მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ვაშინგტონი მზად არის ირანთან მოლაპარაკებებისთვის „წინაპირობების“ გარეშე
აშშ-ის მზად არის ირანთან მოლაპარაკებისათვის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, რომელიც კვირას შვეიცარიაში შეხვდა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ იგნაციო კასისოს.
შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო ირანის გარშემო შექმნილი ვითარება.
მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებისათვის საჭიროა, ირანმა აჩვენოს, რომ „სურს მოიქცეს, როგორც ნორმალური ქვეყანა.“
პომპეოს სიტყვები არის რეაქცია მანამდე ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის განცხადებაზე. როჰანი შესაძლებლად მიიჩნევს მოლაპარაკებებს აშშ-თან, თუ ვაშინგტონი „გამოავლენს პატივისცემას“ ირანისადმი.