Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2019

ლევან ვასაძე და „ქართული მარში“ ლგბტ+ თემის წინააღმდეგ აქციებს აანონსებენ

0
ლევან ვასაძე და „ქართული მარში“ ლგბტ+ თემის წინააღმდეგ აქციებს აანონსებენ

„ქუდზე კაცი“, - ასე ჰქვია ბიზნესმენ ლევან ვასაძის ვიდეო მიმართვას, რომელიც მან 15 ივნისს გაავრცელა სოციალურ ქსელში.

ლევან ვასაძე მომავალ კვირაში ლგბტქი თემის წინააღმდეგ მასშტაბურ აქციებს აანონსებს.

„არაფერი შეგეშალოთ. ჩვენ არ მოგცემთ კორდონების ჩაყენების უფლებას. სადაც არ უნდა იყოს, კინოთეატრში, სკვერში, თუ ტყეში ყველგან მივაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ. როგორ ვიზამთ ამას? ხვალ შევთანხმებით. როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს თავისი ფუნქციების შესრულებაზე, ხალხი, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს მონა, იღებს თავის ხელში წესრიგს.

„გეძახით, ხალხო მოდით და დაგვიდექით. ვერავის ავუკრძალავთ მოსვლას, მაგრამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა. ამიტომ, ქალბატონებს და ბავშვებს ვთხოვ, დარჩეთ სახლში. მე ვეძახი მამაკაცებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, ოსებს, აფხაზებს, რუსებს, უკრაინელებს, ბერძნებს, ქურთებს, იეზიდებს - ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოში ერთად ცხოვრობს. ძმებო და დებო, ეს ჩვენი სამშობლოა. ის დაფუძნებულია ჩვენი და თქვენი კულტურების პატივისცემაზე. მაგ საფუძვლის მორღვევას ცდილობენ. ნუ დავუშვებთ ამას“, - ამბობს ლევან ვასაძე ვიდეო-მიმართვაში.

ლგბტქი თემის წინააღმდეგ სამომავლო ნაბიჯების დასაგეგმად იკრიბებიან ნაციონალისტური მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრები. 15 ივნისს, მოძრაობის ფეისბუკის გვერდზე მოწოდება გამოქვეყნდა: „ქართული მარში“ ჯერ არ ჩართულა პროცესებში!!! დღეს საგანგებო შეკრებაა ოფისში! ჩვენ ვანახებთ ქართველი ერის ძალას!“.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შსს-ში, ჯერჯერობით, ლევან ვასაძის მოწოდებასთან დაკავშირებით, უწყებაში კონკრეტული განცხადება არ გაკეთებულა.

ლევან ვასაძისა და „ქართული მარშის“ განცხადებები მოჰყვა 14 ივნისს, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ.

ლგბტქი თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის კანცელარიასთან შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 14 ივნისს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, რომლის თანახმადაც, საპატრიარქო მოუწოდებდა ხელისუფლებას, არ დაეშვა 18-23 ივნისს „თბილისი პრაიდის“ ჩატარება.

ლევან ვასაძის მიხედვით, საპატრიარქომ განცხადება სამღვდელოების დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით, დიპლომატები მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს უმცირესობების გამოხატვის უფლების პატივისცემას თხოვდნენ. 

საპატრიარქოს განცხადების შემდეგ, 14 ივნისს ლგბტქი თემისა და მათი მხარდამჭერების შეკრებამდე, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია  დაიკავეს სასულიერო პირებმა, ​ ჰომოფობიურად განწყობილმა მოქალაქეებმა, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერ სამოქალაქო აქტივისტებს, ემუქრებოდნენ და ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი, რომელიც ორ აქციას ერთმანეთისგან ყოფდა.

ისინი ასევე ემუქრებოდნენ და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში იქ მომუშავე ჟურნალისტებს.

სამართალდამცავებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს კონტრაქციის 28 მონაწილე. მათგან 7 პირი ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.





Губернаторы России
Москва

Собянин накануне Дня России наградил заслуженных москвичей





Москва

Финансовый эксперт Светлана Петрова: как совместить бизнес и семью


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Ивлеева

На блогера Ивлееву заявили в ФАС за провокационный слоган её нового ресторана




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Подмосковные атлеты выиграли 7 медалей на Мемориале братьев Знаменских

Открытый чемпионат по мажореткам «Парад Московии» прошел в Истре

Прославленный вратарь Икер Касильяс присоединился к кампании Hisense «Ставшие легендой» в поддержку УЕФА ЕВРО 2024™


Уимблдон

Каспер Рууд: «Не буду выступать на турнирах перед «Уимблдоном», но на нем, конечно, сыграю»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Торжественная церемония закрытия VII Международного Фестиваля театральных школ стран БРИКС+ на ВДНХ



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России