Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2019

ინტერესთა კონფლიქტი და დარღვევებით წარდგენილი დოკუმენტაციები – მოსამართლეების კანდიდატთა სია კონფლიქტის მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა

0

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144 კაციანი სია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაპირისპირების მიზეზი უკვე გახდა. ცოტა ხნის წინ, საგანგებო ბრიფინგზე საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც მოსამართლეობის მსურველთა კანდიდატად დარეგისტრირების პროცესში დაიწყო. ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ამბობენ, რომ იუსტიციის საბჭომ, სასურველი კანდიდატების გასაყვანად, ახალი თამაში წამოიწყო. საქმე ეხება საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის დოკუმენტაციას, რომელმაც, როგორც ირკვევა განაცხადი დარღვევებით დაარეგისტრირა. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მიქაუტაძემ წარადგინა ორი რეკომენდაცია სამის ნაცვლად. იმისთვის, რომ  მან შეძლოს დოკუმენტების დამატება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ურეკავენ სხვა განმცხადებლებს და სთხოვენ დამატებითი დოკუმენტების წარდგენას და ამ ფორმით ქმნიან პრეცედენტს მიქაუტაძისთვის.

„ყურადღებას გავამახვილებ გიორგი მიქაუტაძის განაცხადთან დაკავშირებით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მას აქვს დარღვევით შედგენილი განაცხადის ფორმა – სამი რეკომენდატორის ნაცვლად მიუთითა ორი რეკომენდატორი. ორი დღის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ურეკავენ განმცხადებლებს და სთხოვენ, დამატებითი დოკუმენტების წარდგენას. ვიმეორებ, მსგავსი პროცედურები არ არის დადგენილი კანონმდებლობით. მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ პროცედურებში მონაწილეობს და განმცხადებლებს განსაკუთრებით, რომ არ ჩაერთონ მიქაუტაძის უკანონო თამაშში და იმისათვის, რომ მიქაუტაძის შეუვსებელი ან ხარვეზით შევსებული განაცხადი ჩაითვალოს მიზანშეწონილად და მოუძებნონ ამას გამართლება არ ჩაერთონ ამ პროცესში და არ აჰყვნენ მის უკანონო პროცედურებს,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ისაუბრეს უკავშირდება ერთ-ერთ განმცხადებელს ზურაბ აზნაურაშვილს და მის რძალს. თამარ ონიანი ამ დროისთვის იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრია. ანა დოლიძის განცხადებით, თუ თამარ ონიანი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიიღებს მონაწილეობას და აცილებას არ მოახდენს მას ექნება ინტერესთა კონფლიქტი.

„ერთ-ერთი განმცხადებელი არის ზურაბ აზნაურაშვილი, რომელიც არის იუსტიციის საბჭოს წევრის, თამარ ონიანის მაზლი. სამწუხაროდ, იმ კანონით, რომელიც ირაკლი კობახიძემ დაუწერა ამ კლანს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფით, ამგვარი განმარტება ინტერესთა კონფლიქტის გათვალისწინებული არ არის. ის რეალური ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც სახეზეა არ უნდა დავუშვათ. იმიტომ რომ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თამარ ონიანის მიერ სხვა კანდიდატების შეფასების მიკერძოებულობა. ამიტომ თამარ ონიანი, ჩვენი ღრმა რწმენით და მოწოდებით, ამ პროცესს უნდა ჩამოშორდეს. ბატონი ზურაბ აზნაურაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არის ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ის არის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი. ის აუდიტის სამსახურში დასაქმდა 2013 წლიდან. დასაქმების ეს თარიღი საეჭვოდ ემთხვევა, აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ ბატონ ვანო ზარდიაშვილის დასაქმებას. არაერთხელ აქვს გამოკვლეული მათ შორის მონიტორს, როგორ დაასაქმა ვანო ზარდიაშვილმა აუდიტის სამსახურში მიხეილ ჩინჩალაძის ნათესავები. თუ ეს ადამიანი გააკონტროლებს პოლიტიკური პარტიების ფინანსებს ბუნებრივია, მისი საქმიანობის ობიექტურობასთან დაკავშირებით ეს კითხვის ნიშნებს დასვამს,“-განაცხადა ანა დოლიძემ.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Стал известен список мест для празднования Курбан-байрама в Подмосковье


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин открыл приемное отделение Морозовской детской городской больницы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Арутюнов

Звездная встреча: Дольф Лундгрен и Сергей АРУТЮНОВ зажгли вместе в Казахстане. И при чём тут фрикадельки из IKEA?...




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

6-летняя девочка сломала позвоночник, прыгая на батутах в Москве

Открытый чемпионат по мажореткам «Парад Московии» прошел в Истре

Подмосковные атлеты выиграли 7 медалей на Мемориале братьев Знаменских


Елена Веснина

«Мирра Андреева обладает удивительной выживаемостью» // Олимпийская чемпионка по теннису Елена Веснина об итогах женского Roland Garros



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Студенты из Королева вошли в число лучших чемпионата «Профессионалы-2024»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России