Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2021

დაიწყება თუ არა მოზარდების აცრა საქართველოშიც - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 ოქტომბერს

0

ამ კვირაში თბილისში გაიმართება იმუნიზაციის საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილავენ 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდების აცრის და ე.წ. ბუსტერ დოზის დაშვების საკითხს.

საქართველოში მნიშვნელოვნად იკლებს ყოველდღიურად გაკეთებული ვაქცინის რაოდენობა - ხელისუფლება წახალისების ფორმზე ფიქრობს და კვლავ თავს იკავებს იმპერატიული მოწოდებებისკენ ან იმგვარი შეზღუდვების შემოღებისკენ, რაც უპირატესობას მიანიჭებს ვაქცინირებულ პირებს და შეზღუდვებს დაუქვემდებარებს მათ, ვინც უარს ამბობს აცრის გაკეთებაზე. 

5 ოქტომბერს გამართულ საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყდა, რომ სოფლებს შორის “ვაქცინაციის მარათონი” გაიმართება, ექიმები  და ექთნები კი, ვინც შეძლებდა და დაარწმუნებს 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ფულადი წახალისების სახით, თითო აცრილ პაციენტზე 4-4 ლარს მიიღებენ.

აცრის ტემპმა შემცირება დაიწყო სექტემბრის შუა რიცხვებიდან, როცა დღიური მაჩვენებელი 15 ათასსაც ვერ აღწევდა, მაშინ როცა წინა პერიოდში დღეში იცრებოდა თითქმის ორჯერ მეტი ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად და მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის ასაცრელად აუცილებლად მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას. ამ დროისათვის სრულად, ორივე დოზით ვაქცინირებული არ არის მოსახლეობის 30%-იც კი. 

საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო, რომელმაც უკვე მოინახულა საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი. 

"მე მისით ძალიან ვამაყობ, ადამიანით, რომელსაც ასე უყვარს თავისი ქვეყანა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს დიდი ბრძოლაა, რომლის მოგებაც თქვენ გჭირდებათ თქვენი მომავლისთვის. ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გათავისუფლდეს. ის, ახლა პოლიტპატიმარია და არ შეიძლება, ამასთან შეგუება. ძალიან ცუდია, რაც შეემთხვა თქვენს პრეზიდენტს და ამის სჭირდება ბრძოლა. ეს უნდა გადაწყვიტოს, ქართველმა ხალხმა", - თქვა ლიზა იასკომ რუსთავის ციხესთან. 

ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეს. იასკო უკრაინის რადის დეპუტატია მმართველი პარტიიდან. სააკაშვილის დაკავების შემდეგ მან გამოაქვეყნა ერთად გადაღებული ვიდეო, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობდა, რომ ის და ლიზა ერთად იყვნენ, ახალი ოჯახის შექმნა დაიწყეს და სურდათ ამის შესახებ საზოგადოებასაც გაეგო.

კომპანია „თბილისი ენერჯის" ცნობით, მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო თბილისში 5000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება - ბინებრივი აირის გარეშე რამდენიმე საათის განმავლობაში იქნებიან საბურთალოს, დიღმისა და ნუცუბიშის პლატოს მოსახლეები. 

გაზის მიწოდება აღდგება 6 ოქტომბრის 10:00 საათიდან დაიწყება და დასრულდება 21:00 საათისთვის. "თბილისი ენერჯი"მოსახლეობას მოუწოდებს, გადაკეტოთ გაზის ონკანები და დაიცვათ უსაფრთხოების წესები. ავარია, რომლის გამოც ბუნებრივი აირის მიწოდება შეიზღუდა, ნუცუბიძის ფერდობსა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე, ლისის ტბის სიახლოვეს მოხდა. 

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ხათუნა რაზმაძე გახდა. 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. წელს საქართველოში უკვე მეხუთედ გაიმართა დაჯილდოება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

როგორ დაუმტკიცებს ბრალს პროკურატურა სააკაშვილის საქმეზე დაკავებულებს?

