კახა კალაძის ინფორმაციით ლადო კახაძეს მეტი მხარდაჭერა აქვს
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინფორმაციით დათვლილია ბიულეტენების 75% და ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატს ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.
„ახლა ამ წუთას მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი და მინდა ვუპასუხო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი განცხადება შეაფასა უპასუხისმგებლოდ. მინდა კონკრეტულად მათ მივაწოდო ინფორმაცია დათვლილ ხმებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე რასაც გვაწვდიან უწყებიდან ჩვენი წარმომადგენლები, ხმების 75% არის დათვლილი და აქედან 62,5% არის ბატონი ლადო კახაძის, ხოლო დანარჩენი 37,5% ბატონი შავგულიძის. კიდევ ერთხელ მინდა ბატონ ლადოს მივულოცო დამაჯერებელი გამარჯვება. ძალიან დიდია სხვაობა და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კიდევ გაიზრდება სხვაობა. ეს არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი იმ ადამიანებზე, ვინც ძირითადად ცდილობდა სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა“, - განაცხადა კახა კალაძემ