ნინო გოგუაძე: ყველამ კარგად ვიცით სად არის სიმართლე და სად ტყუილი
"ქართული ოცნება“ მეორე ტურის წინ დაგვპირდა, რომ სრულ მობილიზაციას მოახდენდა და მან ეს დაპირება მართლა შეასრულა და მოახერხა ყველა ბინძური ხერხის და მეთოდის მობილიზება" - განაცხადა პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ნინო გოგუაძემ 8 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, რომელის წინასააარჩევნო გარემოს შეფასებას ისახავდა მიზნად.
"ყველაზე ამაზრზენი იყო იმის ყურება, თუ როგორ დაესხა ერთ მართალ ადამიანს თავს, იმ ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება რიგით მოქალაქეებს და მათ ოჯახებს იცავდა. იცავდა ხელისუფლების თვითნებობისგან და უსამართლო სახელმწიფო სტრუქტურებისგან. ამ ადამიანს ხელისუფლებით ზურგგამაგრებული და ხელისუფლების მიერ დაგეშილი მედროვე, კონფორმისტი და მდაბიო ადამიანები მიუქსია", - აღნიშნა გოგუაძემ.
" მე მგონი, ასეთი ნათელი არჩევანი იშვიათად გვქონია, რადგან ყველამ კარგად ვიცით, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი. სად არის პატიოსნება და სად არის უსინდისობა. სად არის ღირსება და სად არის უღირსობა," - თქვა ნინო გოგუაძემ.