103news.com
World News in Georgian
Январь
2021

მეორედ წასვლა  კრიზისების ჟამს - გამარჯვების რწმენა თუ მარცხისგან გაქცევა  

0
ბიძინა ივანიშვილისგან მეორედ წასვლა საქართველოში არავის გაჰკვირვებია; შესაძლოა, არც  მესამედ მოსვლა გაუკვირდეს ბევრს;  უმეტესობას ხომ მაინც  არ სჯერა, რომ ივანიშვილი მართლაც სხვას, ამ შემთხვევაში გუნდს,  გადასცემს  ძალაუფლების მართვის  სადავეებს.


ამავე დროს,  „ქართული ოცნებაში“  არსებული ამჟამინდელი მდგომარეობისა და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ოპონენტების ერთი ნაწილი „ქართული ოცნების“ დასუსტებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შანსის ზრდასაც მოელის.


„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა უკვე ნამდვილად წავიდა, მათ რჩევებითაც კი აღარ მოამარაგებს და ეს დიდ გამოწვევას ქმნის.


უფრო ნამდვილი წასვლა 

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვლი ფიქრობს, რომ ამჯერად ბიძინა ივანიშვილი „იმაზე უფრო ნამდვილად წავიდა“, ვიდრე ეს წინა ჯერზე, 2013 წელს მოხდა და ამჯერად ის მარცხს გაექცა. როგორც კაჭკაჭიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ივანიშვილს თავადვე აღარ სჯერა პარტიის გამარჯვებისა და სამომავლო წარმატებისა, რომელზეც ის თავის ღია წერილში ასე, ერთი შეხედვით,  დარწმუნებული, ლაპარაკობს.


„კი, ბოლო არჩევნების შედეგად „ქართული ოცნება“ მესამედ მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ რის ფასად? ფაქტია, რომ შერჩა ერთპარტიული პარლამენტი და დიდად ეს მოცემულობა აღარ შეიცვლება... მოუხედავად იმისა, რომ იქ რამდენიმე დეპუტატი შევიდა, რომლებმაც ახლახან პარტია შექმნეს, მაგრამ ამით ვერ შეინიღბება ერთპარტიული პარლამენტის სტიგმა.


იმასაც მიხვდა ივანიშვილი, რომ ცესკოს სადავო მონაცემებითაც კი, „ქართულ ოცნებას ბოლო არჩევნებში მხარი 48%-მა დაუჭირა და არა 60%-მა, რა პროგნოზსაც აკეთებდნენ...


წერილში ისიც აღიარა, რომ სიღარიბეს ვერაფერი მოუხერხეს. მართალია, პასუხისმგებლობის არიდება სცადა, მაგრამ ეს მაინც აღიარება იყო... მოკლედ, წასვლა ამჯობინა, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ არ უნდა დამარცხებული პოლიტიკოსის იმიჯი... ბიძინა ივანიშვილმა მარცხს გაასწრო“ - ეუბნება იაგო კაჭკაჭიშვილი რადიო თავისუფლებას.


2013 და 2021 წლების წასვლას შორის ექსპერტები მნიშვნელოვან სხვაობას ხედავენ იმჟამინდელი და ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით. ისინი ამბობენ, რომ:



2013 წელს, როცა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო და მის მიმართ მხარდამჭერების დამოკიდებულებაც გაცილებით იმედიანი იყო; ახლა კი, პარტიისთვის ხელისუფლებაში მოსვლის უკვე მესამე, სადავო ვადაა და 8 წლის განმავლობაში მან ბევრი მომხრეც გააწბილა;
2013 წელს „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შანსი, რომ წარუმატებლობები წინა ხელისუფლებისთვის გადაებრალებინა; ამჟამინდელი მცდელობების მიუხედავად, ამ მხრივ მმართველი პარტიის ტვირთი გაცილებით უფრო დამძიმებულია;
2013 წელს ოპოზიცია ჯერ კიდევ ძალიან სუსტი იყო; ახლა ოპოზიციამ, საერთო ჯამში, არჩევნების პროპორციულ ნაწილში 52%-იანი მხარდაჭერა მიიღო და ამ დრომდე შეძლო ბოიკოტის ერთიანი რეჟიმის შენარჩუნებაც.




იმის რწმენა, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარასდროს მოინდომებს დაბრუნებას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში,  არც იაგო კაჭკაჭიშვილს აქვს. თუმცა მისთვის ცხადია, რომ საქართველოში შექმნილ კრიზისულ ვითარებაში პოლიტიკიდან წასვლის მორიგმა განცხადებამ მნიშვნელოვნად დაასუსტა „ქართული ოცნება“.


„ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 2011 წლის მდგომარეობას უბრუნდება, ანუ ის აღარც უნდა გამოჩნდეს და ღიად ვეღარ დაუჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“... ეს პარტიას აუცილებლად დაასუსტებს, რადგან ამომრჩევლების უდიდესი ნაწილი სწორებას მაინც ბიძინა ივანიშვილზე აკეთებდა... მის გარეშე კი „ქართული ოცნება“ ნაკლებად ანგარიშგასაწევი იქნება ყველასთვის“ - გვეუბნება კაჭკაჭიშვილი.


