თბილისში გაიმართება პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები
15 და 16 ივნისს თბილისში გაიმართება პროფესიული განათლების ღონისძიება - „უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“. ღონისძიების მასპინძლები არიან საქართველოსა და გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები. მასში მონაწილეობას მიიღებს 8000-ზე მეტი ვიზიტორი და პროფესიული განათლების 20-ზე მეტი ექსპერტი გერმანიიდან.
„უნარები საქართველოსთვის“ სამი ნაწილისაგან შედგება: სახალხო ღონიძიება, დარგობრივი კონფერენცია - „ექსპერტების დიალოგი“(Expert to Expert Talks) და “საუბრები უნარებზე საქართველოსთვის“ (Skills4Georgia Talks).
სახალხო ღონისძიება 15 ივნისს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. სხვადასხვა თემატურ ზონაში წარმოდგენილი იქნება არაერთი პროფესია და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.
იმავე დღეს გაიმართება დარგობრივი კონფერენცია - Expert to Expert Talks, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 150 მონაწილე განიხილავს პროფესიული განათლების მნიშვნელოვან საკითხებს. ცნობილი გერმანელი ექსპერტები ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ გამოცდილებას.
Skills4Georgia Talks გაიმართება კვირას, 16 ივნისს. ქართველი ექსპერტების და გერმანული კომპანიის Studio2B-ს წარმომადგენლები იმსჯელებენ პროფესიულ უნარებსა და მათ მნიშვნელობაზე დასაქმებისთვის.