Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2022

Новости за 31.07.2022

ზელენსკიმ დონეცკიდან სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მთავრობამ მიიღო დონეცკიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის გადაწყვეტილება, რუსეთის შეჭრილ ძალებთან ინტენსიური შეტაკებების გამო.  30 ივლისს, საღამოს მიმართვაში ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ საცხოვრებელი ადგილები უნდა დატოვოს იმ ასი ათასობით ადამიანმაც, ვინც უფრო ფართოდ დონბასის რეგიონში რჩება.  "რაც მეტი ადამიანი დატოვებს დონეცკის რეგიონს ახლა, მით ნაკლები ადამიანის მოკვლის დრო ექნება რუსეთს" - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მოსახლეობა კომპენსაციას მიიღებს. Читать дальше...

თურქეთი: უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი შესაძლოა 1 აგვისტოდან დაიწყოს

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის პრესმდივნის თქმით, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მარცვლეულით დატვირთული პირველი საექსპორტო გემი უკრაინას 1 აგვისტოს დატოვებს.  "ხვალამდე ყველა [დეტალი] თუ დასრულდება, როგორც ჩანს, პირველი გემი პორტს სავარაუდოდ ხვალ დატოვებს" - უთხრა პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა თურქეთის ტელევიზიას 31 ივლისს. "ყველაზე გვიან გემები პორტებს შემდეგ დღეს დატოვებენ" - დასძინა მან.  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმდინარე კვირაში თქვა, რომ უკრაინა მზადაა დაიწყოს... Читать дальше...

სავარაუდოდ დრონით შეტევის გამო, სევასტოპოლში გაუქმდა რუსეთის ფლოტის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები

Radiotavisupleba.ge 

ყირიმის საპორტო ქალაქ სევასტოპოლში გაუქმდა რუსეთის ფლოტის დღის საზეიმო ღონისძიებები, მას მერე, რაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე დრონით იქნა იერიში მიტანილი.  სევასტოპოლის კრემლის მიერ დანიშნული გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი 31 ივლიის ამბობს, რომ ინციდენტის შედეგად დაიჭრა შტაბ-ბინის ექვსი თანამშრომელი. მანამდე რაზვოჟაევი ტელეგრამით წერდა, რომ რუსეთის დღესასწაული "გაუქმდა უსაფრთხოების მიზეზებით". მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის.  რაზვოჟაევი გამოთქვამს ეჭვს, რომ თავდასხმისას გამოყენებული დრონი ეკუთვნის უკრაინის არმიას. Читать дальше...



რუსეთმა გაერო და წითელი ჯვარი მიიწვია უკრაინელი სამხედრო ტყვეების დაღუპვის გამოსაძიებლად

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაერო და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მიიწვია გამოძიების ჩასატარებლად აღმოსავლეთ უკრაინაში, მოსკოვის მხრიდან მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ იმ ადგილებში, სადაც ციხეზე მიტანილ იერიშს მიმდინარე კვირაში ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვე შეეწირა.  სანამ 31 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება გავრცელდებოდა, გაეროს პრესმდივანმა, ფარჰან ჰაქმა თქვა, რომ რუსეთისა და უკრაინის თანხმობის შემთხვევაში ორგანიზაცია გამომძიებლებს გაგზავნიდა ფრონტის ხაზის ქალაქ ოლენივკაში, სადაც თავდასხმა მოხდა. Читать дальше...

რატომ მოკლეს ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭი - პროკურატურის ვერსია

Radiotavisupleba.ge 

მცხეთის საქალაქო სასამართლოში 28 ივლისს ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის, ახალგაზრდა კაცის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა იმართება. ამ სხდომაზე პროკურორმა ისაუბრა იმ ღამით, დაბადების დღის წვეულებაზე განვითარებული მოვლენების შესახებ, რაც ამ ეტაპზე გამოძიებით არის დადგენილი. "დაახლოებით, ღამის 02:10 საათზე დაბადების დღეზე მყოფ გიორგი ხორავას ერთ-ერთი სტუმარი, მირიან კუკავა [დაღუპული] შემთხვევით მიეჯახა მხარზე. ამ უმნიშვნელო საბაბით გაღიზიანებულმა გიორგი ხორავამ მის მეგობრებთან ერთად, დავით ჯიჯეიშვილთან... Читать дальше...

ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა

Radiotavisupleba.ge 

ცხვარიჭამიაში 28 ივლისს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული დავით ჯიჯეიშვილი ამბობს, რომ 20 წლის ახალგაზრდა კაცი, მირიან კუკავა იმ ღამეს მის მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მან სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ბრალი ნაწილობრივ აღიარა. "ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა..." - თქვა ბრალდებულმა დავით ჯიჯეიშვილმა. მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე, ის აღიარებდა თუ არა განზრახ მკვლელობას, ბრალის იმ კვალიფიკაციას, რომელიც მას პროკურატურამ წაუყენა... Читать дальше...

