Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2019

საერთაშორისო სამსახიობო სააგენტო პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით პროკურატურას კითხვით მიმართავს

0
საერთაშორისო სამსახიობო სააგენტო პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით პროკურატურას კითხვით მიმართავს

საერთაშორისო სამსახიობო სააგენტო „ასკონა ჰოლტი“ საქართველოს პროკურატურას საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით წერილს უგზავნის.

წერილში, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის სახელზეა გაგზავნილი, სააგენტო უწყებისგან ითხოვს პასუხს კითხვაზე, მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი გაერთიანების წევრ არტისტს, პაატა ბურჭულაძეს საჩივარში დაყენებულ საკითხებთან დაკავშირებით და გამოიკვეთა თუ არა მისი ბრალეულობა 2017 წლის სექტემბერში, აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, გამოძიება დაიწყო ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფონდ "იავნანას" კუთვნილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.

„მოგმართავთ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სახელოვნებო სააგენტოს „ასკონას ჰოლტის“ ხელმძღვანელი, 1983 წლიდან ჩვენი გაერთიანების წევრი არტისტის, მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლის პაატა ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებით.

2017 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიმართ, ნაკლებად ცნობილი ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე, რასაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო „შავი პიარის“ ტრადიციების გამოყენებითა და სიძულვილის ენით მომზადებული ფილმი.

გავიდა ერთი წელი და 9 თვე და ჯერ ისევ უცნობია, მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი ჩვენი გაერთიანების წევრ არტისტს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს საჩივარში დაყენებულ საკითხებთან დაკავშირებით და გამოიკვეთა თუ არა მისი რაიმე ბრალეულობა აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით;

სახეზეა ფაქტი, რომ საქართველოში განხორციელებული დისკრედიტაციის კამპანიის ავტორები (რასაც ამყარებდა პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ფაქტი) შეეცადნენ უცხოეთშიც დაეზიანებინათ ჩვენი არტისტის რეპუტაცია და უნდა მოგახსენოთ, რომ პაატა ბურჭულაძის კარიერა ევროპასა და უცხოეთის სხვა ქვეყნებში მართლაც მნიშვნელოვნად დაზიანდა. ევროპის თეატრებში სატელეფონო ზარები განახორციელეს უცნობმა პირებმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ პაატა ბურჭულაძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელოდა. მისი დისკრედიტაციისთვის ასევე, გამოყენებული იქნა wikipedia“,- ნათქვამია განცხადებაში.

წერილში ხაზგასმულია ის გარემოებაც, რომ სააგენტო წლების განმავლობაში ხელს უწყობდა პაატა ბურჭულაძეს საქველმოქმედო კონცერტების გამართვაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახების დასახმარებლად და რომ მსოფლიოში ცნობილი მაღალანაზღაურებადი უცხოელი არტისტები სრულიად უანგაროდ ჩამოდიოდნენ საქართველოში და ეხმარებოდნენ ქართველ ბავშვებს:

„ამჟამად, საქველმოქმედო აქციები შეჩერებულია და არც ერთი არტისტი აღარ გამოთქვამს საქართველოში ჩამოსვლის სურვილს... ჩვენთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, საკუთარი ქვეყანა ცილს სწამებდეს და დევნიდეს ასეთ სახელოვან არტისტს.

გთხოვთ, უმოკლეს ვადაში უპასუხოთ ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებს, რათა შევძლოთ ინფორმაციის მიწოდება იმ თეატრებისა და საკონცერტო დარბაზების დირექციებისთვის, რომელთაც ბატონი პაატა ბურჭულაძის მოღვაწეობა უკავშირდება“, - ნაქვამია სახელოვნებო სააგენტო „ასკონას ჰოლტის“ მიერ  გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურაში ადასტურებენ, რომ პაატა ბურჭულაძის საქმეთან დაკავშირებით კომპანია „ასკონა ჰოლტის“ დირექტორის წერილი მიიღეს. პროკურატურის განცხადებით, წერილში დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის საქმეზე, პასუხი ერთია, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება:

პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ საქმეზე გამოძიება დაიწყო „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ განცხადების საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობოდა ჟურნალისტურ მოკვლევას. „აფბამ“ პროკურატურისგან მოითხოვა დაინტერესებულიყო ბურჭულაძის ფონდის მიერ თანხების შესაძლო გაფლანგვის საქმით.

საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ პაატა ბურჭულაძემ 2004 წელს დააფუძნა და მას შემდეგ არაერთი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა.





Губернаторы России
Москва

Собянин: в Москве построят роботизированный завод по выпуску грузовиков





Москва

Яндекс, А.С. Пушкин, Святой Ленин ведут следствие. Настоящая сенсация! 225 лет А.С. Пушкину.


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин заявил о росте инвестиций в Москву из-за импортозамещения



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Денис Мацуев

Музыкальный фестиваль «Денис Мацуев представляет: диалог поколений» продолжается в Самаре




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Медийный баскетбол, киберспорт и турнир ММА: Константин Пухов рассказал о мероприятиях Международного центра бокса (Наташа)

В Крылатском будет создан современный спортивный кластер — Собянин

Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»


Даниил Медведев

Российский теннисист Медведев снялся с турнира в Хертогенбосе



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В Новосибирске задержали мигранта-вербовщика, финансирующего террористов



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России