103news.com
World News in Georgian
Июнь
2019

სახალხო დამცველი: შსს-მ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს ღირსების მარშის გამართვაზე უარი უთხრა

0
შინაგან საქმეთა სამინისტროში დასრულდა სახალხო დამცველთან და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან შეხვედრა. 


ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.


„შეხვედრაზე იყო საუბარი უსაფრთხოების საკითხებზე, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავდა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ პრაიდის წევრების, არამედ ზოგადად უსაფრთხოებაზე. ამიტომ მათი მხრიდან ითქვა, რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან. ეს იყო ძირითადი განხილვის თემა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უკვე მიიღებს თემის წარმომადგენლები, რადგან მათ ალბათ, უნდა გაიარონ კონსულტაციები შიგნით, ორგანიზაციებში. თუმცა, შეხვედრაზე იყო ასევე საუბარი სხვადასხვა პრობლემებზე და საკითხებზე, რაც აწუხებს ლგბტ თემს, მათ შორის მათი მხრიდან იყო მოთხოვნა დაყენებული, რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდეს ამ ვითარების შესაფასებლად და ასევე, ისაუბრეს გარკვეულ რეკომენდაციებზე, რაც სურთ, რომ ხელისუფლებამ გაატაროს მათი უფლებების დასაცავად. თუმცა, ძირითადი საკითხი იყო უსაფრთხოება. რაც შეეხება პრაიდს, შსს-მ თქვა, რომ ეს პრაიდი არ ჩატარდეს. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ღონისძიებებს, კულტურული თუ სხვა ტიპის ღონისძიებები, რაც არის დაგეგმილი, ამასთან დაკავშირებით გამოითქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მზაობა, რომ გაკეთდება მაქსიმუმი მათი უსაფრთხოების დასაცავად, თუმცა რაც შეეხება პრაიდს ღია სივრცეში, ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან იყო ცალსახად გაკეთებული, დაფიქსირებული პოზიცია, რომ, ძალიან გაჭირდება უსაფრთხოების დაცვა,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


ნინო ლომჯარიას განცხადებით, ლგბტ თემს ქვეყანაში თავისუფალი შეკრების შესაძლებლობა  არ აქვს. ეს არის ფაქტი და თუ ისინი, თუნდაც ათასი პოლიციის კორდონით გარშემორტყმულნი შეიკრიბებიან,  ეს ვითარებას არ ცვლის.


"ფაქტი ფაქტად რჩება. დღემდე პრობლემად რჩება მათი თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლება, თუმცა გარკვეული ლოგიკაც არსებობს იმაში, რომ შეიძლება უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე გარკვეული საკითხები იქნეს გათვალისწინებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ამ ადამიანების გადასაწყვეტი, გამართავენ თუ არა ამ ტიპის მარშს და მსვლელობას",- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა უკომეტაროდ დატოვეს.




Губернаторы России
Москва

Собянин: в Москве 262 проекта стали финалистами конкурса социальных НКО





Москва

Реклама на радио точно достигает своей аудитории


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин рассказал о передовых российских разработках ИИ в области медицины



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Элджей

Элджей и Anikv опубликовали новое совместное фото




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Тверской области временно прекращено движение по трассе М-9 «Балтия» в Нелидовском районе

Баскетболисты ЦСКА начнут защиту титула в Единой лиге ВТБ

Набор в резерв сборных для участия в школьных олимпиадах объявили в Москве


WTA

Полина Кудерметова одержала первую победу в карьере над игроком из топ-50 рейтинга WTA



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Сергей Собянин. Главное за день



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России