Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2019

Новости за 09.06.2019

ცესკო: მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა ლადო კახაძემ

Radiotavisupleba.ge 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ლადო კახაძემ. როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა ბრიფინგზე, კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 61,83% (10738 ხმა) მიიღო, ხოლო 38,17% (6630 ხმა) ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა შალვა შავგულიძემ. ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბიულეტენები დათვლილია ყველა, 31-ვე საარჩევნო უბანში. მთაწმინდის #1... Читать дальше...

უკვე საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ შედეგი, რომელიც ლადო კახაძემ მიიღო,  62%-ს არ ჩამოცდება – ირაკლი კობახიძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

„მინდა მივულოცო  ლადო კახაძეს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. საბოლოოდ შეიძლება უკვე ითქვას, რომ შედეგი, რომელიც ლადო კახაძემ მიიღო,  62%-ს არ ჩამოცდება.  შესაბამისად, სხვაობა არის ძალიან დიდი. ეს არის ის არჩევანი, რომელსაც  ალტერნატივა არ ჰქონდა“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველმა ყველაფერი კარგად დაინახა და გაანალიზა.  „ამის შედეგია ის ციფრები, რომლებზეც ჩვენ […]

Читать дальше...

შალვა შავგულიძე: ეს არ არის გამარჯვება და მისალოცი აქ არაფერია

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოსა" და „თავისუფალი დემოკრატების" ბლოკის კანდიდატმა მთაწმინდის ოლქში, შალვა შავგულიძემ არჩევნების დღის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ეს იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთხელ ძალიან ცუდად, დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით ჩატარებული არჩვენები. "ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული და დაფინანსებული საოცარი ინტენსივობის ცილისმწამებლური და ბინძური შავი პიარის კამპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაიწყო ჩემს წინააღმდეგ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით“... Читать дальше...



1 დღეში დაჭერილი მოძალადე, რომელიც 2015 წლიდან იძებნებოდა 14 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის

Radiotavisupleba.ge 

2019 წლის 8 ივნისს Reginfo-მ გამოაქვეყნა მასალა საგარეჯოს ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ძალადობის შემთხვევაზე, რომელიც 2015 წელს მოხდა და რომლის მსხვერპლიც იმ დროისთვის 14 წლის გოგო იყო. გოგონა ორჯერ, 2015 და 2019 წელს ერთმა და იმავე ადამიანმა, მისავე სოფლელმა და ნათესავმა მოიტაცა და გააუპატიურა.  "საგარეჯოში 14 წლის გოგო რამდენიმე კაცმა მოიტაცა. ღამით, სოფლიდან მოშორებით მდებარე ფერმაში მიიყვანეს. 24 წლის მამაკაცთან ერთად საყარაულო ოთახში ჩაკეტეს. ბავშვი მამაკაცს წინააღმდეგობას უწევდა. ბიჭმა მას დაარტყა, საწოლზე მიაბა და გააუპატიურა. Читать дальше...

კახა კალაძის ინფორმაციით ლადო კახაძეს მეტი მხარდაჭერა აქვს

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინფორმაციით დათვლილია ბიულეტენების 75% და ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატს ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. „ახლა ამ წუთას მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი და მინდა ვუპასუხო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი განცხადება შეაფასა უპასუხისმგებლოდ. მინდა კონკრეტულად მათ მივაწოდო ინფორმაცია დათვლილ ხმებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე რასაც გვაწვდიან უწყებიდან ჩვენი წარმომადგენლები, ხმების 75% არის დათვლილი და აქედან 62,5% არის ბატონი ლადო კახაძის... Читать дальше...

შსს-მ არჩევნების დროს ფიზიკური ძალადობის და მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურის დროს ანა ბარამიძის მიმართ ფიზიკური ძალადობის, ხოლო თამარ მეტონიძის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. “ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N37ა-ში არსებულ ჭადრაკის სასახლეში  მდებარე N17 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე თამარ მეტონიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით;ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N5-ში მდებარე N18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ანა... Читать дальше...

ივან გოლუნოვი შესაძლოა დააკავეს მის მიერ წარმოებულ გამოძიებასთან ეფ-ეს-ბე-ს გენერლის კავშირის გამო

Radiotavisupleba.ge 

ვებსაიტ „მედუზის“ ჟურნალისტ ივან გოლუნოვის დაპატიმრების მიზეზი შესაძლოა იყოს მის მიერ წარმოებული გამოძიება, რომელშიც ნახსენები არიან ეფ-ეს-ბე-ს მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის უწყების ხელმძღვანელი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსეი დოროფეევი, ასევე მისი მოადგილე - ვიცე-პოლკოვნიკი მარატ მედოევი. როგორც გამოცემა „პროექტს“ მოუყვა გოლუნოვის სამი კოლეგა, ტექსტში ლაპარაკი იყო ამ მაღალჩინოსან ძალოვანთა შესაძლო კავშირზე დედაქალაქის დამკრძალავი სერვისების ბაზართან. გამოცემას ინფორმაცია დაუდასტურა კრემლთან ახლოს მყოფმა წყარომ. Читать дальше...

