103news.com
World News in Georgian
Июнь
2019

"ევროპული საქართველო" რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტს ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევს

0
ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველო“ ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო ავტორიტეტისთვის ზიანის მომტანად აფასებს საქართველოში დაგეგმილ, რუსეთის დუმის წევრთა ვიზიტს.


პარლამენტის წევრის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, 19 ივნისს თბილისში დაგეგმილია მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას აპირებენ რუსეთის დუმის დეპუტატებიც.


„საუბარია სერგეი გავრილოვზე, რომელიც რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთში ომის მიმდინარეობის დროს იმყოფებოდა და საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა. იგი ასევე ხელმძღვანელობს დნესტრისპირეთის ე.წ. პარლამენტთან ურთიერთქმედების ჯგუფს. გავრილოვი კომპარტიის ლიდერ გენადი ზიუგანოვთან ერთად ერაყის როგორც პირველი, ასევე მეორე ომის დროს იმყოფებოდა ბაღდადში და აქტიურად უჭერდა მხარს სადამ ჰუსეინის რეჟიმს. გავრილოვი აქტიურად გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საწინააღმდეგო კამპანიის ერთ-ერთ მედროშედ“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა 17 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.


კანდელაკი ვარაუდობს, რომ თბილისში გავრილოვის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც უკრაინის საწინააღმდეგო ლობირებაა. „ევროპული საქართველოს“ წევრის ინფორმაციით, 2015 წლის ინტერვიუში გავრილოვი ღიად საუბრობს, რომ რუსეთმა საქართველოზე გავლენის აღსადგენად ფოკუსირება საეკლესიო თემატიკის მანიპულაციით უნდა მოახდინოს.


გიორგი კანდელაკის განცხადებითვე, საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ჩეპა, რომელიც აქტიურად ეწინააღმდეგება რუსეთიდან 2006 წელს გამოძევებული ქართველებისთვის სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი კომპენსაციის გადახდას.


„ალექსეი ჩეპა ასევე აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ოკუპირებულ დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას. იგი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის თემებზე ერთ-ერთი მთავარი სპიკერია. ასევე იგეგმება ივან სუხარევის - ვლადიმირ ჟირინოვსკის პარტიის წარმომადგენელის ჩამოსვლა, რომელიც გამოირჩევა აქტიურობით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხში. სუხარევი არაერთხელაა ნამყოფი ანექსირებულ ყირიმსა და დონბასში. გასული წლის ნოემბერში იგი ესწრებოდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაციას და აკრძალული აქვს შესვლა უკრაინის ტერიტორიაზე. ამ პიროვნების საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვება იქნება უკრაინის მიმართ არამეგობრული ნაბიჯი“  - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.




Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Валерий Гергиев

Валерий Гергиев откроет новый концертный зал во Владикавказе




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»

Олимпийские ценности: доступное жилье в Иваново сдадут по улучшенному стандарту


ATP

Стало известно, кто из россиян примет участие в турнире ATP-500 в Вене в конце октября



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Алексей Сёмин

Стоит ли отдавать ребенка в частную школу?



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России