ცესკო: 17:00 საათისთვის ამომჩეველთა აქტივობა 32,5%-ია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 32,5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 14 278 ამომრჩეველია.
19 მაისის არჩევნების პირველ ტურში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 26.6%-ს შეადგენდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდად და ყველასათვის ხელმისაწვდომ პირობებში მიმდინარეობს.