ლადო კახაძე: წინასწარი მონაცემები არის ჩემთვის საიმედო

Radiotavisupleba.ge 

რამდენადაც ვიცი, არჩევნების წინასწარი მონაცემები არის ჩემთვის საიმედო, - განაცხადა მთაწმინდაზე „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ. დაველოდოთ, როგორი იქნება საბოლოო ვერდიქტი. ჩემთვის, როგორც ამ მარათონში მონაწილე ადამიანისთვის, დიდად საპატივცემულო იყო ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრა, ოპონენტთან შეხვედრა და მასთან ჩემი აზრის გაზიარება. ეს ყველაფერი საჯარო სივრცეში ყოველგვარი წესების დაცვით მოხდა“. ლადო კახაძის თქმით, ის არ იცნობს არჩევნების წინასწარ შედეგებს, რის საფუძველზეც თანაგუნდელებმა გამარჯვება უკვე მიულოცეს. Читать дальше...



მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურზე 7%-ით მეტი ამომრჩეველი მივიდა

Radiotavisupleba.ge 

20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ მთაწმინდის ოლქში 41,23% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 18 105 ამომრჩეველი. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამ ოლქში მეორე ტურზე უფრო მეტმა მოქალაქემ დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, ვიდრე პირველ ტურზე. უფრო ზუსტად, 19 მაისს შუალედური არჩევნების პირველ ტურზე 20:00 საათის მონაცემებით, აქტივობა 34,27% იყო. რაც თითქმის 7%-ით ნაკლებია მეორე ტურში მონაწილე ამომჩევენთა რაოდენობაზე. "მხოლოდ ერთი პროცედურული ხარვეზი გამოვლინდა. Читать дальше...

ელენე ხოშტარიასთვის აბსოლუტურად გაუგებარია კახა კალაძის წინასწარი მილოცვა

Radiotavisupleba.ge 

აბსოლუტურად გაუგებარია ქალაქის მერის განცხადება, რომელიც არ ელოდება არჩევნების საბოლოო შედეგს, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ელენე ხოშტარია და ქალაქის მერის კახა კალაძის მილოცვას ეხმაურება. კახა კალაძემ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე მიულოცა „ქართული ოცნების“ კანდიდატს ლადო კახაძეს მთაწმინდის ოლქში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში გამარჯვება. „მათთვის არჩევნები არის შიდა სქემით ჩატარებული არჩევნები და შედეგებსაც ასე აცხადებენ. მათ პატივი უნდა სცენ ყველა პროცედურას და მერე ისაუბრონ",- აცხადებს ელენე ხოშტარია. Читать дальше...

ირმა ნადირაშვილი: ეს არჩევნები იყო კრიმინალისა და ხელისუფლების შერწყმა

Radiotavisupleba.ge 

ეს არჩევნები იყო კრიმინალის და ხელისუფლების შერწყმა და არჩვენების ამ საშუალებით ჩატარება, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობა. მისი სიტყვებით, არ დაიწყებს პროგნოზების გამოთქმას და დაელოდება შედეგებს. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, დღემ საკმაოდ მძიმედ ჩაიარა. „დღეს „ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას არჩევნების ბედის გადაწყვეტა უნდა არა საარჩევნო უბანზე, არამედ კრიმინალების მობილიზებით, შანტაჟით, მოსყიდვით. Читать дальше...

გახარია: არჩევნებში გასამარჯვებლად ხელისუფლებას კრიმინალური ავტორიტეტები არ სჭირდება

Radiotavisupleba.ge 

ხელისუფლებას არჩევნებში გასამარჯვებლად, მით უმეტეს მთაწმინდაზე, კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება არ სჭირდება, - უპასუხა ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საარჩევნო უბნებთან კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზების შესახებ დასმული კითხვის პასუხად. მან ჟურნალისტებს სთხოვა, მიაწოდონ ინფორმაცია კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე და მის უწყებას ამაზე უმკაცრესი რეაგირება ექნება. თუმცა, შს მინისტრის სიტყვებით, პოლიცია გამოხატვის თავისუფლებას ვერავის შეუზღუდავს. „თუ სადმე იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები მობილიზებულები... Читать дальше...

