გაეროს საერთაშორისო სასამართლო განიხილავს კიევის სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ( ICJ) მომავალ კვირიან იწყებს საჯარო განხილვას კიევის სარჩელზე, რომელშიც რუსეთს ბრალი ედება ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდამჭერისთვის.
მოსალოდნელია, რომ რუსეთის წარმომადგენლები 3 ივნისს ჰააგაში შეეცდებიან უარყონ ბრალდება. მეორე დღეს კი თავის არგუმენტებს წარმოადგენს უკრაინა. განხილვის მეორე რაუნდი ჰააგაში 6-7 ივნისს გაიმართება.
მხარეთა მოსმენის დაწყებამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება გაასაჩივრებს გაეროს უმაღლესი მართლმსაჯულების სასამართლოს (ICJ) კომპეტენციას ამ საქმეზე.
უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოში 2017 წლის იანვარში შეიტანა სარჩელი, რომელშიც რუსეთი დადანაშაულებულია ტერორიზმის დაფინანსებისა და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში.
რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და მხარი დაუჭირა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში, რასაც 13 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.