Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2019

უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი

0

„მე ვარ უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი ამ ქვეყანაში“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის აპრილში, როცა მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობისგან“ საქართველოს გათავისუფლება გადაწყვიტა. შვიდი წლის შემდეგ, „უკანასკნელი თავისუფალი ადამიანის“ მიერ გათავისუფლებული საქართველო პირველი ოპოზიციონერი დეპუტატის დაპატიმრების მოლოდინშია.

საქართველოს პარლამენტის წევრს იცავს იმუნიტეტი, რომლის არსი ისაა, რომ დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით.

პოლიტიკური სამართლის სპეციალისტის, ვახუშტი მენაბდის თქმით, იმუნიტეტი იცავს დეპუტატს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და უმრავლესობისაგან, აძლევს მას იმის გარანტიას, რომ არ შეექმნება საფრთხე, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა უკანონოდ და უსაფუძვლოდ შეუშლიან ხელი საქმიანობაში. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია ერთპიროვნულად მოუხსნას იმუნიტეტი თავის რომელიმე ოპონენტს? რამდენად ქმედითია ასეთ შემთხვევაში იმუნიტეტის მექანიზმი?

ვახუშტი მენაბდის თქმით, იმუნიტეტის მექანიზმი ეფექტურია მაშინ, როცა ქვეყანაში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი თავისუფალია.

„დავიწყოთ იმით, რომ პროკურატურა უნდა იყოს დამოუკიდებელი, რათა პოლიტიკური მიზნით არ იხელმძღვანელოს; დეპუტატებს უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების შესაძლებლობა და ბოლოს, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, რათა მიუკერძოებლად შეამოწმოს პროკურატურისა და პარლამენტის გადაწყვეტილებების მართებულობა. თუ ამ ჯაჭვში რომელიმე რგოლი ვერ არის სათანადო დონეზე, მაშინ, ცხადია, ეს მექანიზმი ვერ იმუშავებს. პოლიტიკური სამართალი დამოკიდებულია ძალთა ბალანსსა და ინსტიტუტების თავისუფლებაზე, თუ ინსტიტუციები კორუფციაში არიან ჩართულები და პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარებიან, რაც უნდა გარანტიები ჩავწეროთ კანონებში, ასეთ პირობებში ყველა გარანტიას გადალახავს პოლიტიკური მიზანშეწონილობა“, - უთხრა ვახუშტი მენაბდემ რადიო თავისუფლებას.

იხელმძღვანელა თუ არა საპარლამენტო უმრავლესობამ ნიკა მელიას შემთხვევაში პოლიტიკური მიზანშეწონილობით?

ნიკა მელიამ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლისკენ მოუწოდა:

„ხალხნო, ჩვენ აქ არაფერი არ გვესაქმება, ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში. უნდა შევიდეთ მშვიდობიანი, ხელებაწეული. გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი“.

ოპოზიციონერი დეპუტატის სამართლებრივი დევნის ფორმალური საფუძველი შეიძლება მართლაც არსებობს, მაგრამ, საქართველოში, სადაც ხშირია ე.წ. „შერჩევითი სამართალი“, როცა მართლმსაჯულების თვალსაწიერში, ძირითადად, პოლიტიკური ოპონენტები ხვდებიან, პროკურატურას (რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ხელმძღვანელობს) ცხადია, ასევე შეეძლო არ მიემართა პარლამენტისთვის თხოვნით, „გასცეს კანონით გათვალისწინებული თანხმობა დეპუტატ ნიკანორ მელიას დაპატიმრების თაობაზე“.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, აშკარაა, რომ საქმე გვაქვს არა პროკურატურის, არამედ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან.

