ქართველი მოჭადრაკე ბავშვები ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ქართველმა მოჭადრაკეებმა დავით თათვიძემ და კესარია მგელაძემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე უმაღლესი ტიტული მოიპოვეს. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუმინეთის ქალაქ მამაიაში, თათვიძემ 7-წლამდელ ვაჟთა შორის აჯობა ყველას. 6 წლის სპორტსმენმა პირველ რვა ტურში რვა ქულა აიღო და შეჯიბრების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა ოქროს მედალი. კესარია მგელაძე 9 წლამდე გოგონებს შორის გახდა ევროპის ჩემპიონი.