ის ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური წონის კლებამ გაზარდა ოპოზიციის შანსები და მათ შორის - რიგგარეშე არჩევნების მიღწევის შანსიც - „ყოველ შემთხვევაში იმაზე მეტად, ვიდრე ეს ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებამდე იყო“.


2013 წელთან შედარებით ახლა რეალობა რომ სხვაგვარია, იაგო კაჭკაჭიშვილისთვის ის ფაქტიც ცხადყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება თავისსავე დაფუძნებულ ფონდ "ქართუს" გადასცა, რაც "წინა წასვლისას არ გაუკეთებია" და "რაღაც რომ მოხდეს", საქველმოქმედო ფონდში მისი ქონება მათ შორის - სანქციებისგანაც, უფრო დაცული იქნება.




 


მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ოცნება

11 იანვარს გამოქვეყნებულ ღია წერილში არის ერთი ბევრისთვის საინტერესო პასაჟი. მოკლედ რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის ოცნებაა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში იხილოს.


„დემოკრატიის კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება. გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ დაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით“ - წერს ის.


„რუსთავი 2“-თან ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თავი შეიკავა იმ ვარაუდის კომენტირებისგან - ხომ არ დააფინანსებს ბიძინა ივანიშვილი სამომავლოდ რომელიმე სხვა ოპოზიციურ ძალას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ.


"ოცნების" გამოწვევები

„ქართული ოცნების“ლიდერების ბოლო დღეების კომენტარებიდან ჩანს, რომ მათ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის იმედი უკვე აღარ აქვთ. მამუკა მდინარაძემ ასევე "რუსთავი 2"-ის ეთერში თქვა, რომ აწი რჩევებისთვისაც კი ვეღარ შეძლებენ მასთან მისვლას.


ამ დღეებში ბევრს მოეჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარტია დაღონებული დატოვა. „მარტივი არ არის“, „ახალ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება“ - ამბობდნენ მთავარი ლიდერის გარეშე დარჩენილი პარტიის ლიდერები.


ივანიშვილის გარეშე დარჩენას „ძალიან დიდი გამოწვევა უწოდა“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ რომელიც სულ მალე მის პოსტს დაიკავებს.


„რა თქმა უნდა, გუნდი დგას ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე. ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ბევრად მეტი რესურსი, ვიდრე უბრალოდ მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეს. მას ჰქონდა თავისი წვლილი შეტანილი დემოკრატიულ გარდატეხაში. ის იყო სწორედ ავტორი დემოკრატიული გარდატეხის. შესაბამისად, ის იყო მისი ფუნდამენტური რესურსი.


თავი რომ დავანებოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის 3-მილიარდიანი ქველმოქმედება, რომელიც მას აქვს გაწეული საქართველოში. ძალიან ბევრი ფაქტორი იყო. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის გასვლა პოლიტიკიდან მისი რესურსის გათვალისწინებით, არის ძალიან სერიოზული გამოწვევა გუნდისთვის. ახლა არის, ბუნებრივია, მეტი პასუხისმგებლობა გუნდზე და იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური გუნდი - „ქართული ოცნება“ სათანადოდ გაართმევს თავს ამ გამოწვევას“ - განაცხადა კობახიძემ.




ექსპერტი, ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია, რომელიც 2015-2016 წლებში თანამშრომლობდა ბიძინა ივანიშვილთან და მას საათობითაც ელაპარაკებოდა ტელეფონით, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ეს წასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ წასვლად, თუკი ამ გადაწყვეტილების მიღებაზე რაიმე ზეგავლენა ჰქონდა საერთაშორისო ფაქტორებს“. თუ ეს ასეა, მისი თქმით, მაშინ არც ის გამოირიცხება, რომ ახლო მომავალში დაიწყოს საუბარი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით; თუმცა ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი ოპოზიციას მაინც აძლევს ერთგვარ მორალურ უპირატესობას:


„თუკი საგარეო ფაქტორი მაღალია, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ რომ პროცესი მიდის იქითკენ (რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისკენ), ოღონდ ეს მისი ხელთ არ უნდა გაკეთებულიყო... ეს რამდენიმე თვეში გამოჩნდება.


ოპოზიციას მორალური უპირატესობა მოუტანა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებამ და მათ ბრძოლას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტი აზრი მიეცა... ოპოზიციაში არ სჯერათ, რომ ის ნამდვილად წავიდა, მაგრამ რაც არ უნდა არ სჯეროდეთ, შეუძლიათ ეს მომენტი გამოიყენონ და მეტი ძალით შეუტიონ მმართველ პარტიას, თორემ ახლა, რაც ჩანს, ოპოზიცია სატელევიზიო ცხოვრებაზეა გადასული... ოპოზიციამ შესაძლოა ისარგებლოს იმით, რომ ივანიშვილი აღარ გამოჩნდება და სიტყვას ვეღარ შეაწევს თავის პარტიას...


