„პოლიტიკურმა პარტიებმაც თავისი როლი უნდა ითამაშონ იმის განსაზღვრაში, თუ რა იქნება ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ"
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) ანალიტიკოსი, ირაკლი სირბილაძე თვლის, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია არის როგორც საქართველოს ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის, ასევე სხვა პოლიტიკური აქტორების, უპირველესად კი ოპოზიციის საქმეც.