Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2019

რატომ ტარდება ლექციები ქრისტიანობაზე მასწავლებლებისთვის მათთან შეუთანხმებლად?

0
რატომ ტარდება ლექციები ქრისტიანობაზე მასწავლებლებისთვის   მათთან შეუთანხმებლად?

სანათა ოჩიაური ერთ-ერთია იმ მასწავლებლებს შორის, რომლებიც სკოლიდან ტრანსპორტით და როგორც უთხრეს, "სამინისტროს დავალებით" წაიყვანეს ლექციის მოსასმენად. სანათამ აკაკი მინდიაშვილის ქრისტიანობისა და სახარების არსზე მიძღვნილი ლექციის მოსასმენად 100 კილომეტრი გამოიარა ისე, რომ მისთვის არავის უკითხავს ჭირდებოდა თუ არა ეს ლექცია, აინტერესებდა თუ არა ლექციის თემა და ჰქონდა თუ არა ამის დრო. ლექციაზე დასწრებისთვის მას სკოლაში 5 გაკვეთილის გაცდენამ მოუწია. დარბაზში, სადაც სანათას და სხვა მასწავლებლებს აკაკი მინდიაშვილი ლექციას კითხულობდა, მასწავლებლების ნახევარზე მეტი მუსულმანი იყო. სანათა ოჩიაური Facebook-ზე წერს, რომ მისთვის მუსულმანური აღმსარებლობის მასწავლებლებისთვის ქრისტიანობაზე ლექციის ჩატარება იმდენად აღმაშფოთებელი იყო, რომ ოთახი დატოვა.

"ხატი, წერილი მოვიდა სკოლაში, რომ 7 ივნისს 9.30 საათზე უნდა ვყოფილიყავით რესურსცენტრში, რათა რუსთავში შეხვედრაზე წავეყვანეთ. რა შეხვედრა იყო, რის შესახებ, ან ვისთან არ აუხსნიათ და ეს იყო ,,სავალდებულო" ,,აუცილებელი". უარის თქმის უფლებაც არ გვქონდა." - ამბობს სანათა ოჩიაური. 

გუმბათის საჯარო სკოლის მასწავლებლისთვის, ირა ძირკვაძისთვის ეს ლექცია პირველი აღმოჩნდა იმ საგანმანათლებლო ღონისძიებებს შორის, სადაც მასწავლებლის სტატუსით დაიბარეს და რომელიც მუსლიმია. 

"დილაუთენია გავიღვიძე, ჩემი საყვარელი კაბა ჩავიცვი და თმისაკეთიც განსაკუთრებული შევარჩიე... ჩამოვედით რუსთავში და შევიყუჟეთ ერთ პატარა ოთახში რეგიონიდან ჩამოსული მასწავლებლები... საათნახევარზე მეტი ვუსმინეთ ლექციას, რომლის მთავარი არსიც იყო, რომ ჩვენ მასწავლებლებმა ნამდვილი ქრისტიანი და ეკლესიაში მოსიარულე ადამიანები უნდა აღვზარდოთ...აუცილებლად უნდა ვეზიაროთ და ღვთის შიშით ვიცხოვროთ...თურმე ერთადერთი ჭეშმარიტი გზა მართმადიდებლობაა და სხვა რელიგიის აღმსარებლები ჯოჯოხეთში მოვხვდებით...რახან ლოცვით არ ვიწყებთ და არ ვასრულებთ გაკვეთილს, მაგიტომ ვართ ზნეობრივად და მორალურად დაცემული ახალგაზრდობა... 

სხვათაშორის, იქ დამსწრე მასწავლებლეთა ნაწილი ქართველი მუსლიმები ვიყავით..."-  წერს ახალგაზრდა მასწავლებელი და იმედს იტოვებს, რომ განათლების მინისტრის ბრძანება არ ყოფილა მათი ამ ლექციაზე ყოფნა. 

"ლექციის კულმინაცია იყო საგალობელის მოსმენა, ვიფიქრე წავალ_მეთქი , მაგრამ გადავიფიქრე, ვიცოდი "შემაჩვენებდა" . მაგალითი წინ მქონდა, რამდენიმემ დატოვა დაწყებისთანავე და _" ამათ რა უნდა ასწავლონ ბავშვებსო..." ასე შეაფასა (სეუში) მისთვის უცნობი პედაგოგები. " - წერს კიდევ ერთი პედაგოგი, რომელსაც ასევე მოუწია აკაკი მინდიაშვილის ლექციის მოსმენა. 

"პედაგოგებმა გამოხატეს წუხილი სიცხის გამო (კონდენციონერი არ მუშაობდა) ამის საპასუხოდ განაცხადა: ამ სიცხის ატანა გერჩივნოთ იმქვეყნიურ, ჯოჯოხეთურ ცეცხლსო. რა შთაბეჭდილება უნდა დაგრჩენოდა?" - ესეც კიდევ ერთი მასწავლებელი მინდიაშვილის ლექციიდან. 

არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ იცოდნენ, მინისტრის მოადგილესთან მიდიოდნენ და ქრისტიანობის შესახებ ლექციაზე აღმოჩნდნენ.  

ლექციები ქართულის მასწავლებლებისთვის რელიგიურ თემაზე საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდოულად მიმდინარეობს. როგორც "ქუთაისი პოსტი" წერს, იმერეთის მუნიციპალიტეტებისა და სოფლების საჯარო სკოლების მასწავლებლებს წილხვდომილობის დღესასწაულზე ლექციები "ქუთაისის უნივერსიტეტში" 3,4 და 6 ივნისს ჩაუტარდათ. ქუთაისში ლექციები ლავრენტი ჯანიაშვილმა და ნანა მრევლიშვილმა წაიკითხეს. "ქუთაისი პოსტისვე" ინფორმაციით, უნივერსტეტმა ლექციებისთვის ფართი განათლების სამინისტროს დავალებით გამოყვეს, მათ მიერ მიწერილი წერილის საფუძველზე, თუმცა პროექტი საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ღონისძიებაზე პედაგოგების იძულებით მიყვანას უარყოფს. 

„არ მაქვს დეტალური ინფორმაცია, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, როგორც მოგეხსენებათ, არის შექმნილი სამთავრობო კომისია წილხვდომილობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ის ღონისძიებები, რომელიც კომისიის ფარგლებში არის დაგეგმილი, ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ ყველა დაინტერესებულ მხარეებს. შესაბამისად, იძულებით მიყვანა არავისი არ ხდება არავითარ ღონისძიებაზე,“ - ამბობს ირინა აბულაძე.





Губернаторы России
Москва

Собянин поздравил победителей городского конкурса в сфере культуры и искусства





Москва

Список самых популярных товаров нашего маркетплейса Bazosmarket


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Около обновленных поликлиник создано более 600 зон отдыха



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Queen

Sony Music хочет закупиться Queen, а PayPal анонсировала рекламную платформу — обзор новостей в зарубежных СМИ




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве


Даниил Медведев

Российские ракетки сообразили на троих // Даниил Медведев, Мирра Андреева и Элина Аванесян дружно вышли в 1/8 финала теннисного Roland Garros



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России