Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

Новости за 25.11.2022

ზელენსკის თქმით, უკრაინამ ნებისმიერი საშუალებით უნდა დაიბრუნოს ყირიმი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ კიევი აუცილებელ რეჟიმში განიხილავს ყირიმის დაბრუნებას. ეს პროცესი სამხედრო იქნება თუ არა, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობაზე, დასძინა მან. რუსეთმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია. „მე მესმის, რომ ყველას აწუხებს სიტუაცია და ის, თუ რა ელის ყირიმს. თუკი ვინმე მზადაა, შემოგვთავაზოს ყირიმის არასამხედრო გზით დეოკუპაციის გზა, მე მხოლოდ მხარს დავუჭერ ამას“, - თქვა ზელენსკიმ. Читать дальше...

ანგელა მერკელის თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა მისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა მისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა. ამის შესახებ მან Der Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა. მერკელის თქმით, კანცლერის პოსტიდან წასვლამდე ცოტა ხნით ადრე ის შეეცადა კონტაქტი დაემყარებინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ყოფილი კანცლერი ირწმუნება, რომ 2021 წლის ზაფხულში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ მას გადაწყვეტილი ჰქონდა, უკრაინის თაობაზე დისკუსიების ევროპული ფორმატი შეექმნა. Читать дальше...

მწვანე ინიციატივა – სიახლე თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში

News.ge 

თიბისის ბიზნესდაჯილდოება – ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც 2016 წელს ბიზნესის პოპულარიზაციისა და ბიზნესსექტორის განვითარების მიზნით შეიქმნა, ტრადიციას არ არღვევს და კონკურსს ყოველ წელს ახალი, საინტერესო და აქტუალური ინიციატივებით ამრავალფეროვნებს. ბიზნესდაჯილდოების ორგანიზატორების მიერ წლევანდელი კონკურსის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებს შორის საგანგებოდ აღსანიშნია განსაკუთრებული ჯილდო – მწვანე ინიციატივა, რომელიც თიბისიმ გლობალური კლიმატის საპარტნიორო ფონდთან (Global Climate Partnership Fund ...



თიბისი-ს მხარდაჭერით CAMEX Airlines-ი მომხმარებელს საკუთარი საჰაერო ხომალდით მოემსახურება

News.ge 

CAMEX Airlines-ი, ახალი ავიაგადამზიდავი კომპანია საქართველოში, საერთაშორისო კომპანია CAMEX International-ის სტარტაპ პროექტია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით მომხმარებელს უკვე საკუთარი საჰაერო ხომალდით მოემსახურება. CAMEX International-ი, კამექსის სახელით, თითქმის 20 წელიწადია, საქართველოსა თუ საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებით ოპერირებს ავიაგადაზიდვების სფეროში. 737-800 ბოინგის ტიპის თვითმფრინავის შესყიდვა კამექსმა 2020 წელს, პანდემიური შეფერხებების გამო გადაწყვიტა. დღეს კი კომპანიის დამფუძნებლები ამ... Читать дальше...

ჯიშკარიანი სააკაშვილზე: შესაძლებელია ადამიანის გარდაცვალება ნებისმიერ მომენტში

Radiotavisupleba.ge 

ცენტრ "ემპათიის" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საფრთხე ემუქრება და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. მარიამ ჯიშკარიანმა დღეს, 25 ნოემბერს, ჟურნალისტებს "ემპათიის" მიერ მომზადებული ექსპერტიზის შედეგების ნაწილი გააცნო. "ვიხრებით მოსაზრებისკენ და ეს საექსპერტო დასკვნაში უკვე წერია, რომ ინტოქსიკაციასთან გვაქვს ადგილი და შესაძლებელია ადამიანის გარდაცვალება ნებისმიერ მომენტში... მიღებულია ამერიკიდან თმის ექსპერტიზის დასკვნა და ყველა ამ დოკუმენტაციით ვასკვნით... Читать дальше...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში „ცივი ჯაჭვის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართება

News.ge 

25 ნოემბერი, 2022 – საქართველოს ბანკი აგრომიმართულების პროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკის პარტნიორობით, 29-30 ნოემბერს, სასტუმრო შერატონში „ცივი ჯაჭვის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას USAID სოფლის მეურნეობის პროგრამა, სურსათისა და ლოგისტიკის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WFLO) და საქართველოს სამაცივრე მეურნეობების და ლოგისტიკის ასოციაციასთან (GCSLA) ერთად ახორციელებს. ღონისძიება აგრო ექსპორტის მიმართულების განვითარების შესაძლებლობებს ეხება. მომხსენებლები... Читать дальше...

საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდადებული შეიწყალა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდადებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. შეწყალებული 15 მსჯავრდადებულიდან ცხრა გათავისუფლდა სასჯელისგან და ციხე დატოვა. მათგან ორი ქალია. "ექვს მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა", - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში, რომელიც 24 ნოემბრით არის დათარიღებული.

ოკუპირებულ გალში "დააპატიმრეს" ქართული მინერალური წყალი

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალში „აღმოაჩინეს და ამოიღეს ქართული წარმომავლობის მინერალური წყლის პარტია“. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით. ინფორმაციის მიხედვით, საუბარია 192 ბოთლ წყალზე, რომელიც „კონტრაბანდასა და საბაჟო სამართალდარღვევებთან ბრძოლის სამმართველოს“ თანამშრომლებმა აღმოაჩინეს არასაცხოვრებელ შენობაში. კონკრეტულად რომელი მინერალური წყალია და ვინ იყო მისი მფლობელი, მითითებული არ არის. ნოემბრის დასაწყისში... Читать дальше...



პაპუაშვილის თქმით, ევროინტეგრაციის საკითხში საქართველოს პორტუგალიის მხარდაჭერა აქვს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროინტეგრაციის საკითხში საქართველოს პორტუგალიის მხარდაჭერა აქვს. პაპუაშვილმა ამის შესახებ პორტუგალიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს. კომენტარი პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. "გარდა ევროპული ინტეგრაციისა, პორტუგალია ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია არაღიარების პოლიტიკაში პორტუგალიურენოვან ქვეყნებთან ურთიერთობაში. ამ მხრივ... Читать дальше...

ICMP: უკრაინაში უგზო-უკვლოდ დაკარგულია 15 000-ზე მეტი ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისიის(ICMP) მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში დაკარგულია 15 ათასზე მეტი ადამიანი. ამასთან, კომისიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მეთიუ ჰოლიდეიმ სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ ეს მონაცემები რეალურ ვითარებას არ ასახავს, რადგან უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, მხოლოდ ქალაქ მარიუპოლში დაღუპულების და დაკარგულების რიცხვი 25 ათასამდეა. ჯერჯერობით დაუდგენელია უგზო-უკვლოდ დაკარგული უკრაინელებიდან რამდენია რუსეთის მიერ იძულებით გადაადგილებული ან დაკავებული, რამდენია... Читать дальше...

უკრაინა ადასტურებს ყირიმში ირანელი ინსტრუქტორების ლიკვიდაციას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ბრიტანულ გამოცემა Guardian-ს დაუდასტურა, რომ ყირიმში მოკლეს ირანელი კონსულტანტები, რომლებიც რუსეთს ეხმარებოდნენ უპილოტო საფრენი აპარატების, ე.წ. კამიკაძე დრონების, Shahed 136-ის პილოტირებაში. ოქტომბერში, ისრაელის გამოცემა Jerusalem Post-ი წერდა, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, ყირიმში ლიკვიდირებულია 10 ირანელი ინსტრუქტორი. უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს არ დაუკონკრეტებია, რამდენი ირანელი კონსულტანტი გაანადგურეს. Читать дальше...

უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან მიიღებს დამატებით ფინანსურ დახმარებას

Radiotavisupleba.ge 

დღეს კიევში ჩავა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, რომელიც ოფიციალურად განაცხადებს ახალი ფინანსური დახმარების შესახებ. BBC-ს ინფორმაციით, ლონდონი 3 მილიონი გირვანქა სტერლინგით დააფინანსებს უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენას და 5 მილიონით კიევის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოს ღარიბი ქვეყნებისთვის ხორბლის გაგზავნას. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება. Читать дальше...

7 ადამიანი დაიღუპა ხერსონზე რუსი სამხედროების შეტევის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

7 ადამიანი დაიღუპა და 21 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხერსონზე რუსი სამხედროების შეტევის შედეგად. ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, 24 ნოემბერს, საღამოს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონს ისევ შეუტიეს არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. დაცხრილვის შედეგად ხანძარი გაჩნდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონზე დარტყმას დამარცხებულის შურისძიება უწოდა. 24 ნოემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი... Читать дальше...

