პრემიერ-მინისტრი ნიკორწმინდის ცენტრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ნიკორწმინდის ცენტრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. პროექტს, რომლის ფარგლებში შენობების გარე ფასადების, ღობეების მოწყობა, სუვენირების მაღაზიისა და სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს, 2 004 780 ლარით მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ამასთან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით დაწყებულია ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს გარე ფასადების, იატაკის, სარკმელების აღდგენა, ტაძრისა და სამრეკლოს გადახურვა. […]
The post პრემიერ-მინისტრი ნიკორწმინდის ცენტრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო appeared first on მარშალპრესი.