ვირჯინიაში საჯარო მოხელემ 12 ადამიანი მოკლა
12 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა აშშ-ის ვირჯინიის შტატის ქალაქ ვირჯინია ბიჩში მომხდარი სროლის შედეგად. საჯარო მოხელემ უმისამართო ცეცხლი გახსნა მუნიციპალურ შენობაში და თავად პოლიციასთან შეტაკებისას მოკლეს. მის ვინაობას და თავდასხმის მოტივებს ჯერ-ჯერობით არ ასახელებენ.