კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა
კვიპროსი გახდა ევროკავშირის/ შენგენის სივრცეში მე-13 ქვეყანა, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. (საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანილი ჰყავს ბულგარეთს,საფრანგეთს, ლიხტენშტაინს, ავსტრიას, ბელგიას, ნიდერლანდებს,ისლანდიას, ლუქსემბურგს, ირლანდიას, ესტონეთს, დანიასა და ჩეხეთს).
პირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვიპროსი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებდა, საქართველოში კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაახმაურა.
აღსანიშნავია, რომ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების ოფიციალური სია მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის 20 წევრ სახელმწიფოს გააჩნია. კვიპროსის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომსაქართველო ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სტანდარტებით, ისევე როგორც ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და უსაფრთხოების გათვალისწინებით მიიჩნევა ქვეყანად, სადაც ადგილი არაქვს მოქალაქეების შევიწროვებას და ადამიანები დაცული არიან ყველა სახის შესაძლო დევნისაგან.
კვიპროსის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შედეგად,საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას საგრძნობლად შეამცირებს.