„თუ ნიკა მელიას დანაშაული იკვეთება, რატომ არ იკვეთება იმ ადამიანების დანაშაული, რომლებმაც ადამიანების დაბრმავების გადაწვეტილება მიიღეს? თუ გავიხსენებთ კორცხელში მომხდარ ძალადობას, როცა მმართველი პარტიის მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ ნიკა მელიასა და სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებს, აღმოვაჩენთ, რომ არც ამ დანაშაულისათვის დასჯილა ვინმე. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს, სულ ცოტა, შერჩევით სამართალთან“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

ფორმალურად ასევე შეიძლებოდა 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციების ორგანიზატორების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა და გასამართლება, რადგან მაშინაც გაისმოდა მოწოდებები ხელისუფლების დამთავრებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის შეფერხების შესახებ;

ასევე არსებობდა არაერთი ფორმალური მიზეზი დაეპატიმრებინათ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ოპოზიციის სხვა ლიდერები, რომლებიც 2003 წლის ნოემბერში პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩაშალეს.

მართალია, პოლიტიკურ პროცესებში პრეცედენტები არ მუშაობს, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე ფიგურანტების იმის მიხედვით გამორჩევას, მმართველი პარტიის მხარდამჭერია თუ - ოპოზიციისა, უთუოდ დაჰკრავს პოლიტიკური დევნის ელფერი, რასაც, ნიკა მელიას შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ამძაფრებს ის გარემოება, რომ ქმედება, რის გამოც დეპუტატს დაპატიმრებას უპირებენ, „ჩადენილი იქნა“ საპროტესტო აქციაზე, რომლის მონაწილეებიც ოკუპანტი ქვეყნის საქართველოს პარლამენტში მიპატიჟებასა და ყოფნას აპროტესტებდნენ. ცხადია, ნიკა მელიას, როგორც საპროტესტო აქციის მონაწილისა და ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრება, სავარაუდოდ გაზრდის ხელისუფლების წინააღმდეგ აგორებული პროტესტის მუხტს, რაც შეუძლებელია, ვერ გაეთვალათ მმართველი პარტიის ლიდერებს. 

თუმცა ნიკა მელიას დაპატიმრება, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და მხარდამჭერებს აღაშფოთებს. ცხადია, არც ის იქნება გასაკვირი, თუ საქმე ქუჩის ხმაურიან გამოსვლებში გადაიზრდება და მიტინგებზე კვლავინდებურად გაიჟღერებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ხმები.

პოლიტიკის ექსპერტთა ვარაუდით, შესაძლოა, სწორედ ესაა მმართველი პარტიის მიზანი, რომ პოლიტიკოსების, პირველ რიგში კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ხმამ გადაფაროს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი, რომელსაც ხელისუფლება ვერაფერს უპირისპირებს. შესაძლოა, სწორედ ის უნდა მმართველ პარტიას, რომ 20 ივნისს დაწყებული სამოქალაქო პროტესტი გადაიფაროს და მოინათლოს „ნაცების“ პროტესტად, „ნაცები“ ხომ „ოცნების“ ყველაზე ძველი და კარგად შესწავლილი ოპონენტები არიან, ოპონენტი, რომლებსაც შეგიძლია „სისხლიანი ცხრა წელი“ წამოაძახო და იმავე მეთოდებით გაუსწორდე, როგორითაც „ნაციონალური მოძრაობა“ უსწორდებოდა თავის ოპონენტებს ხელისუფლებაში ყოფნისას. მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებასა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ მომდინარე საფრთხეებთან გამკლავების პირობებში შეუძლია ამტკიცოს ბიძინა ივანიშვილმა, რომ „ერთადერთი თავისუფალი ადამიანია ამ ქვეყანაში“, რომ ხალხის მთავარი იმედია და თამამად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები ყველას მაგივრად...





Губернаторы России
Москва

Собянин: Более 220 единиц новой медицинской техники начали использовать в Москве





Москва

Вильфанд рассказал, какую погоду ждать в Москве на этой неделе


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Джиган

Джиган, Оксана Самойлова, Виктория Боня и другие: ТНТ раскрывает дату премьеры нового сезона реалити«Выжить в Дубае. Возвращение»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»

Серебро «Кубка МЧС России по боксу» завоевал бердчанин Владислав Ефременко


ATP

Итальянский теннисист Синнер стал лучшей ракеткой мира в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Mash: на блогера Ивлееву заявили в ФАС за слоган ее ресторана Nudles в Москве



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России