Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2022

Новости за 29.07.2022

ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, სამაშველო ღონისძებების დასრულებამდე, გუდაურში მოძრაობა აიკრძალა

Radiotavisupleba.ge 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაურში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრთან, ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, სამაშველო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის დახმარებით მიმდინარეობდა ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება. Читать дальше...

რუსეთის არამეგობრული ქვეყნების ორი სია - საქართველო არც ერთში არაა

Radiotavisupleba.ge 

ჯერ კიდევ 2018 წელს ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, რომ რუსეთმა არამეგობრული ქვეყნები უნდა აღნუსხოს. დღეს უკვე არსებობს ორი მსგავსი სია, რომლებშიც 50-ზე მეტი ქვეყანა მოხვდა. მტრულ ქვეყნად საქართველოს აღარც რუსეთის მოსახლეობა მიიჩნევს.



უკრაინიდან ლტოლვილებმა აჭარის მთავრობისგან პასუხი ვერ მიიღეს

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 29 ივლისს აჭარის მთავრობის სახლთან უკრაინიდან ლტოლვილი რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა მთავრობის თავმჯდომარესთან,  თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის და მისთვის დახმარების თხოვნის სურვილით. მათი განცხადებით, გაზაფხულზე აჭარაში ჩამოსული 150- მდე უკრაინელი ლტოლვილი გონიოსა და ქობულეთის სასტუმროებში ცხოვრობს,  აჭარის ტურიმზის დეპარტამენტის დაფინანსებით. სამ დღეში კი სასტუმროს დატოვება მოუწევთ, რადგან მათი ცხოვრებისა და კვების ხარჯის დაფინანსებას ადგილობრივი ხელისუფლება წყვეტს. ლტოლვილებზე ზრუნვას... Читать дальше...

თალაკვაძე ჩამოვარდნილ ვერტმფრენზე: „მიუვალ მთებში არ დარჩეთ, გთხოვთ, სახლში ცოცხლები დაბრუნდით გმირებო!"

Radiotavisupleba.ge 

გუდაურში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნას „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე. „მიუვალ მთებში არ დარჩეთ, გთხოვთ, სახლში ცოცხლები დაბრუნდით გმირებო!" - წერს თალაკვაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის დახმარებით მიმდინარეობდა ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება. განცხადების თანახმად... Читать дальше...

ბელორუსმა დიდი ბრიტანეთიდან თავისი ელჩი გაიწვია

Radiotavisupleba.ge 

დიდ ბრიტანეთში ბელორუსის ელჩი მინსკში გაიწვიეს, განაცხადა ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანატოლი გლაზმა და განმარტა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „დიდი ბრიტანეთის არამეგობრულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც სისტემურად მიზნად ისახავს ბელორუსის მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას “. ოფიციალურ მინსკს ლონდონში წარადგენს დროებითი წარმომადგენელი. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ბრიტანეთმა ბელორუსის მოქალაქეებისა და საწარმოების... Читать дальше...

დახურული კონსულტაციები ყველა შემთხვევაში მიღებულია, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში აუცილებელიცაა, მაგრამ კითხვებს წარმოშობს, როცა შემდეგ უცნაური პროცესები ვითარდება

News.ge 

დახურული კონსულტაციები ყველა შემთხვევაში მიღებულია, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში აუცილებელიც არის, მაგრამ კითხვებს წარმოშობს, როცა კონსულტაციების შემდეგ გარკვეული უცნაური პროცესები ვითარდება, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. მისივე თქმით, უცნაურია პროცესები, როცა რადიკალური ოპოზიცია გააქტიურდა და დაიწყო საუბარი ბიძინა ივანიშვილის, მოსამართლის სანქცირებაზე და სახელმწიფო გადატრიალებაზე. ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “აქ შეკითხვებიც არსებობს და თხოვნაც,... Читать дальше...

