ტრამპი მალე გამოაცხადებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 18 ივნისს ოფიციალურად გამოაცხადებს თავისი მონაწილეობის შესახებ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
„ჩემი მონაწილეობის შესახებ პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის ბრძოლაში მე გამოვაცხადებ პირველ ლედისთან, მელანიასთან, ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსთან და მეორე ლედისთან, კარენ პენსთან ერთად 18 ივნისს, ორლანდოში, ფლორიდის შტატში, 20 000-ადგილიან ცენტ „ენეივეიში“. შემოგვიერთდით ამ ისტორიულ თავყრილობაზე“, - დაწერა ტვიტერში დონალდ ტრამპმა.