ახალგაზრდა ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ
საქართველოს 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე თამაში ჩაატარა. უმცროსი ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიასთან განცდილი სასტარტო მარცხის (13:45) შემდეგ სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 20:48 წააგეს.
12 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიას შეხვდება ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე, ტურში და სწორედ ის თამაში გადაწყვეტს, რომელ ადგილს დაიკავებს ილია მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფში - მესამეს თუ მეოთხეს.