როცა ოკუპაციას ეხება საქმე, განცხადებები უნდა იყოს პრინციპული – არ ვარ მომხრე არც ზედმეტი აჟიოტაჟის, არც ზედმეტი სიჩუმის, თუმცა რასაც მთავრობა აკეთებს, ეს უფრო მეტია, ვიდრე ზედმეტი სიჩუმე

News.ge 

როცა შენი ქვეყნის ოკუპაციას ეხება საქმე, იქ განცხადებები უნდა იყოს პრინციპული, მე არ ვარ მომხრე არც ზედმეტი აჟიოტაჟის, არც ზედმეტი სიჩუმის – ის, რასაც აკეთებს ახლა საგარეო უწყება და მთავრობა, ეს არის უფრო მეტი, ვიდრე ზედმეტი სიჩუმე,- ასე ეხმიანება “მოქალაქეების” დეპუტატი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ჟურნალისტებთან პრემიერ- მინისტრის კომენტარს ბიჭვინთის ანექსიაზე, რომელმაც პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ ...



გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა - შსს

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. განცხადების თანახმად, ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები. „მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის", - იუწყება შსს. Читать дальше...

სუბარი: ივანიშვილთან მისული ამერიკის ელჩი საქართველოს ჩართვას რუსეთთან ომში პირდაპირი ტექსტით არ მოითხოვდა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მორიგი განცხადებით მიმართავს. ტექსტი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ვებსაიტზე გამოაქვეყნდა.  სუბარი მიიჩნევს, რომ ელჩი ივანიშვილისგან საქართველოს ომში პირდაპირ არ მოითხოვდა და აღნიშნავს, რომ კელი დეგნანის განცხადება, რომ „ქართული ოცნების" დამფუძნებელი არ დაუშანტაჟებია, არაფრისმთქმელია.  „კელი დეგნანმა ისიც განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილი არ დაუშანტაჟებია. მე პირადად ეჭვიც არ მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილთან მისული ამერიკის ელჩი... Читать дальше...

ლავროვი: ბლინკენთან მოლაპარაკება მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გრძელდება მოლაპარაკება თავის ამერიკელ კოლეგასთან ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრის შესახებ, რათა განიხილონ პატიმრების შესაძლო გაცვლა. ცნობით, გაცვლა შეიძლება შეეხოს ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრაინერს და იარაღით რუს მოვაჭრე ვიქტორ ბუტს. "მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ასეთი კონტაქტის ვადაზე; ეს მაშინ მოხდება, როდესაც ოფისში ვიქნები. აშკარაა, რომ ეს დღეს ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ უახლოეს დღეებში ჩვენ ამერიკელ კოლეგებს შევთავაზებთ მოსახერხებელ... Читать дальше...

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის გაიტანოს მილიონობით ტონა მარცვლეული - გაეროსა და თურქეთისგან ნიშანს ელის

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა დაიწყოს ქვეყნის სამხრეთის ნავსადგურებში დაგროვილი მილიონობით ტონა მარცვლეულის გადაზიდვა და ელოდება ოპერაციის დაწყების ნიშანს თურქეთიდან და გაეროსგან, რომლებიც შეთანხმდნენ, რომ ზედამხედველობა გაუწიონ მიწოდებას. "ჩვენი მხარე სრულად არის მზად. ჩვენ ყველა სიგნალი გავუგზავნეთ პარტნიორებს - გაერო-ს და თურქეთს და ჩვენი სამხედროები უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ," - მოჰყავს ზელენსკის ოფისს პრეზიდენტის 29 ივლისის განცხადება და აღნიშნავს, რომ ის პირადად ეწვია ერთ-ერთ პორტს, ჩერნომორსკს. Читать дальше...

გიორგი ვაშაძე ბიჭვინთის შესახებ პრემიერის განცხადებაზე – შოკირებული ვარ – ეს არის სამშობლოს ღალატი!

News.ge 

შოკირებული ვარ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს შეიძლებოდა ჰყოლოდა პირველი პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიებზე იტყოდა, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ატყდეს და ზედმეტი არაფერი არ უნდა ვთქვათ – ეს არის სამშობლოს ღალატი! – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ- მინისტრის განცხადებას ბიჭვინთის ანექსიის საკითხზე. მისი თქმით, ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და ნათელია, ...

პრემიერი ბიჭვინთის საკითხზე – მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ ავტეხოთ, სწორედ მათი უგუნური მოქმედებების შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ

News.ge 

მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ ავტეხოთ, სწორედ მათი უგუნური მოქმედებების შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას ბიჭვინთის ანექსიის საფრთხესთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, მმართველი გუნდი მისი გონივრული პოლიტიკით ქვეყანას გააერთიანებს. „არათუ ბიჭვინთა, არამედ აფხაზეთი და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ... Читать дальше...

