“ჯამბულათ ხოფერიას ხსოვნის პატივსაცემად” – ქართველმა მეომრებმა ბახმუტთან “ვაგნერის” დაჯგუფება გაანადგურეს (ვიდეო)
დონეცკის ოლქში, ბახმუტთან, ქართული ლეგიონის მეომრებმა “ვაგნერის” დაჯგუფება გაანადგურეს. დაღუპულია ათამდე ოკუპანტი. წარმატებული შეტევის შედეგად „ვაგნერელთა“ ჯგუფი, სრული შემადგენლობით, განადგურებულია. მეომრების თქმით, ეს ოპერაცია ბახმუტთან დაღუპული მეგობრის, ჯამბულათ ხოფერიას ხსოვნის პატივსაცემად ჩაატარეს. ცნობისათვის, “ვაგნერის” დაჯგუფების არც ერთ წევრს არანაირი საბუთი არ აღმოაჩნდა. ინფორმაციას unian.net ავრცელებს.