Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2023

Новости за 11.10.2023

ბჟანია: სოხუმში მინისტრთა საბჭოს შენობაში იგეგმება „პრეზიდენტ ოტელის“ გახსნა

Radiotavisupleba.ge 

სოხუმში მინისტრთა საბჭოს ყოფილ შენობაში (აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მთავარი შენობა), სავარაუდოდ, სასტუმრო „პრეზიდენტი“ გაიხსნება. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა მოსკოვში, აფხაზ სტუდენტებთან შეხვედრისას. „არიან ინვესტორები, რომლებიც მზად არიან ინვესტიცია ჩადონ მთავრობის სახლის რეკონსტრუქციაში. დაინიშნა ექსპერტიზა და უახლოეს დღეებში უნდა მივიღოთ პასუხი, შეიძლება თუ არა ამ შენობის აღდგენა, თუ მისი დანგრევა მოგვიწევს. Читать дальше...



ეროვნული ბანკი თანამშრომლების გადინების მიზეზს განმარტავს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც მაღალ თანამდებობაზე მომუშავე თანამშრომელთა ნაწილმა ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ დატოვა, მათი სამსახურიდან წასვლის მიზეზს განმარტავს. რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებულ პასუხში, ბანკის პრესსამსახური თანამშრომელთა გადინებას მაღალი კონკურენციით ხსნის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ "ქართველ-რუს" ოლიგარქად მოხსენიებულ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ეროვნული... Читать дальше...

ისრაელში დაასახელეს მიზეზები, რის გამოც ვერ მოხერხდა "ჰამასის" იერიშის თავიდან აცილება - NYT

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის ანალიტიკოსებმა დაასახელეს ოთხი მიზეზი, რამაც ხელი შეუშალა არმიასა და სპეცსამსახურებს, თავიდან აეცილებინათ ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასის" ბოევიკების შეჭრა ისრაელის ტერიტორიაზე. ამის შესახებ წერს გაზეთი New York Times-ი, ისრაელის მთავრობის რამდენიმე ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით. გაზეთის წყაროების თანახმად, ისრაელის თავდასხმის მოუმზადებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ისრაელის სადაზვერვო სამსახურებმა ვერ შეძლეს "ჰამასის" წევრების საკომუნიკაციო ხაზების კონტროლი. თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე... Читать дальше...

"ხელისუფლების დამხობის" საქმეზე სუსში დაიბარეს "ფორმულის" ფოტოგრაფი

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია "ფორმულის" ფოტოგრაფი ვახო ქარელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ეს არის ე.წ. რევოლუციური სცენარით "ხელისუფლების დამხობის" საქმე, რომლის ფარგლებშიც არაერთი ადამიანი გამოჰკითხეს მოწმის სტატუსით. ვახო ქარელი რამდენიმე დღის წინ, 29 სექტემბერს, თბილისში ჩატარებულ ტრენინგს ესწრებოდა, როგორც ფოტოჟურნალისტი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იგი სწორედ ამ მიზეზით არის დაბარებული. ვახო ქარელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სუსის თანამშრომელმა უწყისი ჩააბარა სასტუმრო "მარიოტში"... Читать дальше...

რუსეთის ფედერაციის ოთხ რეგიონში, შესაძლოა, უსახლკარო ცხოველების დახოცვა დაუშვან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სულ მცირე ოთხ რეგიონში – ბურიატიაში, სტავროპოლის მხარეში, ასტრახანსა და მაგადანის რეგიონებში – შეიძლება მიიღონ კანონები, რომლებითაც ნებადართული იქნება უსახლკარო ცხოველების დახოცვა. ამის შესახებ გამოცემა „ვედომოსტი“ წერს, 52 რეგიონული პარლამენტის პასუხებზე დაყრდნობით. 2023 წლის ივლისში რუსეთის რეგიონებს მიეცათ უფლება, თავად გადაწყვიტონ, რა მოუხერხონ მაწანწალა ცხოველებს: გააგრძელონ ფედერალური პროგრამის (დაჭერა-სტერილიზაცია-ვაქცინაცია-დაბრუნება) განხორციელება თუ დაამტკიცონ თავიანთი მეთოდები. Читать дальше...



ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს შტაბბინაში იენს სტოლტენბერგთან და მოკავშირეებთან გამართავს მოლაპარაკებას

Radiotavisupleba.ge 

ვოლოდიმირ ზელენსკი 11 ოქტომბერს ჩავიდა ბრიუსელში, სადაც რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი პირველად ეწვება ნატოს შტაბბინას, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან. დღეს ბრიუსელში გაიმართება უკრაინის მოკავშირეების შეხვედრა რამშტაინის ფორმატში და ასევე ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა უკრაინა-ნატოს საბჭოს ფარგლებში. წინა დღით გერმანიის თავდაცვის სამინისტრომა გამოაცხადა ახალი," ზამთრის დახმარების პაკეტი“... Читать дальше...

მამუკა ხაზარაძე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის

Radiotavisupleba.ge 

პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სახელისუფლებო პარტიის - "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის. პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელი ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11 ოქტომბერს შეიტანა. "ჩვენ ვითხოვთ ირაკლი კობახიძისგან მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფას... ჩვენ მივყვებით ამ ყველაფერს სასამართლოს გზით და ველოდებით, რომ სასამართლო განიხილავს და დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას", - აცხადებს ადვოკატი. Читать дальше...

რუსეთში 60-ზე მეტ სკოლას მიენიჭა უკრაინის ომში მონაწილეთა სახელები

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომის მონაწილეთა პატივსაცემად, მათი სახელები ეწოდა მინიმუმ 60 სკოლას რუსეთში. ამის შესახებ წერს პროექტი „ვაჟნიე ისტორიი“, რომლის გამოთვლით, ასეთი სკოლების თითქმის ნახევარი დაღესტანში მდებარეობს. სკოლის სახელის გადარქმევის გადაწყვეტილებას, როგორც წესი, ქალაქის ან მუნიციპალური ადმინისტრაციები იღებენ. უმრავლეს შემთხვევაში სკოლებს ენიჭებათ დაღუპული საკონტრაქტო ჯარისკაცებისა და პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეების სახელები. მათ შორის არ აღმოჩნდა მობილიზებულთა სახელობის სკოლები. Читать дальше...

ფაშინიანი გამოეხმაურა ბაქოსთან საქართველოში მოლაპარაკებების შესაძლებლობას

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წინადადებას, საქართველო გახდეს მოლაპარაკების პლატფორმა. ფაშინიანის თქმით, ახლა, როცა განიხილება ბრიუსელში შეხვედრის საკითხი და უკვე არსებობს გარკვეული ჩარჩო, აზერბაიჯანი სხვა პლატფორმის შეთავაზებას ცდილობს. „გრანადაში გაიმართა შეხვედრა და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის დარეგულირების პრინციპები ევროკავშირის პლატფორმაზე დაფიქსირდა ჩვენი და ევროკავშირის ხედვებით. და გასაგებია, რომ როცა ჩვენ ბრიუსელში ვხვდებით... Читать дальше...

"დილის საუბრები": "რონდელის მსოფლიო რადარი"

Radiotavisupleba.ge 

ისრაელი "ჰამასთან" ომში: რა პროცესი გაეშვა "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმით და რა ფაქტორები განაპირობებს ამ საომარი დაპირისპირების შემდგომ მასშტაბსა და სირთულეს? რა სურათი იკვეთება ამ დროისთვის? - ბუკა პეტრიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი საუბრობს ამის შესახებ ყოველკვირეულ რუბრიკაში.

„თავად გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები“ - ღარიბაშვილი და ალიევი ფაშინიანს თბილისში იწვევენ

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უარს ამბობს თბილისის მედიაციით აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებზე. „წინააღმდეგი ვართ ლოგიკისა, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპებიდან გამოგვიყვანს“, - ამბობს იგი.

ევროკავშირი ეწინააღმდეგება ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკირებას

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის პოზიციაა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის სრული უფლება, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა. 10 ოქტომბერს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომის შემდეგ, ბორელმა თქვა, რომ გმობენ ისრაელზე „ჰამასის" ტერორისტულ შეტევას და სამოქალაქო პირებზე თავდასხმებს და მოითხოვენ მძევლების გათავისუფლებას... Читать дальше...

