ურმას რეინსალუ: ცხინვალის რეგიონში არჩევნების ჩატარება არაკანონიერია და ჩვენ არ ვაღიარებთ მის შედეგებს
ცხინვალის რეგიონში არჩევნების ჩატარება არაკანონიერია და ჩვენ არ ვაღიარებთ მის შედეგებს, დაწერა ტვიტერზე ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ურმას რეინსალუმ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით.
„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ 9 ივნისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. არჩევნების ჩატარება არაკანონიერია და ჩვენ არ ვაღიარებთ მის შედეგებს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „სამხრეთი ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილია“,- წერს ურმას რეინსალუ ტვიტერზე.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არჩევნები 77 უბანზე ტარდება, აქედან ერთი უბანი მოსკოვში, ერთი კი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმშია გახსნილი.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, „საპარლამენტო არჩევნებს“ 70-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი მუშაობს.