შალვა შავგულიძე: ეს არ არის გამარჯვება და მისალოცი აქ არაფერია
„ევროპული საქართველოსა" და „თავისუფალი დემოკრატების" ბლოკის კანდიდატმა მთაწმინდის ოლქში, შალვა შავგულიძემ არჩევნების დღის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ეს იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთხელ ძალიან ცუდად, დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით ჩატარებული არჩვენები.
"ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული და დაფინანსებული საოცარი ინტენსივობის ცილისმწამებლური და ბინძური შავი პიარის კამპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაიწყო ჩემს წინააღმდეგ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
მისი სიტყვებით, სამწუხაროდ, „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ვერ შეძლეს მთაწმინდელი ამომრჩევლის უდიდესი უმრავლესობის დარწმუნება იმაში, რომ იმ ხელისუფლების შესაცვლელად, რომელსაც აღარ ენდობი საჭიროა არჩვენებზეაქტიურად მისვლა და პოზიციის დაფიქსირება. შალვა შავგულიძის სიტყვებით, ამომრჩევლის დაბალი აქტივობის ფონზე ხელისუფელებამ შეძლო და შეინარჩუნა პოზიციები.
„თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ გავაგრძლებეთ თამამშრომლობას. უფრო მჭიდროსა და ინტენსიურს გავხდით ურთიერთობას ხალხთან, საზოგადოებასთან... მოვემზადებით მომავალი საპარალამეტო არჩვენებისთვის და სწორედ არჩევნების გზით შევცვლით ივანიშვილის ხელისუფლებას“.
შალვა შავგულიძის განცხადებით, მისი გუნდი თვალს უსწორებს არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრი გახდება კიდევ ერთი ხელისუფლების წარმომადგეელი.
„მაგრამ ასაღიარებელი და მისალოცი აქ არაფერია, ვინაიდან დემოკრატიისთვის მიუღებელი ისეთი მეთოდებით ჩაატარა ხელისუფლებამ არჩევნები და მიაღწია ამ შედეგს, რომ ეს არ არის გამარჯვება და ვერ მივულოცავთ ამ შედეგს“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.