Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2019

გაეროს ექსპერტი აქვეყნებს ანგარიშს საქართველოში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ძალადობის შესახებ

0
გაეროს ექსპერტი აქვეყნებს ანგარიშს საქართველოში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ძალადობის შესახებ

საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის (სოგის) ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის თაობაზე.

ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი საქართველოში გასული წლის 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში იმყოფებოდა და ვიზიტის დროს შეხვდა როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მან რამდენიმე შეხვედრა გამართა თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ ლგბტქი ადამიანებთან და მოისმინა ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ.

ჰომო/ბი/ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და ლგბტქი ადამიანთან მიმართ ოჯახის წევრთა მხრიდან ჩადენილ ძალადობის შემთხვევებზე საუბრისას, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ მხრივ, ყველაზე უფრო მოწყვლადნი არიან ფემინური გეი კაცები, ტრანსი ადამიანები და მასკულინური ლესბოსელი ქალები.

ანგარიშში მიმოხილულია ის ბარიერები, რომლის გამოც ძალადობის მსხვერპლი ლგბტქი თემის წევრები თავს იკავებენ პოლიციისთვის მიმართვისგან:

„მსხვერპლების განცხადებით, მათ არ სურთ ინციდენტების თაობაზე მიმართონ პოლიციას - რაც მართლმსაჯულების პირველი რგოლია. მიზეზად მიუთითებენ: თემთან დაკავშირებით არსებულ სტიგმას და საკუთარი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის არანებაყოფლობითი გამჟღავნების შიშს; ძალოვანი უწყებების მიმართ ნდობის არქონას და პოლიციელთა მხრიდან ჰომოფობიური ქცევისა და დამოკიდებულებების გამოვლენას; მიზეზებს შორის არის სირცხვილის გრძნობაც, რაც ინტერნალიზებული ფობიითაა გამოწვეული. სამართლებრივი შედეგების მიღწევის ნაკლებობა, ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის და მისი აღსრულების მექანიზმების შესახებ დაბალი ცნობიერება, ისევე, როგორც მართლმსაჯულებაზე მწირი ხელმისაწვდომობა, განაპირობებს სურვილის არქონას, რომ დანაშაულის შესახებ განაცხადონ“.

ანგარიშში გაანალიზებულია ის დაბრკოლებები, რომლებიც ტრანს ადამიანებს ექმნებათ გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმის არარსებობის პირობებში. ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებებისთვის არსებულმა მოთხოვნები (მათ შორის სქესის კვლავ მინიჭების ქირურგიული ოპერაცია) არ არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან და წარმოადგენს მათ მიმართ არაადამიანურ და დისკრიმინაციულ მოპყრობას.

ექსპერტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ „ყურადღება გაამახვილოს იმ სისტემურ ფაქტორებზე, რომლებიც ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანს ადამიანებს უფლებას ართმევს ჰქონდეთ თავისუფალი და თანასწორი საცხოვრებელი გარემო საქართველოში. ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი, საქართველოს ხელისუფლებას მიუთითებს:

შეისწავლოს და შეაფასოს ლგბტქი ადამიანების მდგომარეობა მათი ჯანმრთელობის, განათლების, ეკონომიკური კეთილდღეობის, პერსონალური უსაფრთხოებისა და ძალადობისგან დაცვის, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების რეალიზების თვალსაზრისით და ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმაში მოახდინოს ძირითადი გამოწვევების ასახვა.

უზრუნველყოს ადამიანის თვითგამორკვევაზე დაფუძნებული გენდერის სამართლებრივი აღიარების ადმინისტრაციული მექანიზმის შექმნა, უფლებაშემლახავი მოთხოვნების გაუქმება და არაბინარული იდენტობის აღიარება როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი მოქალაქეებისთვის.





Губернаторы России
Москва

Собянин: Более трех миллионов человек посетили фестиваль «Москва на волне. Рыбная неделя»





Москва

Дивный новый мир цифровизации: в Москве пройдет Форум «Время цифры»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин посетил фестиваль "Москва – на волне. Рыбная неделя"



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Денис Мацуев

В Уфе продолжается музыкальный фестиваль "Денис Мацуев представляет: Диалог поколений"




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Певица Пелагея разделила имущество с бывшим мужем

Дептранс Москвы раскрыл детали инцидента на станции метро "Спортивная"

Пассажир остановившегося в тоннеле метро поезда рассказал о происходившем в вагоне


Миомир Кецманович

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России