Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2022

სომხეთში გამოძიება დაიწყო ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით

0
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა 8 ოქტომბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ადრე აცხადებდნენ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი სატვირთო მანქანა სომხეთში უცხოეთიდან შემოვიდა და იქიდან საქართველოს გავლით რუსეთში გაემგზავრა.



სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღიძრა საერთაშორისო ტერორიზმში დახმარების, ასევე წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოების საზღვარზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კონტრაბანდისა და დოკუმენტების გაყალბების სავარაუდო ფაქტებზე.


რუსეთის უშიშროების თანახმად, "ბულგარეთიდან საქართველოში, ფოთის პორტში, შემდეგ კი, სომხეთში ტვირთის გადაგზავნის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ უკრაინის მოქალაქეები, 1975 წელს დაბადებული მიხაილ ცურკალო, 1979 წელს დაბადებული დენის კოვაჩი, 1971 წელს დაბადებული რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინოსარიძე და ბროკერი, სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული არტურ ტერჩანიანი".




სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი ადასტურებს, რომ სექტემბრის ბოლოს არტურ ტერჩანიანის მიერ მართული სატვირთო მანქანა ბულგარეთიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში შევიდა, თუმცა ტვირთის რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად, რისკის შემცველია ფაქტორები არ გამოვლენილა.


რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აშენებულ ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, დანაღმული სატვირთო ავტომანქანის აფეთქებამ გამოიწვია ხიდის საავტომობილო გზის ორი ნაწილის ჩამონგრევა და ხანძარი საწვავით დატვირთულ ცისტერნებში, რომლებიც ხიდის სარკინიგზო ნაწილზე მოძრაობდნენ. რუსეთს დადასტურებული აქვს 3 ადამიანის სიკვდილი. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России