მარია ზახაროვა: რუსეთი უკრაინაში საკუთარ მიზნებს მიაღწევს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში „საკუთარ მიზნებს“ მიაღწევს. მისივე თქმით, ვაშინგტონის მიერ უკრაინის „სამხედრო განწყობის წახალისება“ კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ ძალისხმევას ართულებს. „კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, განსაკუთრებით ამერიკული მხარისთვის: მიზნები, რომლებიც ჩვენ დავსახეთ უკრაინაში, მიღწეული იქნება“, – განაცხადა ზახაროვამ.