მარნეულში საკანალიზაციო ჭის გაწმენდას ორი ადამიანი ემსხვერპლა

Radiotavisupleba.ge 

მარნეულში  საკანალიზაციო ჭის გაწმენდის დროს ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 31 ივლისს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მუშა, რომელიც ერთ-ერთ სახლში საკანალიზაციო ჭას ასუფთავებდა, ჭიდან ვეღარ ამოვიდა. მისი დახმარება სახლის მეპატრონემ სცადა, თუმცა ამოსვლა ვერც მან შეძლო. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით იძიებს. ამ მუხლით გაუფრთხილებლობის გამო ადამიანის გარდაცვალებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.

მელიას თქმით, ადვოკატების სტრატეგიის ნაწილია, რომ სააკაშვილი "პოლიტიკით აღარ ინტერესდება"

Radiotavisupleba.ge 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ მისი პარტიის დამფუძნებლის ადვოკატების დაცვის სტრატეგიაა თქვან, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკით აღარ ინტერესდება. მელიამ "TV პირველის" ეთერში თქვა, რომ ადვოკატებმა უკეთ იციან თავიანთი საქმე. "პირველ რიგში, ეს ასე არ არის. დაცვის მხარეს აქვს თავისი სტრატეგია – ადვოკატები არიან, ხალხო. მაშინ, მთელი ის პროცესი, რაზეც ჩვენ ვკონტაქტობდით თვეების განმავლობაში, ვატყუებდით ერთმანეთს, ან მე მიშას ან მიშა მე? დაცვის სტრატეგიაა. დიახაც, ვიცი რა, ეს რეჟიმი სანამ არ დამარცხდება... Читать дальше...



ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე: ჩინელებმა გადაკეტეს სრუტე და დაიწყეს ინტენსიური “ვარჯიშები” ტაივანიდან ძალიან ახლოს!

News.ge 

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გამარჯობა! გუშინ ჩვენებმა ჩამოაგდეს კიდევ ერთი რუსული სუ-25; გაანადგურეს შეიარაღების საწყობები და საშტაბო პუნქტები დროებით ოკუპირებულ გერიტორიებზე ხერსონში, ზაპოროჟიესა და ლუჰანსკში; ლუჰანსკში ასევე პარტიზანებმა დააზიანეს რკინიგზა, რომელიც ენსახურებოდა შეირაღების და ცოცხალი ძალის გადაზიდვას! ასევე დაზიანებულია ანტონოვკის... Читать дальше...

რობერტ სტურუას 84 წელი შეუსრულდა

News.ge 

1938 წლის 31 ივლისს დაიბადა  თეატრისა და კინოს რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი რობერტ სტურუა. 1965 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე სტურუამ დადგა  არტურ მილერის „სეილემის პროცესი“, რამაც რეჟისორს პირველი ნამდვილი წარმატება მოუტანა. თეატრალური ფორმის ოსტატობა გამოჩნდა მის მეორე მნიშვნელოვან ნამუშევარში, დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, რომელიც თემურ ჩხეიძესთან ერთად დადგა. მნიშვნელოვანი წარმატება მოჰყვა სპექტაკლს „ხანუმა“. 1970-იან წლებში უკვე გაჩნდა ცნება „რობერტ სტურუას თეატრი“. პოლიკარპე... Читать дальше...

გუდაურში დაღუპული ტურისტის ცოლი პოლიციამ გამოკითხა

Radiotavisupleba.ge 

​გუდაურში 29 ივლისს უბედური შემთხვევის დროს დაღუპული ტურისტის ცოლი, შერილ მორალ ტიმანი პოლიციამ გამოკითხა. როგორც რადიო თავისუფლებისთვის არის ცნობილი, უკვე გამოიკითხა რამდენიმე სხვა ადამიანიც. "ჯერ ჩემი ქალიშვილი გაფრინდა პარაპლანით, შემდეგ მე და ბოლოს ჩემი ქმარი. ამინდი კარგი იყო, მაგრამ მოულოდნელად ძლიერი ქარი ამოვარდა. ჩემს ინსტრუქტორსაც კი პრობლემა შეექმნა დაჯდომის დროს. მე რომ დავეშვი, დავინახე, რომ ჩემს ქმარს ინციდენტი შეემთხვა. ჩვენ ველოდებოდით მაშველებს და ბოლოს გამოჩნდა ვერტმფრენიც. მეუბნებოდნენ... Читать дальше...

31 ივლისის ღამეს რუსებმა ქალაქი მიკოლაივი დაბომბეს

News.ge 

31 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა ქალაქი მიკოლაივი დაბომბეს, რამაც საცხოვრებელი სახლების დაზიანება და რამდენიმე ობიექტის განადგურება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მიკოლაევის მერზე, ალექსანდრ სიენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს. „მტერმა დღეს მიკოლაივზე მასიური იერიში მიიტანა. ალბათ, ეს ყველაზე ძლიერი თავდასხმა იყო, რაც აქამდე მომხარა. ძლიერი აფეთქებები გაისმა დილის 01:00 საათის შემდეგ და დაახლოებით 05:00 საათზე. განადგურდა რამდენიმე ...

