ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას საპროტესტო გამოსვლების ათობით მონაწილე დააკავეს
ყაზახეთში, სადაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება, პოლიციამ საპროტესტო აქციების ათობით მონაწილე დააპატიმრა. დედაქალაქ ნურ-სულთანში პოლიციამ დააკავა ათობით ოპოზიციის მხარდამჭერი, რომლებიც დემონსტრაციას მართავდნენ. საპროტესტო აქციების ასზე მეტი მონაწილე დააკავეს ყაზახეთის სიდიდით მეორე ქალაქ ალმა-ათაში.
ეს ყაზახეთის ისტორიაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელშიც არ მონაწილეობს ნურსულთან ნაზარბაევი.
78 წლის ნაზარბაევი, რომელიც ქვეყანას მართავდა თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში, მარტში გადადგა, თუმცა ძალაუფლების დიდი ნაწილი შეინარჩუნა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა სენატის თავმჯდომარე ყასიმ-ჟომარდ ტოყაევი. დღევანდელ არჩევნებში ის ნაზარბაევის პარტიის კანდიდატად მონაწილეობს და გამარჯვების ფავორიტად მიიჩნევა. არჩევნებში შვიდი კანდიდატი იღებს მონაწილეობას.