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებულია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არ ყოფილა

News.ge 

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებულია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არ ყოფილა და ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ სპეკულაციები და ბრალდებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა. “სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებულია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არ ყოფილა და ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ სპეკულაციები და ბრალდებები. ...

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ტყვეთა კოლონიაზე სარაკეტო დარტყმაში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ სარაკეტო დარტყმაში კოლონიაზე, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებიან. რუსეთის მიერ კონტროლირებული დონეცკის ე.წ. სახლხო რესპუბლიკის ტერიტორიული თავდაცვის შტაბის მტკიცებით, დასახლებულ პუნქტ ელენოვკაში მდებარე კოლონიაზე უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად დაიღუპა 53 და დაიჭრა 75 ადამიანი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კონაშენკოვმა განაცხადა, რომ "კიევის რეჟიმმა" ეს "სისხლიანი პროვოკაცია" განახორციელა... Читать дальше...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Hotel Sapphire Bakuriani გაფართოებას გეგმავს

News.ge 

29 ივლისი, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში 5 სართულიანი, 5 ვარსკვლავიანი, 27 ნომრიანი სასტუმრო აშენდა. სულ ცოტა ხნის წინ კი სასტუმროში 80 ადამიანზე გათვლილი ლაუნჯი და ტერასაც გაიხსნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 7 მლნ ლარია, საიდანაც ბანკის თანამონაწილეობა 3.5 მლნ ლარს შეადგენს. „ბანკთან დიდი ხანია ...

ღარიბაშვლი ბიჭვინთაზე: ძირძველი ტერიტორიები ოკუპირებულია, ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს 29 ივლისს პირველი კომენტარი გააკეთა ბიჭვითის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თემასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით აფხაზეთი და სამაჩაბლო დროებით ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მოუწოდა პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ არის. მისი სიტყვებით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გონივრული პოლიტიკით „გააერთიანებენ ქვეყანას“. „არათუ მხოლოდ ბიჭვითა, მთელი აფხაზეთი, ძირძველი ჩვენი ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო... Читать дальше...

ღარიბაშვილი კელი დეგნანზე: ბევრი კითხვა დაისვა საზოგადოებისგან, ბევრი ინფორმაცია ვრცელდება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არ შეაფასა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებები, რომელიც ბოლო პერიოდში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. კელი დეგნანის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში დაწყებულ ომსა და საქართველოსთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრით დაიწყო. "მე ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენ ძალიან დიდი განსაცდელი გამოვიარეთ მაშინ, როცა უკრაინაში დაიწყო ომი. ჩვენმა გუნდა მოვახერხეთ, ეს განსაცდელი ქვეყნას ავარიდეთ მიუხედავად ბევრი მცდელობისა, პროვოკაციებისა და პირდაპირი მოწოდებებისა. Читать дальше...


Музыкальные новости
Игорь Крутой

Студенты Академии Игоря Крутого раскрыли свои таланты





Rss.plus
#123ru.net

Погружение в современное российское искусство – стартовал 3-ий фестиваль «Территория. Красноярск»




Капремонт кровли дома № 71 на Красной улице завершили в Солнечногорске

Дом творчества «Созвездие» в Химках капитально отремонтируют к концу года

Белый дом допустил приход ряда договоров с Россией на смену ДСНВ

Чеченец Апти Алаудинов: кто он самый молодой генерал МВД и за что стал героем России?




ირანში ერთ დღეში სიკვდილით სამი ქალი დასაჯეს

Radiotavisupleba.ge 

ირანის ხელისუფლებამ გასულ ოთხშაბათს სიკვდილით დასაჯა სამი მსჯავრდადებული ქალი. ყველა მათგანი დამნაშავედ ცნეს ქმრების დახოცვაში. ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვან ასაკში იყო გათხოვილი. საერთო ჯამში, მხოლოდ ამ კვირაში ირანში 32 სიკვდილით დასჯა განხორციელდა. 2022 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 250 - ზე მეტი სასიკვდილო განაჩენი მოიყვანეს სისრულეში, ეს არის ორჯერ მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ირანში მომუშავე უფლებადამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ირანის სასამართლოები არ განიხილავენ შემამსუბუქებელ გარემოებებს. Читать дальше...

