Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2019

აქტივისტი თუ პროვოკატორი - ვინ არის ნოდარ რაფავა

0
აქტივისტი თუ პროვოკატორი - ვინ არის ნოდარ რაფავა

აქტივისტი, რომელმაც 4 დღის წინ პარლმენტთან საპროტესტო შიმშილობა დაიწყო, დღეს, 26 ივნისს ტექნიკის მაღაზიაში შეჭრისა და გამყიდველის მძევლად აყვანისთვის დააკავეს. ვინ არის სინამდვილეში ნოდარ რაფავა? 

რაფავას, რომელიც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობდა, ხელისუფლებასთან აფილირებული მედია პარლამენტის წინ მიმდინარე მრავალათასიან აქციასთან აკავშირებს. აქციის ორგანიზატორებისთვის კი ის ხელისუფლების დაქირავებული პროვოკატორია.

32 წლის ნოდარ რაფავა 2008 წლიდან თბილისის მერიის კუთვნილი აუზის ტონუსის დირექტორი იყო, თუმცა, როგორც მერიაში ამბობენ, ცოტა ხნის წინ "სამსახურეობრივი გადაცდომებიდან გამომდინარე მან თანამდებობა დატოვა." 

მერია არ აზუსტებს კონკრეტულად  რა იგულისხმება ამაში, თუმცა რადიო თავისუფლებას ორმა სხვადასხვა წყარომ უთხრა, რომ  საქმე სავარაუდოდ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ეხებოდა. რაფავამ კი დაახლოებით სამი კვირის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა არამარტო აუზის დირექტორის, არამედ საწყლოსნო სახეობების ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი.  თუმცა საჯარო რეესტრში ეს ცვლილებები ასახული არ არის.    

შსს-ს ინფორმაციით, 26 ივნისს პეკინის გამზირზე ტექნიკის მაღაზია iPlus-ის ფილიალში, დანით შეიარაღებული მძარცველი, ნოდარ რაფავა შეიჭრა, მძევლად აიყვანა კონსულტანტი, რომელსაც მოკვლით ემუქრებოდა და ფული და ტელეფონი მოსთხოვა. გამოძიების მტკიცებით, რაფავამ დააზიანა მაღაზიის ინვენტარი და გასაყიდი საქონელი.

ნოდარ რაფავა ადგილზევე დააკავეს. მის მიმართ გამოძიება დაიწყო მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე.

"დაახლოებით ერთ წუთში მოვიდა პოლიცია, ძალიან მალე მოვიდნენ. პოლიცია რომ მოვიდა, ალბათ, შეეშინდა, დააგდო დანა და გაუშვა ჩვენი თანამშრომელი", - ამბობს გიორგი ფშავლოშვილი, iPlus-ის თანამშრომელი.

რამდენიმე დღით ადრე, ანტისამთავრობო და ანტიოკუპაციურ აქციაზე “სირცხვილია” ნოდარ რაფავამ დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა. მანვე გამოაცხადა შიმშილობა შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. 

ხელისუფლებასთან აფილირებული მედია სავარაუდო დამნაშავე რაფავას საპროტესტო აქციებთან აკავშირებს. 

დაყაჩაღების მცდელობისას ნოდარ რაფავა დააკავეს. ბრალდებული პარლამენტთან აქციაზე გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა

POSTTV

“აიპლიუსის მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისას ნოდარ რაფავა დააკავეს – ბრალდებული 21 ივნისს, პარლამენტთან აქციაზე გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა”, – ასე დაასათაურა POSTV-მ თავისი სიუჟეტი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ რაფავა საპროტესტო აქციების მესამე დღეს პროვოკაციებში შეამჩნიეს და პოლიციას მისი გაყვანა სთხოვეს.

“გთხოვთ, ნუ აყვებით პროპაგანდისტულ მესიჯებს, რომლებიც ცდილობენ ჩვენი მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტის დისკრედიტაციას”, - წერენ აქციის ორგანიზატორები ფეისბუკზე. 

მოშიმშილეები გავემიჯნეთ [ნოდარ რაფავას] იმიტომ, რომ შუაღამისას აბსოლუტურად შიშველი გამოგვეცხადა

გვანცა არევაძე

“იმ ღამეს, რომ იწვიმა, ჩვენ მოშიმშილეები გავემიჯნეთ [ნოდარ რაფავას] იმიტომ, რომ შუაღამისას აბსოლუტურად შიშველი გამოგვეცხადა, მეორე დღეს კი ორგანიზატორები საქმის კურსში ჩავაყენეთ”, - წერს შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილე გვანცა არევაძე ფეისბუკზე.

ტაბულას დირექტორი თამარა ჩერგოლეიშვილი წერს, რომ ის და აქციის სხვა მონაწილეები მომენტალურად მიხვდნენ, რომ რაფავა პროვოკატორი იყო. 

არაბუნებრივად მიაჩნია რაფავას ქცევა iPlus-ს თანამშრომლებსაც. მაღაზიის განცხადებით, გაურკვეველია რატომ შეიძლება შერჩეულიყო iPlus შესაძლო ინსცენირების ადგილად. 

“სოციალურ ქსელში მასობრივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს, აიპლიუსის მაღაზიის ძარცვის მცდელობის ფაქტი, გარკვეულმა პოლიტიკურმა მხარემ, პოლიტიკური ინტერესებისთვის "დადგა", - წერს კომპანია ფეისბუკზე და განაგრძობს: “იმედს გამოვთქვამთ, რომ აიპლიუსი არ იქნება “გახვეული” შესაძლო ხელოვნურ პროვოკაციებში.”

ჩვენ თვითონაც გაოგნებული ვართ. არაჯანსაღ მდგომარეობაში აქვს ყველაფერი გაკეთებული

რაფავას ოჯახის ახლობელი​

რადიო თავისუფლება ესაუბრა ნოდარ რაფავას ახლობლებს, რომელთა თქმით, რაფავას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მკურნალობის კურსს გადიოდა. 

“ჩვენ თვითონაც გაოგნებული ვართ. არაჯანსაღ მდგომარეობაში აქვს ყველაფერი გაკეთებული, ცხადია. დანარჩენს გამოძიება გაარკვევს”, - ამბობს ქალი, რომელმაც კარი გააღო იმ მისამართზე, სადაც ნოდარ რაფავაა რეგისტრირებული.





Губернаторы России
Москва

Собянин: 15 июня начинается самый масштабный сезон фестиваля «Усадьбы Москвы»





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Родители 308,9 тысячи детей в Московской области получают единое пособие


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о развитии Москвы на ПМЭФ   



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Игорь Бутман провёл мастер-класс для юных музыкантов на фестивале культуры ПМЭФ




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»

Турниры, проходящие при содействии Федерации шахмат г. Ростова-на-Дону

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской


Уимблдон

Каспер Рууд: «Не буду выступать на турнирах перед «Уимблдоном», но на нем, конечно, сыграю»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

На западе Москвы столкнулись несколько автомобилей



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России