დააკავეს 2 ნოტარიუსი, რომლებიც იპოთეკაზე ხელშეკრულების დადებისას კლიენტებს ატყუებდნენ - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს

Radiotavisupleba.ge 

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარებისთვის დააკავეს სამი ადამიანი: ორი ნოტარიუსი და ერთი ნოტარიუსის თანაშემწე. საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები ეხმარებოდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, რომლებიც დაზარალებულებს მაკლერებად ეცნობოდნენ და ბინის დაგირავებას სთავაზობდნენ. "ბრალდებულებმა დაზარალებულ 94 პირს სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ნაცვლად, რომლითაც მოწესრიგებული იქნებოდა ორგანიზებული... Читать дальше...

2000-ს გადააჭარბა ისრაელისა და „ჰამასის“ ომის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის არმიამ დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობა, რომ 1200-მდე გაიზარდა „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მოკლულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. 10 ოქტომბრის ღამისთვის დადასტურებული იყო 1000 ადამიანის სიკვდილი. ისრაელის დასახლებებში, რომლებიც ღაზის სექტორს ესაზღვრება, რამდენიმე დღეა პოულობენ რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმისას მოკლულთა გვამებს. დღეს დილით, მონაცემები განაახლა „ჰამასის“... Читать дальше...

უკრაინის გენშტაბი ადასტურებს ავდეევკასთან რუსების გააქტიურებას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევა გაააქტიურეს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის რაიონში. მანამდე ამის შესახებ იუწყებოდნენ ავდეევკის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია და უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები. უკრაინის გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ სამი ბატალიონით, ტანკების და ჯავშანმანქანების მხარდაჭერით გაააქტიურა იერიში ავდეევკის რაიონში, რომელიც რუსულმა ავიაციამაც დაბომბა. გენერალური შტაბის თანახმად... Читать дальше...

ისრაელში ჩავიდა ამერიკული სამხედრო დახმარებით დატვირთული პირველი თვითმფრინავი

Radiotavisupleba.ge 

რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასთან" ომის მდგომარეობაში მყოფ ისრაელში ჩავიდა აშშ-ის მიერ გაგზავნილი საბრძოლო მასალებით დატვირთული პირველი თვითმფრინავი. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი და სააგენტო Reuters-ი იუწყებიან ისრაელის არმიის სამხედროებზე დაყრდნობით. ამერიკული თვითმფრინავი 10 ოქტომბერს დაეშვა ისრაელის სამხრეთში, ნევატიმის სამხედრო-საავიაციო ბაზაზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ იმუშავებს კონგრესთან, რათა უზრუნველყოს დამატებითი სახსრების მობილიზება... Читать дальше...

ისრაელი განაგრძობს ღაზის სექტორის დაბომბვას

Radiotavisupleba.ge 

1200-მდე გაიზარდა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ამის შესახებ ისრაელის სამაუწყებლო კორპორაციის ტელეარხი Kan-ი იუწყება. მანამდე დადასტურებული იყო 1000 ადამიანის სიკვდილი. ისრაელის დასახლებებში, რომლებიც ღაზის სექტორს ესაზღვრება, დღემდე პოულობენ რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმისას მოკლულთა გვამებს. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 10 ოქტომბერს, დღის ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემებით, ისრაელის... Читать дальше...



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: С начала года более 4,7 тысячи жителей Московского региона оформили страховую пенсию в автоматическом режиме на портале госуслуг


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: Фестиваль «Рыбная неделя» посетили рекордные 4,5 миллиона человек



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Ани Лорак

«Я не понимала, что нравилась многим мальчикам». Ани Лорак вспомнила свой школьный выпускной в шоу «УТРО. ТНТ»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Ученики школы №1354 одержали победу в финале Московской спартакиады молодежи допризывного возраста

Педагоги школы №2065 вошли в ТОП-5 лучших туристских команд Москвы

Юные тулячки завоевали серебро и бронзу турнира по синхронному плаванию


Варвара Грачёва

Осталась в одиночестве: Андреева победила Грачёву и вышла в четвертьфинал «Ролан Гаррос», Медведева остановил де Минор



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

История без фальсификации: Шемахи в первой половине XVIII века



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России