შეერთებულმა შტატებმა 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ევგენი პრიგოჟინისა და "ტროლების ქარხნის" შესახებ ინფორმაციისთვის

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 10 მილიონ დოლარამდე ფულადი ჯილდო დააწესა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უცხოური ჩარევის შესახებ ინფორმაციებისთვის. ასეთ ჩარევაში ადრე არაერთხელ დაადანაშაულეს რუსეთის ხელისუფლება და მასთან დაკავშირებულ ადამიანები და კომპანიები – კერძოდ, პეტერბურგელი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი და მის მიერ დაფუძნებული ინტერნეტ-კვლევითი სააგენტო, რომელიც ცნობილია როგორც "ტროლების ქარხანა". "ისინი შეგნებულად და წინასწარგანზრახვით შევიდნენ შეთქმულებაში, რათა ზიანი მიეყენებინათ აშშ-ისთვის... Читать дальше...

პოლიციამ იცის, ვინ მოკლა 20 წლის ბიჭი ცხვარიჭამიაში - ახლა მას ეძებენ

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცის იმ ადამიანის ვინაობა, ვინც 20 წლის, ახალგაზრდა კაცი გუშინ ცხვარიჭამიაში მოკლა. როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად. გამოძიება ერთდროულად მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით - განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის კვალიფიკაციით. ამავე საქმეზე გვიან ღამით დააკავეს შვიდი ადამიანი. მათ გამოძიება ხულიგნობას, ცრუ... Читать дальше...

არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაიცვას სოსო გოგაშვილის უსაფრთხოება

Radiotavisupleba.ge 

10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაიცვან სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი პირის, სოსო გოგაშვილის უსაფრთხოება. ერთობლივ განცხადებაში ასევე საუბარია ყველა იმ საქმეზე გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე, რომელზეც ყოფილი მაღალჩინოსანი საუბრობს. "მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებას გოგაშვილის ფიზიკური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, მის მიმართ მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტით წარმართვის და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოძიების განსაკუთრებული... Читать дальше...

მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში 7 ოქტომბრამდე გააგრძელა საგანგებო მდგომარეობა

Radiotavisupleba.ge 

28 ივლისს მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას უკრაინაში მიმდინარე საომარი მდგომარეობის გამო 2022 წლის 28 აგვისტოდან საგანგებო მდგომარეობის კიდევ 60 დღით გახანგრძლივების შესახებ. გადაწყვეტილება მიიღეს მმართველი "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ ( PAS) 54 დეპუტატის ხმით. კენჭისყრის დროს პარლამენტის დარბაზში არ იმყოფებოდნენ ოპოზიციური კომუნისტებისა და სოციალისტების ბლოკის წევრები, ხოლო პარტია „შორის“ დეპუტაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა პარლამენტის სხდომა. "კვლავ არსებობს... Читать дальше...

არ მგონია, კელი დეგნანის განცხადებაში „ქართული ოცნება“ მოიაზრებოდეს – ჩვენი მხრიდან არავის აქვს განწყობა, ვინმეს თავს დაესხას

News.ge 

არ მგონია, აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაში „ქართული ოცნება“ მოიაზრებოდეს – არავის ჩვენი მხრიდან არა აქვს განწყობა იმისა, ვინმეს თავს დაესხას და ურთიერთობებში პრობლემების შექმნას – პირიქით! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა. როგორც სარჯველაძე განმარტავს, როდესაც „ქართული ოცნება“ ნებისმიერ თემაზე საუბრობს, ხაზს უსვამს, რომ ამ დრომდე და მომავალშიც საქართველო არის და იქნება აშშ-სთან ...



Москва

В Москве прошла Премия-практикум «Харизма Года»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Завод по производству препаратов из плазмы крови человека появится в РФ



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Джиган

Джиган, Оксана Самойлова, Виктория Боня и другие: ТНТ раскрывает дату премьеры нового сезона реалити«Выжить в Дубае. Возвращение»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Медийный баскетбол, киберспорт и турнир ММА: Константин Пухов рассказал о мероприятиях Международного центра бокса (Наташа)

«Столото» подписал соглашение в развитие стратегической поддержки комплекса ГТО и многоборья ГТО

Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки


Арина Соболенко

Названо условие сенсации в матче Арины Соболенко с вундеркиндом из России



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Архангельск

Архангельск стал базовой площадкой для проведения окружного спортивного форума



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России