სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. იუწყებიან, რომ ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში ბრალდებულების ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
პროცესზე ბრალდების მხარემ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დაკავებულების გათავისუფლების შემთხვევაში, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს.
აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, მათ შორის ბათუმის ყოფილი მერი, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებულები.
პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა 1 370 076 ლარი.