთაშორისო სამართალს", - განაცხადა ერდოანმა, რომლის სიტყვებიც სააგენტო "ანადოლუს" მოჰყავს. რაც შეეხება გაეროს უშიშროების საბჭოს, თურქეთისა და გერმანიის ერთობლივი სამიტის გამართვის... Читать дальше...

ევროპის კავშირი რუსეთს სანქციებს უწესებს - წარდგენილია სანქციების პირველი პაკეტი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, გამოაცხადოს დამოუკიდებელ სუბიექტებად და შეიყვანოს ჯარი უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიის ნაწილში, რაც ბრიუსელის შეფასებით, "უკანონო და მიუღებელია", ევროპის კავშირი სანქციებს უწესებს რუსეთის შესაბამის სუბიექტებს. ამის შესახებ განცხადება გაავრცელეს ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა. "რუსეთის ნაბიჯით ირღვევა საერთაშორისო სამართალი, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რუსეთის... Читать дальше...

თსუ-ს სტუდენტებმა სასწავლო პროცესის აუდიტორიებში დაბრუნების მოთხოვნით აქცია გამართეს

Radiotavisupleba.ge 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სასწავლო პროცესის აუდიტორიებში დაბრუნების მოთხოვნით, აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ და მსვლელობა მოაწყვეს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმართულებით. სტუდენტების თქმით, როცა ქვეყანა კოვიდ რეგულაციების მაქსიმალურად მოხსნისა და შემსუბუქების გზით მიდის, არალოგიკურია კვლავ ონლაინ სწავლა. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დათო გოგოლაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ დროისთვის მათ უნივერსტეტის... Читать дальше...


Музыкальные новости
Баста

23 главных концерта Москвы в июне. Баста, Stigmata, ATL, Лолита и не только





Rss.plus
БГАТОиБ

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты




В Петербурге не стало актера из мюзикла «Старик Хоттабыч» Владимира Крылова

Празднование юбилея высадки союзников в Нормандии станет «днем Зеленского»

Подмосковный Комлесхоз напомнил жителям о запрете на разведение огня в лесу

На МКАД грузовик столкнулся с двумя легковушками




თბილისში, უკრაინის საელჩოსთან აქცია გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდასაჭერად სპონტანურად დაგეგმილი აქცია გაიმართა, რომელშიც ქართველებთან ერთად აქ მცხოვრები უკრაინის და რუსეთის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაეჭირა ამ გადაწყვეტილებისთვის და შემდეგ კი მოეხდინა ორივე "რესპუბლიკასთან" მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია. Читать дальше...

გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესს აჩერებს

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეაჩერებს სადავო გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესს, უკრაინის მიმართ რუსეთის მოქმედების საპასუხოდ. 22 თებერვალს შოლცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანიის მარეგულირებელ უწყებას სთხოვა, შეაჩერონ შემოწმების პროცესი მილსადენზე, რომელიც 11 მილიარდი დოლარი დაჯდა და რომლის მიზანია რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდება. „ტექნიკურად ჟღერს, მაგრამ ეს არის საჭირო ადმინისტრაციული ნაბიჯი, რათა არ მოხდეს მილსადენისთვის სერტიფიკატის მიცემა... Читать дальше...

სასწავლო დაწესებულებებში კოვიდრეგულაციები არ იცვლება

Radiotavisupleba.ge 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ საკოორდინაციო საბჭომ კოვიდრეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში რჩება მოქმედი წესები. ეს ეხება ყველა სკოლას, პროფესიულ სასწავლებელსა თუ უმაღლეს სასწავლებელს. "უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი", - აცხადებენ სამინისტროში. უწყებაში აღნიშნავენ... Читать дальше...

დანაშაული აღიარა ავსტრალიელი შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულმა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში მცხოვრები ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულმა რაფაელ მურსაკულოვმა სასამართლო სხდომაზე დუმილის უფლება დაარღვია და დანაშაული აღიარა. მან ბოდიში მოუხადა როგორც გარდაცვლილის ოჯახს, ისე დარბაზში მყოფ ადამიანებს და თქვა, რომ არ შეუძლია დეტალურად გაიხსენოს, როგორ ან რატომ ჩაიდინა მკვლელობა. საქმის პროკურორის განმარტებით, რაფაელ მურსაკულოვის შერაცხადობა ექსპერტიზამ დაადასტურა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის აცნობიერებდა დანაშაულის მომენტში რასაც აკეთებდა. ბრალდებულს, პროკურორის თქმით... Читать дальше...

„მე მოძალადე ვარ და ეს ანგელოზი?“ – 5 ივლისს ნაცემი ჟურნალისტების საქმის ხმაურიანი სასამართლო გადაიდო

Radiotavisupleba.ge 

2021 წლის 5 ივლისს ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული პირებისათვის საბოლოო განაჩენის გამოსატანად თვეზე ცოტა მეტი რჩება - ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული დარბევების და ჟურნალისტებზე თავდასხმების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 22 თებერვალსაც გაიმართა.

ჰარცელი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებაზე: საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციები იგეგმება. საუბარი შეეხება შექმნილი სიტუაციის გავლენას რეგიონზე მთლიანად და მათ შორის, საქართველოზე. „ევროპელმა ლიდერებმა შესაძლო სიმკაცრით დაგმეს პრეზიდენტ პუტინის გუშინდელი გადაწყვეტილება უკრაინის ოლქების - ლუგანსკისა და დონეცკის აღიარებასთან დაკავშირებით. ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა... Читать дальше...



Москва

Eurasianet: Азербайджан публично и цинично уничтожает армянское культурное и историческое наследие в Нагорном Карабахе


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 1 июня начнется фестиваль «Лето в Москве. Все на улицу!»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Трансляцию концерта джазового оркестра Бутмана посмотрели 50 млн китайцев




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Для пользы тела. «Мой спортивный район» начинает летние тренировки

Певица Пелагея разделила имущество с бывшим мужем

День защиты детей празднуют в мире 1 июня


Андрей Рублёв

Итальянская забастовка: Рублёв, Котов и Самсонова вылетели с «Ролан Гаррос», Потапова обыграла Ван Синьюй



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Ролан Гаррос

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России