16:00 საათისთვის ცხინვალის რეგიონის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 47%-მა
16:00 საათისთვის თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 47%-მა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იტყობინება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელ მარინა ცხოვრებოვაზე დაყრდნობით.
კენჭისყრა 20:00-ზე დასრულდება. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების თანახმად, კენჭისყრის პროცესს აკვირდება 70-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუკი მასზე გამოცხადდება რეგისტრირებული ამომრჩევლების 50%-ზე მეტი.
წინასწარი მონაცემები დღეს ღამით გახდება ცნობილი, საბოლოო შედეგები კი - კენჭისყრიდან ხუთი დღის განმავლობაში.