ანგელა მერკელი პოლიტიკიდან წასვლაზე: ახალი მიდგომის დრო დადგა, რადგან პროგრესი არ გვქონდა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მოლდოვაში, საქართველოში, სირიასა და ლიბიაში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით

News.ge 

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ თავისი ვადის ბოლოს უძლური იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე გავლენა მოეხდინა. ანგელა მერკელის თქმით, 2021 წლის აგვისტოში მოსკოვში მისი ბოლო ოფიციალური ვიზიტის დროს, როდესაც იგი კრემლში ვლადიმირ პუტინს შეხვდა, მან გააცნობიერა, რომ „პოლიტიკური ძალაუფლების თვალსაზრისით, მისი დრო დასრულდა, ხოლო პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლების აქვს მნიშვნელობა“. ანგელა მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ...

კახა კალაძე: რაც იყო ჩემი საარჩევნო დაპირებები, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ზედმიწევნით შევასრულო და ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი

News.ge 

მთელი ამ ხნის განმავლობაში ვითხოვ ერთ რამეს: ერთი კონკრეტული ფაქტი მაინც წარმოადგინონ იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცამ რაღაც იმაიმუნა, მაგრამ პრობლემა აქ სხვა რამეშია – როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, სჩადიოდნენ და აკეთებდნენ ყველანაირ სიბინძურეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში ნაცმოძრაობაზე საუბრისას განაცხადა. „ჩვენ გვახსოვს მათი ხელისუფლების პერიოდში როგორც მოიპარეს 50 მილიონი ლარი. ...

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის მუდმივი თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მილიონობით უკრაინელისთვის დამანგრეველ ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს

News.ge 

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთის მუდმივი თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მილიონობით უკრაინელისთვის დამანგრეველ ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს. ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს. „ეს მიუღებელი ომის დანაშაულებებია, რომელთა სამიზნეც მშვიდობიანი მოსახლეობაა. საქართველო განაგრძობს მტკიცე და ძლიერი უკრაინელი ხალხის თანადგომას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მოლდოვის, რუმინეთისა და ირლანდიის პარლამენტებმა საბჭოთა პერიოდის „ჰოლოდომორი“ უკრაინელთა გენოციდად ცნეს

Radiotavisupleba.ge 

23-24 ნოემბერს მოლდოვის, რუმინეთისა და ირლანდიის პარლამენტებმა მიიღეს რეზოლუციები, რომლებიც უკრაინელთა გენოციდად ცნობენ საბჭოთა პერიოდში უკრაინის ტერიტორიაზე მოწყობილ „ჰოლოდომორს“. ამ ნაბიჯს მიესალმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ქვეყნების მიერ "ჰოლოდომორის" როგორც გენოციდად და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აღიარება „საჭიროა, როგორც არასდროს“. 1930-იანი წლების დამდეგს უკრაინაში იოსებ სტალინის პოლიტიკამ მასობრივი შიმშილობა, ჰოლოდომორი, გამოიწვია. Читать дальше...

უკრაინის არმია ინარჩუნებს „მნიშვნელოვან ზღუდეებს“ და ზოგიერთ მიმართულებაზე წინსვლისთვის ემზადება - ვოლოდიმირ ზელენსკი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინელი სამხედროები "საკვანძო ზღუდეებს" ფრონტის მთელ ხაზზე ინარჩუნებენ, ზოლო ზოგიერთ მიმართულებაზე წინსვლისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ტრადიციული რადიომიმართვის დროს განაცხადა. "რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ ყველა მიმართულებით ვიცავთ საკვანძო ზღუდეებს. ჩვენი ბიჭები მამაცურად იცავენ თავს. და არის მიმართულებები სადაც ჩვენ ვემზადებით წინსვლისთვის. ოკუპანტი ცდილობს თავი მოუყაროს დამატებითი ძალებს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათი ძალების მოსაგერიებლად“... Читать дальше...



Москва

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Московский предпринимательский форум объединил более 3 тыс. человек



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Бутман и Хабенский представят джазовую версию «Пети и волка» Прокофьева




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть

Спортивные прогнозы на OnlyBet

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о популяризации спорта


Карен Хачанов

Теннисист Хачанов отреагировал на возможное отстранение от Олимпиады



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Минск

Союзное государство – сила двух суверенных стран



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России