კახა კალაძემ ლადო კახაძეს გამარჯვება წინასწარ მიულოცა

Radiotavisupleba.ge 

„წინასწარი მონაცემებით დაფიქსირებული დიდი უპირატესობა, მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ. "მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მხარდამჭერს ამ გამარჯვებისთვის, მადლობას ვუხდი თითოეულ აგიტატორს და არჩევნებში ჩართულ ადამიანებს. შუალედურ არჩევნებზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ვართ ძლიერი გუნდი, გვაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა და შეგვწევს ძალა, ვმართოთ და საზოგადოებასთან ერთად სწორი მიმართულებით განვავითაროთ... Читать дальше...

საარჩევნო უბანზე მომხდარ გახმაურებულ ინციდენტებზე ორი გამოძიება დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

მთაწმინდის ოლქში არჩევნების მიმდინარეობისას გახმაურებულ ინციდენტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინების საფუძველზე ორი საქმე აღძრა. მე-17 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე თამარ მეტონიძის მიმართ  განხორციელებული მუქარის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით. მე-18 საარჩევნო უბნის  მიმდებარე ტერიტორიაზე ანა ბარამიძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური  ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით.  მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში... Читать дальше...

ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას საპროტესტო გამოსვლების ათობით მონაწილე დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთში, სადაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება, პოლიციამ საპროტესტო აქციების ათობით მონაწილე დააპატიმრა. დედაქალაქ ნურ-სულთანში პოლიციამ დააკავა ათობით ოპოზიციის მხარდამჭერი, რომლებიც დემონსტრაციას მართავდნენ. საპროტესტო აქციების ასზე მეტი მონაწილე დააკავეს ყაზახეთის სიდიდით მეორე ქალაქ ალმა-ათაში. ეს ყაზახეთის ისტორიაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელშიც არ მონაწილეობს ნურსულთან ნაზარბაევი. 78 წლის ნაზარბაევი, რომელიც ქვეყანას მართავდა თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში... Читать дальше...

გერმანიის მმართველი პარტიის ლიდერი უკუაგდებს მოწოდებას, რომ შესუსტდეს რუსეთის მიმართ სანქციები

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა, უკუაგდო პარტიის ერთ-ერთი წევრის მოწოდება, შესუსტდეს რუსეთზე სანქციებით ზეწოლა. კრამპ-კარენბაუერის თქმით, სანქციები მანამდე უნდა დარჩეს ძალაში, სანამ მოსკოვი არ შეცვლის თავის ქცევას ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში. მისი კომენტარი ეწინააღმდეგება ამავე პარტიის წევრის, საქსონიის მხარის პრემიერ-მინისტრ მიხაელ კრეჩმერის სიტყვებს. 7 ივნისს კრეჩმერი სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს... Читать дальше...

ურმას რეინსალუ: ცხინვალის რეგიონში არჩევნების ჩატარება არაკანონიერია და ჩვენ არ ვაღიარებთ მის შედეგებს

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალის რეგიონში არჩევნების ჩატარება არაკანონიერია და ჩვენ არ ვაღიარებთ მის შედეგებს, დაწერა ტვიტერზე ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ურმას რეინსალუმ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით. „ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ 9 ივნისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. არჩევნების ჩატარება არაკანონიერია და ჩვენ არ ვაღიარებთ მის შედეგებს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „სამხრეთი ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილია“,- წერს ურმას რეინსალუ ტვიტერზე. Читать дальше...

16:00 საათისთვის ცხინვალის რეგიონის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 47%-მა

Radiotavisupleba.ge 

16:00 საათისთვის თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 47%-მა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იტყობინება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელ მარინა ცხოვრებოვაზე დაყრდნობით. კენჭისყრა 20:00-ზე დასრულდება. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების თანახმად, კენჭისყრის პროცესს აკვირდება 70-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუკი მასზე გამოცხადდება რეგისტრირებული ამომრჩევლების 50%-ზე მეტი. Читать дальше...

14 წლის მოზარდის გატაცებისა და გაუპატიურების საქმეზე ძებნილი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

საგარეჯოში თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „2015 წლის 09 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ქ.ბ.-ს მიერ არასრულწლოვან ლ. ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. ქ. ბ.-ს, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე, ხოლო 2016 წლის 15 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად, მიმდინარეობს აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში"- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. Читать дальше...


