Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2022

კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით, პარლამენტის წინ აქცია გაიმართა

0
რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით​ 13 წლის ბავშვის დაღუპვის გამო. ისინი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თბილისის მერს კახა კალაძეს აკისრებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.


„არა სიკვდილით სავსე ქალაქს" - ამ სახელწოდებით აქცია სპონტანურად დაიგეგმა. მოქალაქეებს ჰქონდთ პლაკატი წარწერით: „კორუფცია სიცოცხლეს გვართმევს“.




„კალაძემ მორიგი კორუფციული სქემით იმსხვერპლა ბავშვის სიცოცხლე! ქალაქის მერი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს კორუფციული გზით ფლანგავს და მუდმივად საფრთხეს უქმნის ქალაქის მცხოვრებთა სიცოცხლეს - უნდა წავიდეს!


ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციაში 13 მილიონი დაიხარჯა, კომპანია, რომელმაც ტენდერი მოიგო არის „გრინსერვის+", რომლის ხელმძღვანელიც 2013 წელს თავად „ქართულმა ოცნებამ" დაიჭირა!" - ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.




აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აქტივისტი მამუკა ჯუღელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს: „მოვედი იმიტომ, რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი, თავს ძალიან უუნაროდ ვგრძნობდი მთელი დღის განმავლობაში. ამდენი ხანი, ამდენი ტრაგედიის შემდეგ კახი კალაძე კიდევ აგრძელებს თავისი სტატუსით ქალაქის მერად ყოფნას. წარმოუდგენელია, რამდენის მოთმენა და ატანა შეგვიძლია. მგონია, რომ საზოგადოებამ, აქტივისტებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, ყველამ რაღაცნაირად ერთ ტრაგედიაზე მაინც შევძლოთ რაღაცნაირად ორგანიზება ისე რომ პასუხისმგებლობა ავაღებინოთ კახი კალაძეს".




პარლამენტის წინ იმყოფებოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი. ის სამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მოითხოვ. „ვხედავთ რამდენად სახიფათო გარემოსა და სახიფათო ქალაქში ვცხოვრობთ. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ნებისმიერი ჩვენგანი, ან ჩვენი შვილები, ჩვენი მეგობრების, ახლობლების შვილები შეიძლება ასეთი გაუმართავი ინფრასტრუქტურის მსხვერპლნი გახდნენ, შეიწიროს მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი და უნდა ვისაუბროთ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე კონკრეტული შემსრულებელი პირების, ვინც იყო მის შემოწმებაზე პასუხისმგებელი, მაგრამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის აუცილებლად ყურადმისაქცევი. შესაბამისად, აქ უნდა ვისაუბროთ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე სახელმწიფოსი და ასევე, ჩვენ უნდა ვისაუბროთ პასუხისმგებლობაზე პოლიტიკური თვალსაზრისით", - თქვა სიმონიშვილმა.




13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით დაშავებული ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა. კონტაქტურია მესამე ბავშვი.




შსს-მ მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მერია ვაკის პარკის განახლების სამუშაოებს ატარებს. სამუშაოები მერმა კახა კალაძემ გუშინ დაათვალიერა - მერია აცხადებდა, რომ "ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა".

 






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России