თუ ძალიან მოინდომებს ოპოზიცია, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ამ ყველაფრის მერე უფრო მოსახერხებელი იქნება, ვიდრე მანამდე... ოპოზიციას შეუძლია ეს ფაქტი გამოიყენოს მოსახლეობასთან პროპაგანდისთვის... ჩვენი აქტიური ამომრჩევლის ნაწილი პოსტკომუნისტური მსოფლმხედველობისაა და უნდა, რომ ერთი ძლიერის იმედი ჰქონდეს... თუკი ეს იმედი დაიკარგება, ის სხვა პარტიებზე გადაერთვება“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას არჩილ გამზარდია.


ის ფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ შორის ბოლო არჩევნებზე მიღებულმა 48%-მა გააწბილა და "ქართული ოცნების" სამომავლო რესურსებშიც სერიოზულად შეეპარა ეჭვი.




საქართველოში ოპოზიციისა და ექსპერტების უდიდეს ნაწილს არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამჯერად მაინც მართლა წავიდა ოპოზიციიდან. როგორც "ევროპული საქართველოს" ყოფილმა წარმომადგენელმა, ელენე ხიშტარიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს მისთვის "რაღაც ახალი თამაშის წამოწყებას" უფრო ჰგავს, მაგრამ "ცხადია, რომ ივანიშვილი კარგს არაფერს ჩაიფიქრებდა".


ელენე ხოშტარია გვეუბნება, რომ მის რეალურ წასვლაში მხოლოდ ის ფაქტი დაარწმუნებდა,"ახალი არჩევნები რომ დანიშნულიყო", მაგრამ "ქართული ოცნება" ჯერ ისევ კატეგორიულ უარზეა. ხოშტარიას აზრით, ოპოზიციის მთავარ ამოცანად - კვლავ ბიძინა ივანიშვილის მიტაცებული სისტემის ძირის მორყევა უნდა იყოს.


ოპოზიციას გააქტიურებისკენ მოუწოდებს საარჩევნო ბლოკის „სტრატეგია აღმაშენებელი“ წარმომადგენელი, პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი. ის ფიქრობს, რომ ეს დრო ოპოზიციამ სათავისოდ უნდა გამოიყენოს, რადგან ბიძინა ივანიშვილის თუნდაც მხოლოდ დეკლარირებული წასვლით დასუსტებული „ქართული ოცნება“ მეტ კომპრომისზე წავიდეს და მათ შორის - რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებითაც.


თაკო ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილის სცენიდან გასვლის გადაწყვეტილებას აშშ-ში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლას უკავშირებს. ის გვეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილმა თადარიგის დაჭერა გადაწყვიტა და განსაკუთრებით ამერიკაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე.


„ბიძინა ივანიშვილი ადრეც ფიქრობდა წასვლაზე. იყო ამაზე ლაპარაკი და მქონდა ინფორმაცია ჭორის დონეზე, მაგრამ... იმან, რაც ბოლო პერიოდში ამერიკაში მოხდა პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ივანიშვილს გაუმყარა შიში. მან საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ მიუჩინეს ადგილი „უძლეველ ოლიგარქს“ აღვირახსნილი პოლიტიკის გამო და როგორ დაახევინეს მას უკან.


არცერთ ოლიგარქსა და დიქტატორს არ უნდა წასვლა და მუდამ დაბრუნების ინსტინქტი აქვს. ასეა ახლაც. მაგრამ ამ შემთხვევაში ივანიშვილმა თადარიგი დაიჭირა - დააბინავა თავისი ქონებაც და გავიდა (პოლიტიკური ველიდან).


თუკი გართულდება სიტუაცია მისთვის, უკვე გაკეთებული ექნება თავის ქონებასთან დაკავშირებული ოპერაცია, რომელსაც საქველმოქმედო პროექტი დაარქვა... ივანიშვილმა იგრძნო მოსალოდნელი კატასტროფული სიტუაცია და, სიმართლე გითხრათ, მე ეს ძალიან მომწონს... ახლა ვურჩევდი, რომ თავის დატოვებულ პარტიის წევრებს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაც ურჩიოს. რადგან ეს პროცესი რიგგარეშე არჩევნების გარეშე არ დასრულდება“.


თაკო ჩარკვიანი გვეუბნება, რომ „თუკი არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, სცენიდან გასვლის მიუხედავად, ხალხის მღელვარებას ვერც ბიძინა ივანიშვილი ასცდება, რადგან - ის ყოველთვის დარჩება ხალხის თვალში არაფორმალურ მმართველად. ​




Губернаторы России
Москва

«В ближайшие регионы»: Собянин анонсировал продление МЦД до четырёх областей





Москва

Стоит ли отдавать ребенка в частную школу?


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: МЦД продлят до Калужской, Смоленской, Тульской и Ярославской областей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Песня

Авторская песня. Радио Авторской Песни. Авторская песня барды.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»


Елена Веснина

«Теннисистки заслуживают зарабатывать на равных с мужчинами». Веснина выступила за соразмерные призовые



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Собянин: МЦД продлят до Калужской, Смоленской, Тульской и Ярославской областей



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России