Музыкальные новости
Булат Окуджава

Тагильский художник Александр Иванов создал металлическую скульптуру Булата Окуджавы в честь 100-летия поэта   





Rss.plus
Культура

Россия, Бурятия, Культура и Дети: Байкальская театральная школа прошла в Иволгинском районе Бурятии




"Красные линии" в сторону: Москва ответит Западу зеркально по ядерной угрозе - Рябков

В Мордовии осужден очередной мошенник за хищение денег у пенсионерки

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о конкурсе «Моя страна – моя Россия»

В Москве состоялась премьера спектакля "Я люблю тебя, папа"




ცესკო: 17:00 საათისთვის ამომჩეველთა აქტივობა 32,5%-ია

Radiotavisupleba.ge 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 32,5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 14 278 ამომრჩეველია. 19 მაისის არჩევნების პირველ ტურში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 26.6%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდად და ყველასათვის ხელმისაწვდომ პირობებში მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მესტიის სოფელში მომხდარ ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს

Marshalpress.ge (მარშალ) 

სვანეთში, სოფელ ბეჩოში ორდღიანი სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად ბეჩოში, ავტოსაგზაო შემთხვევისას წყალში გადავარდნილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს ადიდებული მდინარე და ხეობის რთული რელიეფი ართულებდა. „ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები როგორც მესტიიდან, ასევე ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან. სამაშველო ოპერაციაში... Читать дальше...

იპოვეს მდინარეში გადავარდნილი ორი ახალგაზრდის ცხედარი

Radiotavisupleba.ge 

სოფელ ბეჩოში ორდღიანი სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მაშველებმა  მდინარეში გადავარდნილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ისინი  მდინარეში ავტომანქანით გადავარდნენ. „ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები როგორც მესტიიდან, ასევე ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან. სამაშველო ოპერაციაში დაუყონებლივ ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფები“ - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. Читать дальше...

ვოლსკი მარგველაშვილზე: ჯენტლმენური შეთანხმებაც არსებობს, რომ აშკარა მხარდამჭერი განცხადებები არ გაკეთდეს

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მკვახე" განცხადება გააკეთა, როდესაც მან მთაწმინდის ოლქში არჩევნებზე აშკარა მხარდაჭერა გამოხატა ერთ-ერთ კანდიდატის მიმართ. "გარკვეული ჯენტლმენური შეთანხმებაც არსებობს, რომ ასეთი აშკარა მხარდამჭერი განცხადებები არ იქნეს გაკეთებული", - თქვა ვოლსკიმ. მარგველაშვილის თქმით, ხმა მისცა ადამიანს, "რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს... Читать дальше...

ანატოლი ბიბილოვი: იმედი მაქვს, რომ არჩევნები შედგება და მივიღებთ ქმედითუნარიან საკანონმდებლო ორგანოს

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მიიღო რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაცია. რუსეთის პარლამენტის წევრები რესპუბლიკაში ჩავიდნენ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების დამკვირვებლების სახით. „დღეს სამხრეთ ოსეთში არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოქმედება - პარლამენტის დეპუტატების არჩევნები. იმედი მაქვს, რომ არჩევნები შედგება და მივიღებთ ქმედითუნარიან საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც რესპუბლიკისა და ხალხის საკეთილდღეოდ იმუშავებს“, განაცხადა ბიბილოვმა. Читать дальше...

არჩილ თალაკვაძე „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს „იუმორისტულს“ უწოდებს

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვიდეო, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ გაავრცელა და რომელიც ამომრჩეველზე ზეწოლას ასახავს "უფრო იუმორისტულ ვიდეოს ჰგავს". „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, "მთაწმინდის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლებზე ზეწოლა მიმდინარეობს". მათ ვიდეოც გაავრცელეს, რომელშიც ჩანს, როგორ აიძულებს ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ აქტივისტი დავით იმნაძე შემოხაზოს 41 ნომერი. არჩილ თალაკვაძის განმარტებით ვიდეო უყურადღებოდ არ დარჩება, თუმცა ის უფრო იუმორისტულ ვიდეოს ჰგავს. Читать дальше...



Москва

Кандидат в депутаты Шаламов Руслан награжден медалью


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: пейзажи Андрияки отображали красоту России



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Елена Волкова

В Псковской области проходит проект для талантливой молодежи «Город мастеров»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Ярославское шоссе стало лидером сезонного спроса на спортивные площадки в коттеджных комплексах

Инсайдер Карпов: "Спартак" выкупил Станковича у "Ференцвароша" за €200 тыс

В Москве пройдет заплыв «Кубок Чемпионов» от организаторов Swimcup. В старте, который пройдет в гребном канале «Москва», примут участие более 1000 пловцов


WTA

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Минск

Минск поддерживает Баку: планы по строительству агрогородка в Карабахе – ОБНОВЛЕНО



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России