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს პატიმრობა მიუსაჯა - ელგუჯა ცომაიას, ზურა და შალვა წოწორიების ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები საპატიმრო დაწესებულებაში ისეთი დანაშაულის ჩადენის გამო მოხვდნენ, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს ნოემბრის შუა რიცხვებიდან დააკვირდება. სწორედ ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება დაკავებულების წინასასამართლო სხდომები. 

უფრო მეტი ამ საქმის სამართლებრივი ასპექტების შესახებ ნახეთ ნინო თარხნიშვილის სტატიაში. 

“პანდორას“ არქივის აღმოჩენა: „რუსეთში მთელი ფული პუტინს ეკუთვნის“

„2011 წელს „საქმიანი რუსეთის“ ფორუმზე პუტინმა მოუწოდა ბიზნესმენებს, რომ უარი ეთქვათ ოფშორებზე, რასაც უკუშედეგი მოჰყვა.

ახლახან გამოჟონილ პანდორას დოკუმენტებში ფიგურირებს კრემლთან დაახლოებული 52 რუსი მაღალჩინოსნის, ბიზნესმენისა და მედია-მაგნატის სახელი.

მაგალითად რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია პირველი არხის გენერალური დირექტორი, კონსტანტინ ერნსტი, ოფშორების მეშვეობით მონაწილეობს მოსკოვში ძველი კინოთეატრების დანგრევისა და მათ ადგილზე კინოდარბაზებიანი სავაჭრო ცენტრების მშენებლობაში;

2016 წელს, როდესაც „პანამის ქაღალდებზე“ დაყრდნობით გამომძებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირების კავშირი ოფშორულ კომპანიებთან, - კრემლი შეეცადა ეს წარმოედგინა, როგორც რუსეთის დესტაბილიზაციის მისაღწევად შექმნილი პროექტის ნაწილს,

მიმდინარეობს ძალისხმევა, პუტინის დისკრედიტაციისა და რუსეთში სექტემბრის არჩევნებისთვის ხელის შეშლის მიზნითო, უთხრა 5 წლის წინ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

პუტინი მასალის გამოქვეყნებიდან ოთხ დღეში, 7 აპრილს, სკანდალს გამოეხმაურა თავად და თქვა, რომ ოპონენტებს ყველაზე მეტად რუსი ერის ერთობა და კონსოლიდაცია აშფოთებსო.

ოფშორულ კომპანიებთან ვლადიმირ პუტინის გარემოცვის კავშირების თაობაზე „პანდორას ქაღალდების“ სახელით გამოქვეყნებულ დოკუმენეტებს კრემლი უფრო თავშეკავებით შეხვდა. 

მეტი "პანდორას დოკუმენტებისა" და მასში არსებული ინფორმაციის შესახებ რუსეთის პრეზიდენტზე, ნახეთ აქ. 

მიუხედავად იმისა, რომ სკოლები, ბაღები და სასწავლო დაწესებულებები ონლაინ სწავლებიდან დასწრებულ სწავლებაზე გადავიდნენ, ბავშვების ნაწილი სახლში დარჩა - არიან თუ არა თანაბარ პირობებში ისინი, ვინც სახლიდან იღებს განათლებას?

ამ მომენტისთვის, დისტანციურად განათლების მიღებას, საჯარო სკოლების 24 000 მოსწავლე აგრძელებს, 600 000 კი კლასებს დაუბრუნდა - ანუკი ბურდული ცდილობდა გაერკვია, როგორია სახლში დარჩენილი ბავშვების სწავლების ხარისხი და საგაკვეთილო ბადე. ესეც სტატია დისტანციურ სწავლებაზე.





Губернаторы России
Москва

Мэр: 29 и 30 июня в Москве пройдет масштабное празднование Дня молодежи





Москва

Витаводород — живая мыслящая материя, основа жизни на Земле


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Алла Пугачёва

Замок Пугачевой в деревне Грязь оценили в 11 млн рублей




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Детская зона «ЯРКО» – на Летней Спартакиаде «Газпром-Медиа Холдинга»

В Димитровграде проводят чемпионат России по парусному спорту в классе «микро»

Новичок ярославского «Локомотива» сыграет в гала-матче в Москве


Елена Рыбакина

Появились новости о здоровье Елены Рыбакиной перед турниром в Англии



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Пассажиры поезда из Воркуты отправлены в пункты назначения по спецграфику



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России