ყოფილმა დეპუტატმა საკუთარ გამონათქვამს ქალაქის ცენტრში 3-მეტრიანი ძეგლი დაუდგა

News.ge 

ჩხოროწყუში “ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა ჯუმბერ იზორიამ საკუთარ “ბრძნულ” გამონათქვამს ქალაქის ცენტრში 3-მეტრიანი ძეგლი დაუდგა. წყარო

ნიკა მელია: …ამას პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი არ დაეთანხმება

News.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ქართული პოლიტიკის დატოვების შესახებ ადვოკატის, ვალერი გელბახიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს განცხადება ადვოკატების სტრატეგიაა და სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილია. „ეს ასე არ არის. დაცვის მხარეს აქვს თავისი სტრატეგია, ადვოკატები აკეთებენ თავიანთ საქმეს. მე ვიცი, რომ ეს რეჟიმი სანამ არ დამარცხდება, ...

ბუბა კიკაბიძე: ქალაქები მიწასთან გაასწორეს. არაფერი არ დარჩა, არც ერთი სახლი. კიდევ რას შეიძლება ეწოდოს გენოციდი?!

News.ge 

საქართველოს სახალხო არტისტმა ბუბა კიკაბიძემ უკრაინაში მიმდინარე ომს გენოციდი უწოდა. მისი შეფასებით, პუტინი, რომელიც გულშემატკივრობს საბჭოთა კავშირს და სიმპათიით არის განწყობილი სტალინისადმი, როგორც პოლიტიკოსისადმი, საშინელებებს სჩადის უკრაინაში. „პუტინი, როგორც ჩანს, გულშემატკივრობს და ადვოკატირებას უწევს საბჭოთა კავშირს. ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მას მოსწონს სტალინი როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც ნახევარი ინტელიგენცია დახვრიტა თავის დროზე. მე მიხეილ სააკაშვილსაც ვკითხე, რატომ არ ...

“აზოვის” პასუხი ტყვეთა ბანაკის აფეთქებაზე: პუტინიც დაისჯება სიკვდილით თავის ტურებთან და საელჩოებთან ერთად

News.ge 

“აზოვის პოლკი” დროებით ოკუპირებულ ელენოვკაში ტყვეთა ბანაკის აფეთქებას ეხამურება და ამბობენ, რომ ოკუპანტების მხრიდან ეს იყო საჯარო სიკვდილით დასჯის აქტი. ისინი ამბობენ, რომ  უკვე არკვევენ პატიმრების სიკვდილით დასჯის შემსრულებლებისა და ორგანიზატორების სახელებს. “ჩვენ განვიხილავთ ოლენივკაზე თავდასხმას, როგორც საჯარო სიკვდილით დასჯის აქტს. რუსეთმა ეს დაუსჯელობის გამო ჩაიდინა. ისინი მიჩვეულები არიან, რომ კანონის, ადათ-წესებისა და ომის წესების ღიად დარღვევისთვისაც კი პასუხს არავინ ...

ბაიდენს ტესტმა კვლავ დაუდასტურა COVID-19-ი, თუმცა პრეზიდენტი თავს "საკმაოდ კარგად" გრძნობს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს 30 ივლისს ტესტმა კვლავ დაუდასტურა  COVID-19-ი, იუწყება თეთრი სახლის ექიმი - თუმცა პრეზიდენტს სიმპტომები არ აქვს და თავს "საკმაოდ კარგად" გრძნობს.  ბაიდენს ეს ვირუსი პირველად ცხრა დღის წინ დაუდასტურდა, თუმცა შემდეგ, მიმდინარე კვირაში, მისი ტესტის შედეგი ორჯერ იყო უარყოფითი. პრეზიდენტი გააგრძელებს იზოლაციის პროცედურებს, ამბობს თეთრი სახლის ექიმი, კევინ ო'კონორი და დასძენს, რომ ესაა ვირუსის დაბრუნების იშვიათი შემთხვევა, ანტივირუსული მედიკამენტით მკურნალობის შემდეგ.  ... Читать дальше...



Москва

Отделением СФР по Москве и Московской области в 2024 году выдано решение о финансовом обеспечении предупредительных мер 323 страхователям на сумму более 129 миллионов рублей


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал, как преобразятся территории у четырех станций МЦД-4



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Елена Волкова

Евгений Миронов, Ирина Пегова, Кристина Асмус, Илья Авербух, Елизавета Арзамасова и другие звезды не фестивале «НЕБО»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Spirit. Fitness откроется в ТРЦ Мегаполис

Спортсмен умер после участия полумарафоне в Москве

Педагоги школы №2065 вошли в ТОП-5 лучших туристских команд Москвы


Ролан Гаррос

Андреева рассказала о своих планах на предстоящий матч с Соболенко во Франции



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Число зарегистрированных в Москве субъектов МСП за год увеличилось на 5,5 процента



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России